ბიზოგამა® 5
[b]ბიზოგამა® 5[/b]
მოქმედი ნივთიერება: ბიზოპროლოლის ჰემიფუმარატი 5 მგ
[b]1. რას წარმოადგენს ბიზოგამა®5 და რისთვის გამოიყენება იგი?[/b]
ბიზოგამა®5 არის გულის სპეციფიური ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორი.
[b]ბიზოგამა®5 გამოიყენება:[/b]
- მაღალი წნევის დროს (ესენციალური ჰიპერტონია)
გულის ტკივილები გულის ვენურ სისხლძარღვებში სისხლის გამტარიანობის დარღვევის საფუძველზე (გულის კორონარული დაავადება: სტენოკარდია).
[b]2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბიზოგამა®5-ის გამოყენებამდე?[/b]
[b]ბიზოგამა®5 გამოყენება/მიღება არ შეიძლება:[/b]
- როდესაც თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა)
ბიზოპროლოლის ჰემიფუმარატის ან მის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
- ჰიპერმგრძნობელობისას ბეტა რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ.
- გახასიათებთ გულის კუნთის სისუსტე (გულის მკაფიო უკმარისობა).
- შოკურ მდგომარეობაში
- წინაგულზე გულის პარკუჭების აღგზნებადობის გამტარობის ძლიერი დარღვევებისას (AV-ბლოკი 2. ან 3. ხარისხის).
- სინუსური კვანძების დაავადების სინდრომი (სიცკ სინუს სყნდრომე)
- აღგზნებადობის გამტარობის დარღვევისას სინუსურ კვანძებსა და წინაგულს შორის (სინუატრიული ბლოკი)
- მკურნალობის დაწყებამდე გულისცემის ძლიერი შესუსტებისას (ბრადიკარდია: პულსისცემა 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში)
- ძლიერ დაბალი წნევისას (ჰიპოტონია: სისტოლურად 90 მმ Hგ-ზე ნაკლები)
- სისხლში ჭარბი სიმჟავისას (აციდოზი)
- ბრონქული კრუნჩხვის მიმართ მიდრეკილების დროს (ბრონქული ჰიპერ- რეაგირება: მაგ.: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადება, მაგ. ბრონქული ასთმა)
- სისხლის გამტარობის პერიფერული დარღვევების ბოლო სტადიისას
- MAO- ბლოკატორების ერთდროული გამოყენებისას (გამონაკლისი MAO-B- ბლოკატორი)
- არ გამოიყენება ბავშვებში (არ მოიპოვება თერაპიული გამოცდილება)
ვერაპამილის და დილთიაზემის ტიპის კალციუმანტაგონისტების და სხვა გულის რითმის დარღვევების საწინააღმდეგო მედიკამენტების (ანტიარითმიული საშუალებები მაგ. დიზოპირამიდი, ქიმიდინი, ამიოდარონი) ინტრავენური გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიზოგამა 5-ით უკუნაჩვენებია. (გამონაკლისია ინტენსიური მედიცინა).
[b]როდის შეიძლება ბიზოგამა 5-ის მიღება ექიმის რეკომენდაციის შემდეგ?[/b]
შემდგომში აღწერილია, თუ როდის შეიძლება ბიზოგამა 5-ის მიღება განსაკუთრებულ პირობებში და განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. მიიღეთ ექიმისაგან რეკომენდაცია. კონსულტაცია საჭიროა აგრეთვე თუ ეს ნიშნები ადრეც აღგენიშნებოდათ.
[b]საჭიროა ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა:[/b]
- როდესაც თქვენ გახასიათებთ წინაგულზე გულის პარკუჭების აღგზნებადობის გამტარობის ძლიერი დარღვევები (AV-ბლოკი 2. ან 3. ხარისხის).
- თუ ადრე აღინიშნებოდა დიაბეტი (გამოხატული ან ფარული შაქრიანი დიაბეტი) (შესაძლოა სისხლში შაქრის ძლიერად დაცემა [ძლიერი ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა]; შესაძლოა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა გართულდეს; საჭიროა სისხლში შაქრის რეგულარული კონტროლი)
- ხანგრძლივი მძიმე დიეტის და სხეულის ძლიერი დატვირთვის დროს (შესაძლოა სისხლში შაქრის ძლიერი დაცემა)
- როდესაც პაციენტს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინის ნივთიერების სიმსივნე (ფეოქრომოციტომა); (ბიზოგამა 5-ის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ალფა-რეცეპტორების ბლოკატორი მიწოდების შემდეგ)
- პრინცმეტალის სტენოკარდიისას
პაციენტებს, რომელთაც პირადად ან გენეტიკურად აღენიშნებოდათ ფსორიაზი უნდა დაინიშნოს ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორი (მაგ. ბიზოგამა 5) მხოლოდ სარგებლისა და რისკ-ფაქტორის გაანალიზების შემდეგ.
