newhospitals

ბიცილინ-3 0.6გ ფლ

ბიცილინ-3  0.6გ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12997ნახვა

ზოგადი დახასიათება:

თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი;

 

შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს 200000 სე სტერილურ ბენზათინ ბენზილპენიცილინს, 200000 სე სტერილურ ბენზილპენიცილინის კალიუმის მარილს ან 200000 სე სტერილურ ბენზილპენიცილის ნატრიუმის მარილს და 200000 სე სტერილურ ბენზილპენიცილის ნოვოკაინის მარილს.

 

წამლის ფორმა:
ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად ფლაკონებში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ მგრძნობიარე პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამდადებითი (Staphylococcus spp., გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae), ასევე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები.

 

ფარმაკოკინეტიკა:
ბიცილინი წარმოადგენს ბენზილპენიცილინის პროლონგირებელ ფორმას. მისი კუნთებში შეყვანისას კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება პრეპარატის დეპო. პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში სისხლში აღინიშნება ბენზილპენიცილინის მაღალი კონცენტრაცია. ბიცილინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით აღინიშნება თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, ლორწოვან გარსებში, აქვს უნარი შეაღწიოს ფიბროზულ ქსოვილებში. ბიცილინი ძირითადად გამოიყოფა შარდით ბიოლოგიურად აქტიური ფორმით (50-70%), უმნიშვნელო რაოდენობით ნერწყვით, ოფლით, რძითა და ნაღველით.

 

ჩვენება:
ბიცილინი-3 კმპ გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე როდესაც აუცილებელია სისხლში პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება: სტრეპტოკოკური ფარინგიტებისა და ტონზილიტების, წითელი ქარის, ათაშანგის სამკურნალოდ; აგრეთვე გართულებული რევმატული დაავადებების გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

 

მიღების წესი და დოზირება:
ბიცილინი-3 კმპ შეყავთ მხოლოდ კუნთებში! ვენაში პრეპარატის შეყვანა დაუშვებელია! სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. ბიცილინი-3 კმპ შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი, შემდეგ შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრანტში ღრმად, 600000 სე დოზით 6 დღეში ერთხელ. ბიცილინი-3 კმპ-ს სუსპენზიის შეყვანამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში. სისხლის გამოსვლის შემთხვევაში ნემსი აუცილებელია ამოვიღოთ და ინექცია ვაწარმოოთ სხვა ადგილას.

 

გვერდითი მოვლენები:
მოსალოდნელია ადგილობრივი და გენერალიზებული ალერგიული რეაქციები: სტომატიტი, გლოსიტი, ურტიკარია, ცხელება, ართრალგია, ანგიონევროზული შეშუპება, პოლიმორფული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი.
პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის და უშუალოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ რეაქტიული მოვლენების სრულ გაქრობამდე. მძიმე შემთხვევებში ინიშნება:
- 0,1% ატროპინის ინექცია - 0,5-0,6 მლ;
- ნიშადურის სპირტის შესუნთქვა;
- 0,1% ადრენალინის ინექცია 1 მლ ან 5% ეფედრინის 1 მლ;
- 2% სუპრასტინის ინექცია - 1-2 მლ.

 

უკუჩვენება:
პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული ბიცილინი-3 კმპ-ს სუსპენზიისა და სხვა საინექციო ხსნარების ერთმანეთში შერევა. პრეპარატისა და ინდომეტაცინის, ფენილბუტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ჯვარედინი ალერგიის შესაძლო განვითარების გამო).

 

განსაკუთრებული მითითებანი:
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ვიცოდეთ აღინიშნებოდა თუ არა პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ. ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას,.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

 

გაცემა:
რეცეპტით.

 

შეფუთვა:
ფლაკონი, რომელიც შეიცავს 600000 სე ბიცილინ-3 კმპ-ს.

 

მწარმოებელი:
"კიევმედპრეპარატები" (უკრაინა)
01032, ქ.კიევი, საკსაგანსკის ქ. 139

 

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.