newhospitals

ბისაკოდილი 5მგ #6 სუპოზ (ჰემფ)

ბისაკოდილი 5მგ #6 სუპოზ (ჰემფ)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2558ნახვა
[code]

ბისაკოდილ-ჰემოფარმი
(Bisacodyl-Hemofarm)

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება (სდდ): ბისაკოდილი

ქიმიური დასახელება: 4,4’-(2-პირიდილ-მეთილენ) დიფენილ დიაცეტატი

წამლის ფორმა:
დრაჟე, რექტალური სუპოზიტორი

შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას – ბისაკოდილი 5 მგ, დამხმარე ნივთიერებებს - სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კრემნიუმის ოჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, ეუდრაჰიტი, მაკროგოლი 6000, ტალკი, საქაროზა, გუმიარაბიკი, საღებავი FDC Yellow N5 ლაქი, ტიტანის დიოქსიდი.
1 რექტალური სუპოზიტარი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას - ბისაკოდილი 5 ან 10 მგ, დამხმარე ნივთიერებებს – გლიცეროლი, პოლისორბატი 80, კრემნიუმის ოჟანგი, მყარი მალამო (Witepsol W-35).

აღწერილობა:
მრგვალი დრაჟე ყვითელი ფერის; სუპოზიტორი წაწვეტებული ლილვაკის ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გამხსნელი საშუალება.
ATC კოდი: [A06AB02].

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გამხსნელი საშუალება. იწვევს ნაწლავის რეცეფტორული აპარატის გაღიზიანებას, უშუალო გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე, აძლიერებს მის პერესტალტიკას და სქელ ნაწლავში ლორწოს სეკრეციას.
პრეპარატი მოქმედებას იწყებს შიგნით მღებიდან 6 საათის შემდეგ (ძილის წინ მიღებისას 8-12 საათის შემდეგ), ხოლო რექტალური მიღებისას პირველი საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:
არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავში. არის პროწამალი, ტუტე გარემოში ხდება ჰიდროლიზი და წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე.

მიღების ჩვენება:
ჰიპოტონიური და ატონიკური შეკრულობა (კერძოდ, შეკრულობა ასაკოვან პირებთან, ოპერაციისა და მშობიარობის შემდგომი შეკრულობა). კუჭის მოქმედების რეგულირება (ჰემოროი, პროქტიტი, ანუსის ნაპრალი). ქირურგიული ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის მომზადება.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, დაუდგენელი გენეზის ტკივილი მუცლის არეში, გასტროენტერიტი, ბრმანაწლავი, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიკური შეკრულობა, მწვავე პროქტიტი, მწვავე ჰემოროი, ძუძუს ასაკის ბავშვები.

მიღების წესი და დოზირება:
დრაჟე მიიღება შიგნით დღეში ერთხელ, ძილის წინ ან საუზმემდე 30 წუთით ადრე. უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 14 წლის ზევით– 5-15 მგ; 2-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 5 მგ; 8-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 5-10 მგ. დრაჟეს ყლაპავენ მთლიანად, გატეხვის გარეშე, დაუღეჭავად, წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად.
სუპოზიტორს რექტალურად ნიშნავენ, შემდეგი დოზით: უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 14 წლის ზევით – 10-20 მგ (1-2 სუპოზიტორი); 8-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის –10 მგ, 2-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 5 მგ.
ოპერაციული ჩარევის ან დიაგნოსტიკური გამოკვლევის წინ – 10-20 მგ საღამოს შიგნით, ხოლო დილით-10 მგ (1 სუპოზიტორი) რექტალურად.

გვერდითი ეფექტები
კუჭ-ნაწლავის კოლიკა, დიარეა (დეჰიდრატაცია, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა, არტერიული წნევის დაცემა), აბდომინალური ტკივილები, მეტეორიზმი, ალერგიული რეაქციები.
სუპოზიტორის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სწორი ნაწლავის გაღიზიანება და სუსტი პროქტიტი.
ჭარბი დოზა. სიმფტომები: დიარეა, გაუწყლოვანება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპოკალიემია, სქელი ნაწლავის ატონია. მკურნალობა: სიმფტომატურია.

განსაკუთრებული მითითებები
სასურველი არ არის ბისაკოდილის დანიშვნა ქრონიკული შეკრულობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს. გულისრევის, ღებინების ან კუჭის ტკივილის დროს, რეკომენდებული არ არის ბისაკოდილის მიღება შიგნით.
თუ ბისაკოდილის მიღებისას სწორი ნაწლავიდან სისხლდენა დაიწყება, აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება პრეპარატის შეწყვეტის შესახებ.
პრეპარატის გამოყენების შედეგად შესაძლოა შარდისა და განავლის იასამნისფერი შეფერვა.

მკურნალობა და ურთიერთმოქმედება:
ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს მისი გარსის ნაადრევი გაწოვა და შედეგად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანება. რეკომენებული არ არის პრეპარატის მიღება რძესთან ან ტუტეიან მინერალურ წყალთან ერთად.

შენახვის ვადა:
დრაჟე – 2 წელი, რექტალური სუპოზიტარი – 3 წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:
დრაჟე უნდა ინახებოდეს 15-დან 20°-მდე ტემპერატურაში, ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას; რექტალური სუპოზიტარი - 15-დან 20°-მდე ტემპერატურაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
10 დრაჟე ბლისტერში, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
3 რექტალური სუპოზიტარი შეფუთვაში, 2 შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ჰემოფარმ კონცერნ AD, იუგოსლავია
26300, ქ. ვრაშცი, ბელგრადის გზატკეცილი ბბ, იუგოსლავია
ტელ: 13/821345, ტელ./ფაქსი: 13/821424

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.