ბისაკოდილი 5მგ N30დრ
სავაჭრო სახელწოდება: ბისაკოდილი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): BISACODYL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება
მწარმოებელი: აი სი ენ პოლფა (ICN Polfa Rzeszow S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 5მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია:
ათქ კლასიფიკაციის კოდი:
A06AB02
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 30 ც.
1 დრაჟე
ბისაკოდილი . . . . . . ..... . 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი და გარსი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალებები, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბისაკოდილი წარმოადგენს საფაღარათო საშუალებას, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მსხვილ ნაწლავზე. პრეპარატი ზრდის არააბსორბირებული წყლისა და ელექტროლიტების რაოდენობას მსხვილ ნაწლავში. ნაწლავის დაცლა იმდენად ეფექტურია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ოყნის გამოყენებას.
ბისაკოდილი შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მინიმალური რაოდენობით. პრეპარატის მოქმედება აღინიშნება მისი პერორალური მიღებიდან 6 სთ-ის, ხოლო ძილის წინ მიღებისას 8-12 სთ-ის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა:
ბისაკოდილიო პერორალურად მიღების შემდეგ მინიმალური რაოდენობით შეიწოვება. იგი ორგანიზმიდან ძირითადად ფეკალიებით გამოიყოფა, ხოლო მცირე რაოდენობაით თირკმლებით გლუკურონიდების სახით. პერისტალტიკის გაძლიერება იწყება ჩვეულებრივ დაახლოებით 6 სთ-ის შემდეგ მისი პერორალურად მიღებიდან (12სთ-ის შემდეგ ძილის წინ მიღებისას)
ჩვენებები:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა (მწოლიარე პაციენტებში ქრონიკული და ჩვეული ყაბზობა, აგრეთვე ჩვეული ყაბზობა ხანდაზმულებში, დიეტის შეცვლის შემდეგ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში არსებული ყაბზობა);
- დიაგნოსტიკური კვლევის წინ ნაწლავების გასუფთავების მიზნით;
- ქირურგიული ოპერაციის წინ ოყნის საშუალებით ნაწლავების გასუფთავების მიზნით;
- ნაწლავების სასწრაფო გასუფთავების მიზნით სამშობიაროდ მომზადების წინ.
დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-3 დრაჟე ერთ მიღებაზე;
6-12 წლის ასაკის ბავშვებში: 1 დრაჟე ერთ მიღებაზე.
შენიშვნა: დრაჟე გამოიყენება მთლიანად, დაუღეჭავად, ძილის წინ ან 1/2 სთ-ით ადრე.
გვერდითი მოვლენები:
მუცლის არეში დისკმფორტი, სპასტიური ტკივილი მუცელში ნაწლავის ჭვალამდეც კი. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გაამწვავოს ყაბზობა, შეიძლება გახდეს ფაღარათის მიზეზი და შედეგად წყლისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით დაკარგვა გამოიწვიოს (განსაკუთრების კალიუმის) მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მწვავე მუცლის სინდრომი, ნაწლავების გაუვალობა, აპენდიციტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი მდგომარეობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა.
განსაკუთრებული მითითებები:
ბისაკოდილის ხანგრძლივი და სისტემური გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ეს იწვევს ყაბზობის გამწვავებას და სულ უფრო ძლიერი მოქმედების საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
პრეპარატის გამოყენება გულისრევითა და ღებინებით მიმდინარე უცნობი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილის დროს არ შეიძლება.
ბისაკოდილის საფაღარათო მოქმედება შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის უკმარისობამ, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო დიურეზული და ბეტა-ადრენომიმეტური ან იმ საშუალებები გამოყენებისას, რომელთა ტოქსიურობა იზრდება ორგანიზმში კალიუმის უკმარისობის დროს (მაგ: საგულე გლიკოზიდები).
ბისაკოდილის დრაჟეს გააჩნია გარსი, რომელიც იცავს კუჭის ლორწოვანს პრეპარატის გამაღიზიანებელი მოქმედებისგან, ამიტომ დრაჟე რეკომენდებულია მივიღოთ მთლიანად დაუღეჭავად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზით მირება პაციენტისთვის სახიფათოა ფაღარათის შედეგად წყლისა და ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) დაკარგვის გამო, რისი მკურნალობაც სიმპტომატურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს წყლისა და ელექტროლიტების უკვე არსებული დეფიციტი. რძე და ის საშუალებები, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის შიგთავსს- ასუსტებენ ბისაკოდილის მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე 15-25°C, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე