ბეტასერკი 16მგ #30ტ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ. შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინს
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტასერკი მოქმედებს უპირატესად ცნს და შიგნითა ყურის H1 და H3 რეცეპტორებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ენდოლიმფის წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში ჩვენებები: ვესტიბულური თავბრუსხვევა, სინდრომები, რომლებიც ხასიათდება თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, ყურებში შუილით, მენიერის დაავადება დოზირება: ბეტასერკი ინიშნება 8-16 მგ დღეში 3-ჯერ, ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დასაწყისშივე. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია (1 თვე ან უფრო მეტი) გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება, ალერგიული გამონაყარი უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა, ფეოქრომოციტომა, წყლულოვანი დაავადება, ბრონქული ასთმა ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებულიარ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე ჰოლანდია, SOLVAY PHARMA