newhospitals

ბიტნერის ორიგინალური დიდი ბალზამი

ბიტნერის ორიგინალური დიდი ბალზამი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3071ნახვა
[center][b]ბიტნერის ორიგინალური დიდი ბალზამი[/b][/center] [b]შემცველობა პროდუქტის 100 მლ-ზე:[/b] Manna – 0.136 g, Camphora racemica – 0.095 g, Radix Zedoariae – 0.138 g, Radix Angelicae – 0.136 g, Mirrha – 0.070 g, Radix Gentianae – 0.050 g, Semen Myristicae – 0.028 g, Radix Carlinae – 0.068 g, Radix Liquiritiae – 0.017 g, Radix Helenii – 0.002 g, Herba Centaurii – 0.0013 g, Flos Caryophylli – 0.003 g, Radix Galangae – 0.0014 g, Radix Zingeberis – 0.0015 g, Herbae Cardue benedicti – 0.0015 g, Herba Ivae moschatae – 0.0006 g, Theriak – 0.097 g (მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მცენარეები), Radix Iridis – 0.0005 g, Flos Verbasci – 0.0014 g, Pericarpium Aurantii Curacao – 0.0038 g, Herba Absinthii – 0.0035 g, Fructus Cubebae – 0.0017 g, Fructus Anisii stellati – 0.0046 g, Pericarpium Aurantii dulcis – 0.0011 g, Folium Menyanthis – 0.012 g. [b]დამხმარე ინგრედიენტები:[/b] ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი, საღებავი E 150 ა [b]წამლის ფორმა:[/b] პერორალურად მისაღები და გარეგანი გამოყენების ბალზამი. [b]აღწერილობა:[/b] გამჭვირვალე მოყვითალო-მოყავისფრო ფერის სითხე, სპეციფიური არომატული სუნით და მომწარო გემოთი. [b]ფარმაკოთერაპიული მოქმედება:[/b] ზოგადგამაძლიერებელი, ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის ასამაღლებელი, სპაზმოლიზური, ნაღველმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, გარეგანი ტრავმების დროს ადგილობრივი გამაყუჩებელი, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციის ხელშემწყობი, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება. [b]გამოყენების ჩვენებები: პერორალურად მიიღება:[/b] - როგორც დამამშვიდებელი საშუალება მაღალი ნერვული აგზნებადობისა და ძილის დარღვევების დროს. - როგორც ზოგადმატონიზირებელი საშუალება გადატანილი დაავადებების, ოპერაციების, მაღალი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების, ტრავმების, სტრესების შემდგომ პერიოდში. - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში და რემისიის პერიოდში, ნაღვლსადენი გზების დისკინეზია; მიდრეკილება ყაბზობის მიმართ; - ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რეაბილიტაციის პერიოდში. - ლიპიდური ცვლის, ჰიპერლიპიდემიის კომპლექსურ თერაპიაში. - როგორც საშუალება, რომელიც ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას, ავადმყოფებში მეორადი იმუნური უკმარისობით, მათ შორის ავადმყოფებში, რომლებიც რადიოთერაპიას იტარებენ. [b]ადგილობრივი გამოყენება:[/b] - როგორც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება მსუბუქი გამაყუჩებელი ეფექტით პოსტტრავმატული ტკივილების სამკურნალოდ - ანთებისა და ქავილის მოსახსნელად მწერების ნაკბენების ადგილებში - ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისათვის. [b]გვერდითი მოქმედება:[/b] შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე. გაფრთხილება: კუჭის წვენის ბაზალური სეკრეციის მაღალი დონის შემთხვევაში პრეპარატის უზმოზე მიღებას შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი გულძმარვა ან დისკომფორტი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან ერთ საათში. [b]უკუჩვენებები:[/b] - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ - თირკმლის უკმარისობა - ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა, ნაღვლსადენი გზების ობტურაციული დაავადებები - ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი - ალკოჰოლიზმი. ბიტნერის ბალზამი არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. [b]გაფრთხილებები:[/b] - ბიტნერის ორიგინალური დიდი ბალზამის დანიშვნა პრეპარატებთან, რომლებთან ერთად ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, არ შეიძლება. - კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას მიიღება ექიმის დანიშნულებით. - რეკომენდებული არ არის განუზავებელი პრეპარატის წასმა კანის ღია ჭრილობებზე სპირტის მოწვითი მოქმედების გამო. [b]ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:[/b] სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესწავლილ სქემებში რეაქციები აღნიშნული არ არის. [b]დოზირება და გამოყენების წესი:[/b] [b]პერორალურად მიღება[/b] კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიის დროს – 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 50-100 მლ წყალში ან ჩაიში განუზავებელი ან გაუხსნელი პრეპარატი ჭამადე ნახევარი საათით ადრე 3-ჯერ დღეში კუჭის წვენის ნორმალური ან დაბალი მჟავიანობისას. მაღალი მჟავიანობისას 2-3-ჯერ დღეში ერთის საათის შემდეგ ჭამიდან. მკურნალობის კურსი ერთი თვე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გამოჯანმრთელების პერიოდში – 2 ჩაის კოვზი 30 წუთით ადრე ჭამამდე 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში. როგორც ზოგადმატონიზირებელი საშუალება გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციების, ტრავმების შემდგომ პერიოდში – 10 მლ 3-4-ჯერ დღეში 21-28 დღის განმავლობაში. სხივური თერაპიის შემდეგ აღდგენით პერიოდში – დაწყებული პირველი დღიდან დასხივების შემდეგ, გაზავებული სახით (100 მლ წყალზე ან სუსტ ჩაიზე) 10 მლ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 2.5-3 თვის განმავლობაში. [b]ადგილობრივი გამოყენება[/b] როგორც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება პირის ღრუსა და ყელის მწვავე ან გამწვავებული ქრონიკული დაავადებების დროს – განაზავეთ 3 ჩაის კოვზი პრეპარატი საკმარისი რაოდენობის წყალში და გამოივლეთ პირში ან ყელში 3-ჯერ დღეში 1-3 წუთის განმავლობაში. სახსრების ტკივილისას ან რბილი ქსოვილების დახურული ტრავმატული დაზიანებისას – ბალზამის საჭირო რაოდენობა წაისვით კანზე მტკივნეულ ადგილას და შეიზილეთ სრულ შეწოვამდე, რის შემდეგაც შეიძლება მშრალი გამათბობელი კომპრესის დადება ან თბილად შეხვევა. მწერების ნაკბენების არსებობისას, კანისა და ლორწოვანთა ანთებითი დაავადებებისას (კანის საფარების მეორადი დაზიანების გარეშე) დაზიანებულ ადგილებზე წაისვით პრეპარატის საჭირო რაოდენობა. [b]შენახვის ვადა:[/b] 5 წელი, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენოთ. [b]გამოშვების ფორმა:[/b] ყავისფერი შუშის ფლაკონები 50, 100, 200 მლ, დახუფული ჩასახრახნი ალუმინის თავსახურით. ფლაკონებზე დაწებებულია ეტიკეტები. [b]შენახვის პირობები:[/b] ექიმის რეცეპტის გარეშე. [b]მწარმოებელი:[/b] „რიჰარდ ბიტნერი აგ”, A-9344, ვაიტენსფელდი, 183, ავსტრია
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.