newhospitals

ბეროტეკი N 10მლ/200დოზა აეროზ

ბეროტეკი  N 10მლ/200დოზა აეროზ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3565ნახვა

სავაჭრო დასახელება:
ფენოტეროლი

 

სამკურნალო ფორმა:
საინჰალაციო დოზირებული აეროზოლი

 

შემადგენლობა:
1 საინჰალაციო დოზა შეიცავს:
ფენოტეროლ ჰიდრობრომიდს 100 მკგ (0,100 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, წყალი გასუფთავებული, ეთანოლი აბსოლუტური.
პროპელენტი: 1,1,1,2 - ტეტრაფტორეთანი (HFA 134a)

 

აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ან მოყავისფრო ფერის სითხე, სუსპენდირებული ნაწილაკების გარეშე, წნევის ქვეშ მოთავსებულია უჟანგავი ფოლადის ბალონში მოცულობით 17 მლ, დოზირებადი სარქველით 50 მკლ.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბეტა-ადრენომიმეტიკი სელექტიური. ATC: R03AC04

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი - ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექტიური სტიმულატორია. Gs-ცილის მეშვეობით ააქტიურებს ადენილატციკლაზას, რასაც მოჰყვება camf-ს მომატებული წარმოქმნა, რომელიც თავის მხრივ ააქტიურებს პროტეინკინაზა-A-ს. უკანასკნელი ახდენს გლუვი კუნთების უჯრედებში სამიზნე ცილების ფოსფოლირილებას. ეს თავის მხრივ იწვევს მიოზინის მსუბუქი ჯაჭვის კინაზას ფოსფოლირილებას, ფოსფოინოზინის ჰიდროლიზსა და კალციაქტივირებულ სწრაფ კალიუმის არხების გახსნას.
ამრიგად, ფენოტეროლი ადუნებს ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს, და ასევე ხელს უშლის ბრონქოსპაზმის განვითარებას, რაც განპირობებულია ისეთი ბრონქოკონსტრიქციული ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა: ჰისტამინი, მეტაქოლინი, ცივი ჰაერი და ალერგენები (დაყოვნებული ტიპის რეაქცია). პრეპარატის მიღების შემდეგ ინჰიბირდება ფოყიერი უჯრედებიდან ანთების მედიატორების გამოთავისუფლება. გარდა ამისა, ფენოტეროლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ აღინიშნება მუკოცილიარული ტრანსპორტის გაძლიერება.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის უფრო მაღალი დოზები, რომლებიც პერორალურად ან ხშირად, ვენაში შეყვანის შემდეგ მიიღწევა, აინჰიბირებენ საშვილოსნოს კუმშვადობის უნარს. პრეპარატის მაღალი დოზების მიღების შემდეგ აღნიშნება ეფექტების ნივთიერებათა ცვლის დონეზე: ლიპოლიზი, გლიკოგენოლიზი, ჰიპერგლიკემია და ჰიპოკალიემია (უკანასკნელი ჩონჩხის კუნთების მიერ კალიუმის იონების მომატებული შთანთქმით არის განპირობებული).
გულის კუნთის დონეზე პრეპარატის ბეტა-ადრენერგული ეფექტები, როგორებიცაა გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება და მიოკარდიუმის კუმშვადობის გაძლიერება, აიხსნება ფენოტეროლის მოქმედებით სისხლძარღვებზე, გულის β2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით, ხოლო თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზებით პრეპარატის მიღებისას კი β1-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით. β-ადრენორეცეპტორების აგონისტების ყველაზე ხშირი ეფექტია ტრემორი. ბრონქების გლუვ კუნთებზე ზემოქმედებისაგან განსხვავებით β-ადრენორეცეპტორების აგონისტების სისტემური ეფექტები ტოლერანტობის განვითარებასთან
ასოცირდებიან. ფენოტეროლი ხელს უშლის და სწრაფად ხსნის სხვადასხვა გენეზის ბრონქოსპაზმს (ფიზიკური დატვირთვა, ცივი ჰაერი, სწრაფი პასუხი ალერგენის ზემოქმედებაზე).
მოქმედების დაწყება ინჰალაციის შემდეგ - 5 წუთის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლივობა - 3-5 საათი.
ფარმაკოკინეტიკა
ინჰალაციის მეთოდის და საინჰალაციო სისტემის მიხედვით ინჰალაციის შემდეგ აეროზოლიდან გამოთავისუფლებული აქტიური ნივთიერების დაახლოებით 10-30%, აღწევს ქვედა სასუნთქ გზებს, ხოლო დანარჩენი პირსა და ზედა სასუნთქ გზებში გროვდება. ამის შედეგავ შეყვანილი ფენოტეროლის მცირე ნაწილი ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბეროტეკ H-ის ერთი დოზის ინჰალაციის შემდეგ შეწოვის ხარისხი შეადგენს შეყვანილი დოზის 17%-ს. შეწოვა ორფაზიან ხასიათს ატარებს - ფენოტეროლ ჰიდრობრომიდის 30% სწრაფად შეიწოვება ნახევრად დაშლის პერიოდით 11 წთ, და 70% შეიწოვება ნელა ნახევრად დაშლის პერიოდით 120 წთ.
სისხლის პლაზმაში, ინჰალაციის შემდეგ მიღწეული ფენოტეროლის კონცენტრაციებსა და ფარმაკოდინამიკურ მრუდს "დრო-ეფექტი" შორის კორელაცია არ არსებობს. ინჰალაციის შემდეგ პრეპარატის ხანგრძლივი (3-5 სთ) ბრონქების გამაფართოებელი ეფექტი, რომელიც ვენაში შეყვანის შემდეგ მიღწეული შესაბამისი ეფექტის მსგავსია, სისტეუმურ სისხლისმიმოქცევაში მაღალი კონცენტრაციებით არ ნარჩუნდება.
მიღების შემდეგ ფენოტეროლ ჰიდრობრომიდის დაახლოებით 60% შეიწოვება. ღვიძლში "პირველადი გასვლის ეფექტის" შედეგად მოქმედი ნივთიერების ნაწილი განიცდის ბიოტრანსფორმაციას. ამის შედეგად პრეპარატის შეყვანის შემდეგ მისი ბიოამთვისებლობა ეცემა 1,5%-მდე. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პრეპარატის გადაყლაპული რაოდენობა პრაქტიკულად არ აისახება ინჰალაციის შემდეგ მიღწეული სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონეზე.
ფენოტეროლ ჰიდრობრომიდის პარენტერალური შეყვანის შემდეგ გამოიყოფა სამფაზიანი მოდელის შესაბამისად ნახევრად დაშლის პერიოდით - 0,42 წთ, 14,3 წთ და 3,2 სთ. ადამიანში ფენოტეროლ ჰიდრობრომიდის ბიოტრანსფორმაცია უპირატესად ნაწლავის კედლებში სულფატებთან კონიუგაციის გზით მიმდინარეობს.
შეუცვლელი სახით ფენოტეროლ ჰიდრობრომიდს შეუძლია გადალახოს პლაცენტარული ბარიერი და მოხვდეს დედის რძეში.

