newhospitals

ბეტოპტიკი 0.25% 5მლ თვ/წვეთები

ბეტოპტიკი 0.25% 5მლ თვ/წვეთები
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4428ნახვა

გამოშვების ფორმა, შეფუთვა:

თვალის წვეთები: 0.25%: ფლაკონში 5 მლ, დროპტეინერის საწვეთურით.

 

შემადგენლობა:
- 1 მლ შეიცავს 2.8 მგ ბეტაქსოლოლის ჰიდროქლორიდს, მათ შორის 2.5 მგ ბეტაქსოლოლს.
კონსერვანტი-ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.01%.
არააქტიური ნივთიერებები: მანტოლი, კარბომერი 934P, პოლისტირენდივინილ-ბენზენსულფონილის მჟავა. ნატრიუმის ეთილენდიამინტეტრა ძმარმჟავა აცეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH -ის სარეგულაციოდ), გამოხდილი წყალი.

 

მწარმოებელი:
ბელგია ALCON.

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლაუკომის სამკურნალო პრეპარატი. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბეტაქსოლოლის ჰიდროქლორიდი კარდოსელექტიური (ბეტა-1) ადრენობლოკატორია სუსტი მემბრანომასტიბილიზირებელი (ადგილობრივი საანესთეზიო თვისებებით) თვისებებით. ბეტაადრენობლოკატორების სისტემატური მიღება ამცირებს გულის შეკუმშვის ძალას ჯანმრთელებსა და გულის დაავადებების დროს. პაციენტებში მიოკარდიუმის ფუნქციის მხრივ სერიოზული დარღვევებით, ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ სიმპათიკური სტიმულაციის სრული ბლოკირება, რომელიც აუცილებელია მიოკარდიუმის ნორმალური მუშაობისათვის. თვალში ჩაწვეთებისას ბეტაქსოლოლის მოქმედება მინიმალურია სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, ბრონოსპადმისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევებში, ბეტასოლოლის მოქმედება არ განსხვავდებოდა პლაცებოსაგან შინაგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლებზე. ბეტაქსოლოლი აგრეთვე არ ახდენდა ზეგავლენას იზოპროტერენოლის (ბრონქოდილატატორი) ეფექტზე, რომელიც კვლევის დროს ყველა პაციენტს ჰქონდა დანიშნული. პრეპარატი ასევე არ ახდენდა არანაირ ზეგავლენას არტერიულ წნევასა და გულის ცემის სიხშირეზე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ბეტაქსოლოლი ადგილობრივი გამოყენებისას აქვეითებს როგორც მომატებულ, ასევე ნორმალურ თვალშიდა წნევას ინტრაოკულური სითხის პროდუქციის შემცირების გზით, რაც დადასტურებულია ტონოგრაფიული და ფლუოროფოტომეტრიის მონაცემებით. მისი ეფექტი ვლინდება ჩვეულებრივ ჩაწვეთებიდან 30 წუთში, ხოლო წნევის მაქსიმალურ შემცირებას ადგილი აქვს 2 საათში. ერთჯერადი ჩაშვეთება უზრუნველყოფს თვალშიდა წნევის შემცირებას 12 საათის განმავლობაში. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ 0.25%-იანი ბეტოპტიკ S-ს ჰიპოტენზიური ეფექტი ექვივალენტურია 0.5%-იანი ბეტოპტიკისა, ამასთან ბეტოპტიკ S -ს უფრო კარგად იტანენ პაციენტები, ვიდრე 0.5%-ან ბეტოპტიკს. ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომითა და მომატებული თვალშიდა წნევის მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის მნიშვნელოვანი უპირატესობა მხედველობის ველის შენარჩუნებაში თიმოლოლთან შედარებით. თიმოლოლისგან განსხვავებით, ბეტასოლოლი არ იწვევდა მხედველობის ნერვის სისხლმომარაგების გაუარესებას, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა მის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.
ექსპერიმენტებში in vitro ნაჩვენები იყო ბეტაქსოლოლის ვაზოდილატაციური და Ca++-ის არხების მაბლოკირებელი უნარი, აგრეთვე ნეიროპროტექტული მოქმედება ბადურასა და თავის ტვინის ქერქის უჯრედებზე.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი და რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქმედება:
ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში არ გამოვლინდა ბეტაქსოლოლის კანცეროგენული და მუტაგენური მოქმედება.

