ბისაკოდილი-ნიჟფარმი 10მგ#10სუპ
საერთაშორისო არასაპატენტო სახელწოდება: ბისაკოდილი
წამლის ფორმა:რექტალური სუპოზიტორები შემადგენლობა:
ერთი სუპოზიტორი შეიცავს: ბისაკოდილი - 0,01გ; ფუძეები სუპოზიტორებისათვის (ვიტეფსოლი) - საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 1,19-დან 1,31გ-მდე. აღწერა:
თეთრი, თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე სუპოზიტორები, ტორპედოს მაგვარი ფორმის. ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი:
შემამსუბუქებელი საშუალება (კოდი A06AB02). ფარმაკოლოგიური თვისებები:
იწვევს ნაწლავის რეცეპტორული აპარატის გაღიზიანებას, გააჩნია უშუალო ზემოქმედება ნაწლავების ლორწოვან გარსზე აძლიერებს რა მის პერისტალტიკას და ზრდის ლორწოს სეკრეციას მსხვილ ნაწლავში. მოქმედება ვლინდება პირველი საათის განმავლობაში. ჩვენებები:
ჰიპოტონური და ატონური ყაბზობა (მათ შორის ხანდაზმულებში; ყაბზობა ოპერაციისა და მშობიარობის შემდეგ). კუჭის მოქმედების რეგულირება (ბუასილი, პროქტიტი, ბზარები ანუსის ბზარები). ქირურგიული ოპერაციებსათვის მომზადება, ინსტრუმენტალური და რენტგენოლოგიური კვლევებისათვის. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, ჩაჭედელი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიკური ყაბზობა, მწვავე ჰემოროი, მწვავე პროქტიტი, მეძუძური ბავშვის ასაკი.
სიფრთხილით - ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობა. მიღების წესი და დოზები:
მიიღება რექტალურად, გამოყენებამდე ამოიღეთ სუპოზიტორი კონტურული შეფუთვიდან. მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზევით - 1-2 სუპოზიტორი, 8-14 წლის ბავშვებში 1 სუპოზიტორი, 2-7 წლის - ½ სუპოზიტორი. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ნაწლავის კოლიკა, დიარეა (დეჰიდრატაცია, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა, არტერიული წნევის დაწევა), აბდომინალური ტკივილები, მეტეორიზმი, ალერგიული რეაქციები. ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დიარეა, გაუწყლოება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპოკალიემია, მსხვილი ნაწლავის ატონია. განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი არ გამოიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გამოშვების ფორმა:
ბისაკოდილ-ნიჟფარმი, რექტალური სუპოზიტორები 5 ცალი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, ორი კონტურული შეფუთვა კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება "ნიჟფარმი", რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 78-80-88
ფაქსი: (831-2) 78-80-03