newhospitals

ბისეპტოლი (BISEPTOL)

ბისეპტოლი (BISEPTOL)
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
12992ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ბისეპტოლი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): SULFAMETHOXAZOLE, TRIMETHOPRIM

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის კომბინაცია, მათი წარმოებულების ჩათვლით

 

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED Consumer Healthcare S.A ( Polfa Pabianice)

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 120მგ (100მგ+20მგ) ტაბლეტი N28 ბლისტერზე ; 480მგ (400მგ+80მგ) ტაბლეტი N28 ბლისტერზე ;

 

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი: J01EE01

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი - 100 მგ
ტრიმეტოპრიმი  - 20 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი - 400 მგ
ტრიმეტოპრიმი  - 80 მგ

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიკრობების საწინააღმდეგო სულფანილამიდური პრეპარატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორი აქტიური ნივთიერების - ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის ინჰიბირებას.
პრეპარატი თრგუნავს ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.
ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით 60-80%-ით.

 

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები - ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E.Coli, სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

 

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ბისეპტოლი 480 მიიღება 2-ჯერ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით ჭამის შემდეგ.
ბავშვებში ინიშნება ბისეპტოლი 120, მისი საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიმეტოპტიმზე 6 მგ და სულფამეტოქსაზოლზე 30 მგ სხეულის 1 კგ წონაზე გადაანგარიშებით.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ბისეპტოლი 120, რომლის დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დილას და 2 ტაბლეტს საღამოს.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება 480 მგ ტაბლეტი დილას და 480 მგ ტაბლეტი საღამოს.

 

გვერდითი მოვლენები
ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენებები
სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.
ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

 

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.