[b]საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ბიზოგამა 5-ს მიღების/გამოყენების დროს შემდეგ შემთხვევებში:[/b]
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას (იხ. პუნქტი დოზირების ინსტრუქცია)
ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორმა შესაძლოა გაზარდოს მგრძნობელობა ალერგენების და მძირე ანაფილაქსიური რეაქციების და შესაბამისად, ზოგადად ალერგიული რეაქციების მიმართ. ამიტომ საჭიროა მკაცრად განისაზღვროს ჩვენებები პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ან ადრე ადგილი ჰქონდა მწვავე ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენას და პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ რეაქციების შემასუსტებელი მკურნალობა (დესენსიბილიზირების თერაპია, გამოიჩინეთ სიფრთხილე ანაფილაქსიური რეაქციის მიმართ).
ამ მედიკამენტით მაღალი წნევის მკურნალობისას საჭიროა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.
[b]ბიზოგამა® 5 ის მიღება/გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად:[/b]
ყურადღება უნდა მიექცეს ბიზოგამას და სხვა მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას შემდეგ ურთიერთქმედებებს:
ბიზოგამა 5-ის წნევის დამწევი ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს სხვა წნევის დამწევი მედიკამენტების (მაგ. ACE-ბლოკატორის), შარდმდენი მედიკამენტის (დიურეზული საშუალება), სისხლძარღვების გამაფართოებელი სუბსტანციების (ვაზოდილატატორების), ბარბიტურატების, ფენოთიაცინის და ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებების გამოყენების შედეგად.
ბიზოგამა 5-ის და ნიფედიპინის ტიპის კალციუმანტაგონისტების ერთდროული გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის ძლიერი დაცემა და ცალკეულ შემთხვევებში შედეგად მოსდევს გულის კუნთის სისუსტე. (გულის უკმარისობა).
ბიზოგამა 5-ის და ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმანტაგონისტების ან სხვა არითმიის სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული მეთვალყურეობა პაციენტზე, ვინაიდან შესაძლოა განვითარდეს ძლიერი წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), გულისცემის შენელება (ბრადიკარდია) ან გულის რითმის სხვა დარღვევები და/ან გულის კუნთის დასუსტება (გულის უკმარისობა).
ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმანტაგონისტების ან სხვა ანტიარითმიული საშუალებების (მაგ. დიზოპირამიდის, ქინიდინის, ამიოდარონების) ინტრავენური გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას გადიან ბიზოგამა 5 -ით უკუნაჩვენებია (გამონაკლისია ინტენსიური მედიცინა; იხ. აგრეთვე პუნქტი უკუჩვენებები).
ბიზოგამა 5-ის კარდიოდეპრესიული და ანტიარითმიული საშუალებების ზემოქმედება შეთავსებადია.
ბიზოგამა 5-ის და რეზერპინის, ალფა-მეთილდოპას, გუანფაცინის, კლონიდინის ან გულის გლიკოზიდენის (დიგიტალია) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუმშვის ძლიერი შემცირება და შესაბამისად გულის გამტარობის შეფერხება.
ბიზოგამა 5-ის და კლონიდინის ერთდროული მკურნალობის დროს კლონიდინის სწრაფი შეწყვეტა იწვევს წნევის ძლიერ მომატებას. კლონიდინის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ რამოდენიმე დღით ადრე ბიზოგამა 5-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია კლონიდინის თანდათანობით შეწყვეტა.
ბიზომაგა 5-ის და ნორადრენალინის, ადრენალინის ან სხვა სიმპათომიმეტიური ზემოქმედების სუბსტანციების (მაგ. ამ ნივთიერების შემცველი ხველების საწინააღმდეგო საშუალებები, ცხვირისა და თვალის წვეთები) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის წნევის აწევა.
ერგოტამინდერივატების (მაგ. ერგოტამინდერივატების შემცველი მიგრენის თერაპია) და ბიზოგამა 5-ის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული სისხლდენის გაძლიერება.
ბიზოგამა 5-თან ერთად არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზების-(MAO)-ბლოკატორების ერთდორული მიღება წნევის ძლიერად აწევის რისკის გამო. (იხ. პუნქტი გვერდითი მოვლენები).