 

ჩვენება:
ბეტოპტიკი გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომისა და თვალშიდა ჰიპერტენზიის დროს მონოთერაპიის სახით, ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ბეტაქსოლოლი არ მოქმედებს გულის ზომებზე და ამიტომ დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში იგი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მიოზურ საშუალებებთან ერთად.

 

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დღეში 2-ჯერ. ზოგიერთ პაციენტებში თვალშიდა წნევის სტაბილიზაცია თავიდანვე ვერ ხერხდება, რაც საჭიროებს რამოდენიმე კვირას. თუ თვალშიდა წნევის საჭირო დონე არ იქნა მიღწეული, საჭიროა დაინიშნოს დამატებითი მკურნალობა, მაგ: პილოკარპინი, ადრენალინი ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები.

 

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი - როგორც წესი ბეტოპტიკის სუსპენზიას კარგად იტანენ პაციენტები. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა გარდამავალი დისკომფორტის შეგრძნება. პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ: წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, უცხო სხეულის შეგრძნება, ფოტოფობია, ცრემლდენა, ერითემა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
სისტემური: სისტემური გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, გულის მძიმე სახის გამტარებლობის დარღვევა და გულის უკმარისობა.
სასუნთქი სისტემა: დისპნოე, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის უკმარისობა.
ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, ან უძილობა, თავბრუსხვევა, მძიმე ფორმის ფსევდოპარალიზური მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება.

 

უკუჩვენება:
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, სინუსური ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კარდიოგენული შოკი, გულის გამოხატული უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ბეტოპტიკი უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ბეტოქსოლოლი დედის რძეში, ამიტომ მეძუძურ ქალებს იგი უნდა დაენიშნოთ დიდი სიფრთხილით.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ბეტოპტიკის თვალში ჩაწვეთებისას, იგი შესაძლებელია მოხვდეს სისტემურ სისხლმიმოქცევაში. ბეტოპტიკი მინიმალურ ზეგავლენას ახდენს არტერიულ წნევასა და გულისცემის სიხშირეზე, თუმცა საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას გულის ბლოკადის დროს და გულის უკმარისობით დაავადებულებში. მკურნალობა უნდა შეწყდეს გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიის დროს დეკომპენსაციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე.
გამოიყენება პედიატრიაში: ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
შაქრიანი დიაბეტი: ბეტა-ადრენობლოკატორები საჭიროა სიფრთხილით დაინიშნოს ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილ ავადმყოფებში, რადგან, მათ შეუძლიძთა შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
თირეოტოქსიკოზი: ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოდიზმის ზოგიერთი სიმპტომი (მაგ: ტაქიკარდია). თუ არსებობს ეჭვი თირეოტოქსიკოზზე, ბეტა-ადრენობლოკატორების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომატიკის გაძლიერება.
კუნთების სისუსტე: დადგენილია, რომ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გამოიწვიონ მიასთენიის (მაგ: დიპლომია, ფტოზი, საერთო სისუსტე) მსგავსი სიმპტომები.
პულმონოლოგია: საჭიროა სიფრთხილე სასუნთქი სისტემის ფუნქციის შესაძლო მკვეთრი დაქვეითების დროს.
ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი: პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება ანამნეზში აღენიშნებოდეთ ატოპიური ან ანაფილაქსიური რეაქციები.
ინფორმაცია პაციენტებისათვის: საწვეთურის ზედაპირს ნუ შეეხებით, რათა თავიდან ავიცილოთ ფლაკონის დაბინძურება, არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები მკურნალობის განმავლობაში. მოხმარებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.

 

ჰიპერდოზირება:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ. სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება გამოვლინდნენ მწვავე მოწამვლის შემთხვევაში მიეკუთვნება: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება და გულის მწვავე უკმარისობა.
ბეტოპტიკის ჭარბი რაოდენობით თვალში მოხვედრის შემთხვევაში თვალი უნდა გამოირეცხოს თბილი წყლით.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბეტოპტიკთან ერთად სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენების შემთხვევაში არსებობს არტერიული წნევის დაქვეითებისა და ბრადიკარდიის განვითარების რისკი. საჭიროა სიფრთხილე ბეტაქსოლოლთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც.

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება 8-30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ვარგისიანობის ვადა - ფლაკონის გახსნის შემდეგ 1 თვე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.