ბიოსედატი
შემადგენლობა:
პასიფლორას ექსტრაქტი 190 მგ მაგნოლიის ექსტრაქტი 25 მგ უნაბის ექსტრაქტი 100 მგ ბარამბოს ექსტრაქტი 100 მგ მელატონინი 5 მგ ფარმაკოლოგიური მოქმედება: მელატონინი - წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედატიური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს. პასიფლორას - აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს. მაგნოლია - აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება. ბარამბოს - აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური და ჰიპოტენზიური მოქმედება. უნაბს - აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედატიური მოქმედება. ჩვენება: ნევროზი, ნევრასთენია უძილობა ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა,გაღიზიანებადობა,ხელების ტრემორი) ქრონიკული სტრესი ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქავილით მიმდინარე დერმატოზები გამოყენების წესი: 1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე. წინააღმდეგჩვენება: არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.განსაკუთრებული მითითებები: შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე გამოშვების ფორმა და რაოდენობა: კაფსულა, №20 მწარმოებელი: ,, DIFASS" სანმარინო