ბიზოგამა 5-ის და ინსულინის ან სხვა სისხლში შაქრის დამწევი პრეპარატის (ორალური ანტიდიაბეტიური საშუალებები) ერთდროულმა მირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ მედიკამენტების ზემოქმედების გაძლიერება, გახანგრძლივება ან აგრეთვე დასუსტება. სისხლში შაქრის დაწევის გამაფრთხილებელი ნიშანი (ჰიპოგლიკემია) - განსაკუთრებით კი პულსის აჩქარება (ტაჰიკარდია) და ხელების კანკალი (ტრემორი) - დაფარულია ან შენელებულია. საჭიროა სისხლის რეგულარული კონტროლი.
რიფამპიცინს შეუძლია შეასუსტოს ბიზოგამა 5-ის წნევის დამწევი ზემოქმედება.
ბიზოგამა 5-ის ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს ციმეტიდინის, ჰიდრალაზინის და ალკოჰოლის მიღების შედეგად.
ბიზოგამა 5-ის ერთდროულმა გამოყენებამ ნარკოზულ საშუალებებთან (ნარკოტიკული საშუალებები) ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის წნევის ძლიერი დაწევა. შესაძლოა მოხდეს ორივე მედიკამენტის ინოტროპული ზემოქმედების შეთავსება. აქედან გამომდინარე, საჭიროა ზოგადი ნარკოზის გამოყენებამდე ანესთეზიოლოგს აცნობოთ ბიზოგამა 5-ის გამოყენების შესახებ.
[b]გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს ან მიიღეთ/გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე პრეპარატი არ საჭიროებდა ექიმის რეცეპტს.[/b]
[b]ბიზოგამა 5-ის მიღება/გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად[/b]
ბიზოგამა 5-ის წნევის დამწევი ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს ალკოჰოლის მიღების შედეგად.
[b]ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი[/b]
ბიზოპროლოლის ფუმარატის ორსულებში გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. ორსულობის დროს შესაძლებელია ბიზოგამა 5-ის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეაფასებს, რომ სარგებელი უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ბავშვზე ზეგავლენის შესაძლო რისკ-ფატორი. ახალშობილის გულზე და სისხლის მიმოქცევაზე ზემოქმედების გამო უნდა დასრულდეს ბიზოპროლოლის ფუმარატით მკურნალობა მშობიარობამდე 48-72 საათით ადრე. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაში მშობიარობის შემდეგ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ 48-72 საათის განმავლობაში. არ არის გამოკვლეული გადადის თუ არა ბიზოპროლოლის ფუმარატი დედის რძეში. ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნივთიერება გადავიდა მდედრის რძეში, ამიტომ ბეტამაბლოკირებელი ზემოქმედების გამო ჩვილზე უნდა ჩატარდეს მეთვალყურეობა ლაქტაციის პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება.
[b]კონცენტრირების უნარი ავტომობილის მართვისა და სხვა ტექნიკის მოხმარების დროს[/b]
ინდივიდუალურად გამოვლენილი განსხვავებული რეაქციების შედეგად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რეაქციების ცვალებადობას და ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტით მოძრაობის დროს, ტექნიკის მოხმარების ან სამუშაოს შესრულების დროს კონცენტრირების უნარზე. ეს ზემოქმედება უფრო მეტად ვლინდება მკურნალობის დაწყებისას, დოზირების მომატებისა და პრეპარატის შეცვლის დროს, აგრეთვე ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგადაც.
[b]3. ბიზოგამა 5-ის მიღები/გამოყენების წესი.[/b]
[b]დოზირება[/b]
მიიღეთ/გამოიყენეთ ბიზოგამა5 ზედმიწევნით ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
გთხოვთ მიირეთ რეკომენდაცია ექიმისგან თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს ქმედებაში. თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვა დოზირება, მაშინ რეკომენდებული დოზირება შეადგენს:
ძირითადად მკურნალობა იწყება დაბალი დოზირებიდან და ხდება დოზის თანდათანობით გაზრდა. ამ შემთხვევაში ინიშნება დოზირება ინდივიდუალურად, უპირველესად პულსის სიხშირის შესაბამისად და მკურნალობის შედეგის მიხედვით.
[b]სისხლის მაღალი წნევა (ესენციური ჰიპერტონია)[/b]
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მაშინ რეკომენდებული დოზირება შეადგენს ბიზომაგა 5 მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ (5 მგ ბიზოპროლოლის ფუმარატი).
