ბიოპაროქსი 20მლ აეროზოლი
საერთაშორისო დასახელება:
fusafungine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R02AB03
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; ანტიბიოტიკები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი 50მგ: ფლ 20 მლ
მოქმედი ნივთიერება
50მგ ფუზაფუნჟინი 20მლ ხსნარში
ექსციპიენტები: არომატული ნივთიერება, ეთილის სპირტი, საქარინი, მირისტინის მჟავის იზოპროპილის ეთერი, ტეტრაფტორეთანი.
ჩვენებები:fusafungine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R02AB03
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; ანტიბიოტიკები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი 50მგ: ფლ 20 მლ
მოქმედი ნივთიერება
50მგ ფუზაფუნჟინი 20მლ ხსნარში
ექსციპიენტები: არომატული ნივთიერება, ეთილის სპირტი, საქარინი, მირისტინის მჟავის იზოპროპილის ეთერი, ტეტრაფტორეთანი.
ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკი, ზედა რესპირატორული ტრაქტის ანთებითი ინფექციების სამკურნალოდ.
გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მკურნალი ექიმის დანიშნულების მკაცრი შესრულება. მიღების წესები და დოზები:
საჭიროა ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა.
მოზრდილები: 4 ინჰალაცია პირის ღრუში ან/და ცხვირის ორივე ნესტოში ყოველ 4 საათში.
ბავშვები: 4 ინჰალაცია პირის ღრუში ან/და ცხვირის ორივე ნესტოში ყოველ 6 საათში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თუ დაავადების სიმპტომები და თანმხლები ცხელება ხანგრძლივად ნარჩუნდება საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი, სწრაფად წარმავალი რეაქციების განვითარება: ცხვირში და ყელში სიმშრალის ტიპის, ასევე ცემინების შეტევა, რაც არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით ალერგიისადმი წინასწარგანწყობილ პირებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციებს კანის და ლორწოვნების მხრივ, რომლებიც გამოხატულია შეშუპების, გამონაყრის, ასევე ბრონქოსპაზმის განვითარების სახით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოხსენებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია. უკუჩვენება:
ბიოპაროქსი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნოებელობის შემთხვევაში და 30 თვემდე ასაკის ბავშვებში. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
ლაქტაცია გადაწვეტილება იმის შესახებ, უნდა შეწყდეს თუ გაგრძლდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს თუ გაგრძელდეს ბიოპაროქსის გამოყენება, მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის ბიოპაროქსის სარგებლის გათვალისწინებით. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, საჭიროა ამის შესახებ ეცნობოს მკურნალ ექიმს შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
არ შეიძლება მისი შენახვა სითბოს ძლიერ წყაროებთან ახლოს.
დაუშვებელია ბალონის კორპუსის ჰერმეტულობის დარღვევა და მისი დაწვა, პრეპარატის სრულად გამოყენების შემდეგაც კი.
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდოემლ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 24 თვე
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. მწარმოებელი ქვეყანა:
უნგრეთი