newhospitals

ბრილიანტის მწვანე 1% 20მლ ფლ

ბრილიანტის მწვანე 1% 20მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6449ნახვა

სამკურნალო საშუალების შემცველობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.01 გ ბრილიანტის მწვანეს;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 60%.

 

წამლის ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის, სპირტიანი 1%.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ახდენს მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებას, არ გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას).

 

ჩვენებები:
პრეპარატი გარეგანად გამოიყენება კანის მსუბუქი ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, მეიბოლეიტი, ფლებარიტი), ასევე საოპერაციო მიდამოს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის კომპონენტების მიმართ. უჩვეულო რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროულად ხმარებისას გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან, რომლებიც ორგანულ ნაერთებს შეიცავს, შესაძლებელია ცილების დენატურაცია, ახალი ნაერთების წარმოქმნა.

 

განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება ხსნარის ლორწოვან გარსებზე მოხვედრა, ვინაიდან შემადგენლობაში შემავალმა სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები, ძლიერი გაღიზიანებები.
პრეპარატის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება სისხლის შრატის არსებობისას.
მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

 

გამოყენების წესი და დოზები:
წაისმევა კანის ზედაპირზე, მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელი ქსოვილების მოცვით.
თვალების დაავადებებისას წაისმევა ქუთუთოების კიდეებზე.
ჭარბი დოზის მირება შეუძლებელია.

 

გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება). ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.

 

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

 

გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა:
20 მლ ფლაკონ-საწვეთურებში.

მწარმოებელი:
დსს სსც "ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა".

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.