ოდნავ მაღალი წნევის დროს (დიასტოლიური წნევა 105 მმ Hგ-მდე) შესაძლებელია საკმარისი იყოს მკურნალობა ბიზოგამა 5-ის 1/2 ბლისტერული ტაბლეტით დღეში ერთხელ (ექვივალენტურია 2.5 მგ ბიზოპროლოლის ფუმარატის).
არასაკმარისი ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია დოზირება გაიზარდოს ბიზოგამა 5 -ის 2 ბლისტერულ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (შეესაბამება 10 მგ ბიზოპროლოლის ფუმარატს). დოზირების შემდგომი გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
[b]გულის ტკივილები[/b] გულის ვენურ სისხლძარღვებში სისხლის გამტარობის დარღვევების საფუძველზე (სტენოკარდია გულის კორონარული დაავადებისას).
თუ დანიშნული არ არის სხვაგვარად, მაშინ რეკომენდებული დოზირება შეადგენს ბიზოგამა 5-ის 1 ბლისტერულ ტაბლეტს დღეში ერთხელ. (5 მგ ბიზოპროლოლის ფუმარატს).
არასაკმარსი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზირების გაზრდა ბიზოგამა 5-ის 2 ბლისტერულ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (შეესაბამება 10მგ ბიზოპროლოლის ფუმარატს).დოზირების შემდგომი გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
[b]დოზირება ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას[/b]
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მსუბუქად ან საშუალოდ გამოხატული ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები მოქმედებს დოზირების ზოგადი წესი. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ პროგრესირებული თირკმლის უკმარისობა (კრეატინის კლეარანსი <20მლ/წთ) და პაციენტებშI, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მძიმე დარღვევები არ უნდა მოხდეს ბიზოპროლოლის ფუმარატის 10 მგ დღიურ დოზაზე გადაჭარბება.
[u]ბიზოგამა 5 არ გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან არ არსებობს თერაპიული გამოცდილება ბავშვებში.[/u]
[b]გამოყენების წესი.[/b]
ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში მიიღება შეძლებისდაგვარად დილით უზმოზე ან საუზმის დროს დაუღეჭავად საკმარის რაოდენობა წყალთან ერთად.
[b]გამოყენების ხანგრძლივობა[/b]
გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. იგი განისაზღვრება ავადმყოფობის სახეობისა და სირთულის მიხედვით.
ბიზოგამა 5-ის დოზირების შეცვლა არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე. აგრეთვე არ შეიძლება თვითნებურად ბიზოგამა 5-ის მიღების შეწყვეტა ან დროზე ადრე მკურნალობის დასრულება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
[b]ბიზოგამა 5-ის მკურნალობა[/b] - განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა გამტარობის დარღვევები (გულის კორონარული დარღვევები) - არ უნდა დასრულდეს უცბად, არამედ თანდათანობით დოზირების შემცირებით (7-10 დღის განმავლობაში), რადგანაც სწრაფი შეწყვეტა იწვევს პაციენტის მდგომარეობის მწვავე გაუარესებას.
მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს მკურნალი ექიმი.
[b]თუ მიიღეთ/გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ბიზოგამა 5:[/b]
ბიზოგამა 5-ის დოზირების გადაჭარბების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს:
ექიმი მიმართავს საჭირო ღონისძიებებს დოზირების გადაჭარბების/მოწამვლის სირთულის შესაბამისად.
ბიზოგამა 5-ის დოზირების გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის ძლიერი დაცემა (მძიმე ჰიპოტონია), გულისცემის შენელება (ბრადიკარდია) გულის გაჩერებამდე, გულის კუნთის დასუსტება (გულის უკმარისობა) და შოკი. აგრეთვე შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის გართულება, ბრონქული კრუნჩხვა (ბრონქული სპაზმი), ღებინება და გონების დაკარგვა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ბიზოგამა 5-ით მკურნალობა.
[b]თუ დაგავიწყდათ ბიზოგამა 5-ის მიღება/გამოყენება:[/b]
დოზის გამოყენების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მიღება დოზირების ინსტრუქციის შესაბამისად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
[b]თუ გსურთ ბიზოგამა 5-ის მიღების/გამოყენების შეწყვეტა:[/b]
გთხოვთ არ შეწყვიტოთ ბიზოგამა 5-ის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
[b]ბიზოგამა 5-ის მიღების შეწყვეტა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა გამტარობის დარღვევები (გულის კორონარული დაავადება:[/b] სტენოკარდია) უნდა მოხდეს თანდათანობით დოზირების შემცირებით (7-10 დღის განმავლობაში), რადგან სწრაფად მკურნალობის შეწყვეტა იწვევს პაციენტის მდგომარეობის გართულებას.
