ბეტასერკი 8მგ #30ტ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბლეტში 8 მგ ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება. ჩვენება: მენიერის დაავადება, სინდრომები, რომელთათვისაც დამახასიათებელია თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის პროგრესირებადი დაკარგვა. ფარმაკოლოგიური თვისება: ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს. იგი მოქმედებს ჰისტამინის მსგავსად, ძირითადად ჰისტამინურ H-1 რეცეპტორებზე. იგი იწვევს პრეკაპილარების გაფართოვებას, კერძოდ აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ლაბირინთში. გარდა ამისა, არეგულირებს ენდოლიმფის წნევას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, რითაც იწვევს კლინიკურ გაუმჯობესებას სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევის დროს. ამცირებს თავბრუსხვევის სიხშირესა და ინტენსივობას, ყურებში შუილს, აუმჯობესებს სმენას მისი დაქვეითების დროს, ზრდის ბრონქებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ტონუსს. შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერება. დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა 8-16 მგ, დღეში 3-ჯერ. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად. გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მსუბუქი მოშლა, გამონაყარი კანზე. უკუჩვენება:- ფეოქრომოციტომა;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ბრონქული ასთმა. განსაკუთრებული მითითებები: კლინიკური ეფექტი ვლინდება რამოდენიმე თვის მკურნალობის შემდეგ. დისპეფსიური მოვლენების განვითარებისას, სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. შენახვის პირობები და ვადა: ინახება 0-25 გრადუს ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. მწარმოებელი: SOLVAY PHARMA , ჰოლანდია.