ბეტალოკი ზოკ 100მგ #30ტ
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: მეტოპროლოლი
სამკურნალო ფორმა: შენელებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები.
შემადგენლობა:აქტიური ნივთიერება:
ერთი ტაბლეტი ბეტალოკ ზოკი შეიცავს: 23,75 მგ, 47,5 მგ და 95 მგ მეტოპროლოლ სუქცინატს, რაც შეესაბამება 19,5 მგ, 39 მგ და 78 მგ მეტოპროლოლს და 25 მგ, 50 მგ და 100 მგ მეტოპროლოლ ტარტრატას, შესაბამისად.
დამხმარე ნივთიერება:
ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ჰიპროლოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პარაფინი, მაკროგოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ტიტანიუმ დიოქსიდი.
აღწერა: 25 მგ ბეტალოკ ზოკ: ოვალური ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ორივე მხარეს გადატეხის ზოლი, და ერთ მხარეს A გრავირება
..
50 მგ ბეტალოკ ზოკ: მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ერთ მხარეს გადატეხის ზოლი და მეორე მხარეს A გრავირება 100 მგ ბეტალოკ ზოკ: მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ერთ მხარეს გადატეხის ზოლი და მეორე მხარეს A გრავირება ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექტური ბეტა 1- ადრენობლოკატორი
ათქ კოდი: NC 07AB02 ფარმაკოლოგიური თვისება:
ფარმაკოდინამიკა
მეტოპროლოლი არის β1 -ადრენობლოკატორი, რომელიც აბრკოლებს β1 - რეცეპტორებს უფრო დაბალი დოზით, ვიდრე საჭიროა β2 -რეცეპტორების ბლოკირებისათვის.
მეტოპროლოლს გააჩნია უმნიშვნელო მემბრანომასტაბილიზირებელიი ეფექტი და იგი არ ავლენს ნაწილობრივი აგონისტის თვისებებს. მეტოპროლოლი ამცირებს ან აინჰიბირებს აგონისტურ მოქმედებას, რომელსაც ავლენენ ნერვული და ფიზიკური სტრესების დროს გამოყოფილი კატექოლამინები გულზე მოქმედებით, რაც გულისხმობს, რომ მეტოპროლოლს შესწევს უნარი დააქვეითოს გულისცემის სიხშირის გაზრდა, გულის წუთმოცულობისა და მისი შეკუმშვის გაძლიერება და აგრეთვე, კატექოლამინების სწრაფი ეფექტით გამოწვეული არტერიალური წნევის მომატება.
სელექტური β1 -ადრენობლოკატორების ჩვეულებრივი ტაბლეტირებული სამკურნალო ფორმებისგან განსხვავებით (მეტოპროლოლ ტარტრატის ჩათვლით), პრეპარატი ბეტალოკ ზოკის გამოყენების დროს სისხლის პლაზმაში აღინიშნება პრეპარატის მუდმივი კონცენტრაცია რითაც უზრუნველყოფილია მდგრადი კლინიკური ეფექტი (β1 -ბლოკადა) 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში. პლაზმაში გამოხატული პიკური კონცენტრაციის არ არსებობის გამო, β1 -ადრენობლოკატორების ჩვეულებრივ ტაბლეტირებულ ფორმებთან შედარებით ბეტალოკ ზოკს კლინიკურად უფრო გამოხატული β1 -სელექტურობა ახასიათებს. ამის გარდა, მნიშვნელოვნად მ