[b]4. რა გვედითი მოვლენებია მოსალოდნელი?[/b]
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტს, ბიზოგამა 5 -საც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ ვლინდება ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასებისას მიღებული შემდეგი მონაცემები, უკუჩვენებები აღენიშნათ:
ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1 ზე მეტს
ხშირად: 10-დან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
საშუალოდ: 100-დან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
იშვიათად: 1000-დან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად 10 000-დან 1 ზე ნაკლებს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით
[b]მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები და ნიშნები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და საჭირო ღონისძიებები:[/b]
თუ შემდგომში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან შენიშნავთ რომელიმეს არ განაგრძოთ ბიზოგამა 5-ის მიღება და მიმართეთ ექიმს:
[b]ნერვული სისტემის დაავადებები:[/b]
ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა, როგორიცაა დაღლილობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავის ტკივილი, დეპრესიული აშლილობა, დაბნეულობა, კოშმარი ან სიზმრიანობის გააქტიურება, ძილის დარღვევა და ჰალუცინაცია; ცუდი შეგრძნებები, როგორიცაა ქავილი და კიდურებში სიცივის შეგრძნება (პარესთეზია).
[b]თვალის დაავადებები[/b]
საშუალოდ: მხედველობის დარღვევა, თვალის გარსის ანთება (კონიუქტივიტი) და ცრემლდენის შემცირება (ეს მეტად იგრძნობა კონტაქტური ლინზების ტარებისას).
[b]გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებები[/b]
ხშირად: წნევის ძლიერი დაცემა, მწოლიარე მდგომარეობიდან ადგომის დროს (ორთოსტატიური დისრეგულაცია), გულისცემის შესუსტება (ბრადიკარდია), წინაგულის პარკუჭის გამტარობის დარღვევები (Aვ-გადაცემის დარღვევა) ან გულის კუნთის დასუსტება (გულის უკმარისობა) ფეხებში სითხის დაგროვებით (პერიფერიული შეშუპება) და/ან სუნთქვის გართულება ფიზიკური დატვირთვის დრის (დატვირთვის დისპნოა). პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის გამტარობის დარღვევები ხელ-ფეხზე თითების სისხლძარღვების კრუნჩხვით (რაინაუდის სინდრომი), ადგილი ჰქონდა პაციენტის მდგომარეობის გართულებას.
[b]სასუნთქი გზების, მკერდის და მედიასტინუმის დაავადებები[/b]
პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ მიდრეკილება ბრონქოსპასტური რეაქციების მიმართ, სასუნთქი გზების მდგომარეობის გართულება იწვევს სუნთქვის გართულებას (განსაკუთრებით ობსტრუქციული სასუნთქი გზების დაავადებისას, ბრონქეალური ასთმა).
[b]კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები[/b]
ხშირად: მადის დაკარგვა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ფაღარათი, ტკივილი და სპაზმი მუცლის არეში)
[b]ჩონჩხ-კუნთოვანი, მაკავშირებელი ქსოვილების და ძვლების დაავადებები[/b]
ხშირად: კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა (მაგ. ფეხის კუნთის)
ძალიან იშვიათად: სახსრების დაავადებები (ართროპათია) ერთი ან რამოდენიმე სახსრების დაზიანებით (მონო ან პოლიართრიტი)
[b]კანისა და კანქვეშა ლორწოვანი გარსის დაავადებები[/b]
ხშირად: ალერგიული რეაქციები კანზე - მაგ. სიწითლე, ქავილი (პრურიტისი), გამონაყარი კანზე სინათლის ზემოქმედების შედეგად (ფოტოალერგიული ეგზანთემა), წყლული ძლიერი ქავილით (ურტიკარია), ოფლიანობა
[b]საშარდე და სასქესო ორგანოების დაავადებები[/b]
ძალიან იშვიათად: ლიბიდო და პოტენციის დარღვევები
[b]ნივთიერებათა ცვლა/ელექტროლიტები[/b]
შესაძლოა გამოვლინდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი, ხოლო უკვე გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი შესაძლოა გართულდეს. ხანგრძლივი დიეტის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს ბიზოგამა 5-ის მკურნალობისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლში შაქრის ნაკლებობას (ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა). შესაძლოა მოხდეს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის (ჰიპოგლიკემიის) ნიშნების, როგორიცაა პულსის ძლიერად აჩქარება (ტაჰიკარდია) და ხელების კანკალი (ტრემორი), დაფარვა.
