newhospitals

ბიო-დრაი

ბიო-დრაი
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
4914ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ბიო-დრაი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჭარბი ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებები

მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

ინსტრუქცია

 

შემადგენლობა
ჩვეულებრივი სალბის ექსტრაქტი (Salvia officinalis) -400 მგ
ნანკინური პერილას ექსრაქტი (Perilla frutescens/nankinensis) - 150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბიო-დრაიში შემავალი სალბის უნიკალური და მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა განაპირობებს მის მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს, მათ შორის ჰიპერჰიდროზის შემცირებას:
· მთრიმლავი ნივთიერებები ეპითელიოციტებთან შეხებისას წარმოქმნიან დამცავ ფენას. შედეგად მცირდება მემბრანის გამავლობა, ხდება გაფართოებული სისხლძარღვის ნორმალიზება (შევიწროება), მცირდება სეკრეცია და ექსუდაცია
· ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ კლიმაქტერული გამოვლინებების (ალები, ჭარბი ოფლიანობა) შემცირებას
· α-თუნიონები, ფიტონციდები განაპირობებს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და ანტიმიკოზურ თვისებას
· გარდა ანტიბაქტერიული მოქმედებისა სალბში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ მძიმე მეტალების და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.
ბიო-დრაიში შემავალ ნანკინურ პერილას, ომეგა-3-ის შემცველობის გამო აქვს მემბრანოსტაბილიზატორის ფუნქცია, რაც განაპირობებს მის ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას.
ადგილობრივი მოქმედების ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით ბიო-დრაი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე.

 

ჩვენებები
· პირველადი ჰიპერჰიდროზი (ადგილობრივი და ზოგადი)
· მეორადი ჰიპერჰიდროზი პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში
(ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებების დროს და კლიმაქტერულ პერიოდში) მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები 12 წლის ასაკის ზევით:
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში
1 თვიანი კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე კურსის დაწყებამდე შეისვენეთ მინიმუმ 7 დღე. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.