საშუალოდ: ვლინდება სისხლის ცხიმის მომატება (ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდი)
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ფარისებრთა ჯირკბლის ფუნქციის დარღვევები (ჰიპერთირეოზი) შესაძლოა ბიზოგამა 5-ის მკურნალობის დროს მოდხეს თირეოტოქსიკოზის (მაგ. გულისცემა, კანკალი) კლინიკური ნიშნების დაფარვა.
ძალიან იშვიათად: სისხლში ღვიძლის ფერმენტის მომატება (ტრანსამინაზები:GOT, GPT) ან ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის).
განსაკუთრებული მითითებები:
ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორმა მაგ. ბიზოგამა 5, შესაძლოა ძალიან იშვიათად გამოიწვიოს ფსორიაზი, ან გაართულოს ამ დაავადები სიმპტომები ან გამოიწვიოს მსგავსი კანის დაავადებები (ფსორიაზის ფორმის ეგზანთემა).
ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორმა შესაძლოა გაზარდოს მგრძნობელობა ალერგიის და მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების მიმართ და ზოგადად მწვავე ალრეგიული რეაქციები გამოიწვიოს. პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა და პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის დროს უტარდებათ დესენსიბილირების თერაპია, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანაფილაქსიურ შოკს.
ბეტა-რეცეპტორების მკურნალობისას ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ხმაური ყურებში, წონაში მატება, შეგრძნებების ცვალებადობა, გონების დაკარგვა, ალერგიული სურდო (ალერგიული რინიტი) ან პენისის ქსოვილის გამკვრივება (Induration penis plastica/Peyronie’s disease).
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გამოვლინდება ძლიერად, ან ადგილი ექნება ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში.
შესაბამისი ღონისძიებები
აცნობეთ ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ, იგი მიმართავს საჭირო ღონისძიებებს მოვლენების სირთულის შესაბამისად.
[b]5. ბიზოგამა 5-ის შენახვის პირობები[/b]
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მითითებულია ჭურჭელზე და შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები:
გთხოვთ, შეინახეთ ბიზოგამა 5 საწყის შეფუთვაში. ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
[b]6. დამატებითი ინფორმაცია[/b]
რას შეიცავს ბიზოგამა 5:
მოქმედი ნივთიერება:
1 ბლისტერული ტაბლეტი სატეხი ნაზოლით შეიცავს 5 მგ ბიზოპროლოლის ჰემიფუმარატს
დამხმარე ნივთიერებები:
კროსპოვიდონი, დაქუცმაცებული სახამებელი (სიმინდის), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაღალდისპენსიური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი, რკინის ოქსიდის ჰიდრატი (E172), ჰიპრომელოზა.
ბიზოგამა 5-ის გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა:
ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში სატეხი ნაზოლით
საწყისი შეფუთვა 30 (N1), 50 (N2) და 100 (N3) ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.
შეკვრა შეიცავს 100 (2X50) ტაბლეტს ბლისტერულ შეფუთვაში.
[b]ფარმაცევტული საწარმო:[/b]
შპს ვოერვაგ ფარმა
კალვერშტრასე 7
71034 ბოებლინგენი
ტელ: 07031/6204-0
ფაქსი: 07031/6204-31
ელ-ფოსტა: info@woerwagpharma.de
[b]მწარმოებელი:[/b]
შპს არტესან ფარმა
ვენდლანდშტრასე 1
29349 ლიეხოვი
დრაგენოფარმა
შპს აპოთეკერ პუელში
გოელშტრასე 1
84529 ტიტმონინგი
შპს გენეროსანი
ლაიბნიზშთრასე 9
89231 ნოი-ულმი
ეს ფურცელჩანართი საბოლოოდ ჩასწორებულია 2009წლის მაისში
მითითება ტაბლეტის გაყოფაზე
ტაბლეტი ზუსტად შუა ნაწილად გატეხვის მიზნით დადეთ ტაბლეტი სწორ, მყარ ადგილას (მაგიდა ან მსგავსი) სატეხი ნაზოლით ზემოთ და დააწექით ორივე მხარეს ერთდროულად ცერებით. ტაბლეტი გაიყოფა ზუსტად ორ თანაბარ ნაწილად.
130X500მმ
შპს ვოერვაგ ფარმა
კალვერშტრასე 7
71034 ბოებლინგენი
ელ-ფოსტა: info@woerwagpharma.de