 

ჩვენებები:
- ბრონქული ასთმის მოხრჩობის შეტევების კუპირება;
- ფიზიკური დატვირთვის შედეგად ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა;
- ბრონქული ასთმის ან სხვა მდგომარეობების სიმპტომატური მკურნალობა, რომელთაც სასუნთქი გზების შექცევადი შევიწროება ახლავს თან (მაგალითად, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი). ავადმყოფებში ბრონქული ასთმითა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, რომლებიც სტეროიდებს პასუხობენ, უნდა განიხილებოდეს თანმხლები ანთების საწინააღმდეგო თერაპიის საჭიროება.
უკუჩვენებები
- ფენოტეროლ ჰიდრობრომიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგძნობელობა;
- ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;
- ტაქიარითმიები;
- 4 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ეხლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენა არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა (განსაკუთრებით 1 ტრიმესტრში) პრეპარატი ორსულ ქალებს ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის მიყენებულ შესაძლო საშიშროებას.
უნდა გვახსოვდეს ფენოტეროლის დამთრგუნველი მოქმედების შესახებ საშვილოსნოს კუმშვადობის აქტივობაზე.
ცნობილია, რომ ფენოტეროლი აღწევს დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის მიყენებულ შესაძლო საშიშროებას.

 

გამოყენების მეთოდები:
დოზები უფროსებისა და 6 წელზე ზემოთ ბავშვებისათვის
ბრონქული ასთმის მწვავე შეტევები
უმეტეს შემთხვევებში ბრონქოსპაზმის კუპირებისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი საინჰალაციო დოზა; თუ 5 წუთის განმავლობაში სუნთქვა არ შემსუბუქდა, შეიძლება ინჰალაციის გამეორება.
თუ ორი ინჰალაციის შემდეგ ეფექტი არ იქნება, და საჭირო გახდა დამატებითი ინჰალაციები, სამედიცინო დახმარებისათვის დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.

ფიზიკური დაძაბვის ასთმის პროფილაქტიკა
1-2 ინჰალაციური დოზა ერთ მირებაზე, 8 ინჰალაციამდე დღეში.

ბრონქული ასთმა და სხვა მდგომარეობები, რომელთაც სასუნთქი გზების შევიწროება ახლავს თან
1-2 ინჰალაციური დოზები ერთ მიღებაზე, თუ საჭირო გახდა განმეორებითი ინჰალაციები, მაშინ უნდა იყოს არა უმეტეს 8 ინჰალაციაზე დღეში.

დოზები 4-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის
ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა
ბეროტეკ H 1 საინჰალაციო დოზა.

ფიზიკური დაძაბვის ასთმის პროფილაქტიკა
1 საინჰალაციო დოზა ერთ მიღებაზე.

ბრონქული ასთმა და სხვა მდგომარეობები, რომელთაც სასუნთქი გზების შევიწროება ახლავს თან
ბეროტეკ H 1-ის საინჰალაციო დოზა დღეში 4-ჯერ. ინჰალაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 3 საათისა. მაქსიმალური დღიური დოზა - 4 ინჰალაცია. არა უმეტეს 2 ინჰალაციის ერთ მიღებაზე, ვინაიდან უფრო მაღალი დოზები არ ზრდიან თერაპიულ ეფექტს, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენების განვითარება.

დოზირებული აეროზოლის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის მოსახერხებელი.
გამოყენების მეთოდი
მაქსიმალური ეფექტის მისარწევად აუცილებელია დოზირებული აეროზოლის სწორი გამოყენება.

დოზირებული აეროზოლის პირველი გამოყენების წინ ორჯერ დააჭირეთ ბალონის ფსკერს.

დოზირებული აეროზოლის ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

1. მოხსენით დამცავი სახურავი.
2. ნელა, ღრმად ამოისუნთქეთ.
3. დაიჭირეთ ბალონი ისე, როგორც ნაჩვენებია სურ. 1-ზე, მჭიდროდ მოუჭირეთ ტუჩებით მუნდშტუკს.
ბალონი მიმართული უნდა იყოს ფსკერით ზემოთ.
4. მაქსიმალური ღრმა ამოსუნთქვისას, სწრაფად დააჭირეთ ბალონის ფსკერს ინჰალაციური დოზის გამონთავისუფლებამდე. რამდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ ამოიღეთ პირიდან მუნდშტუკი და ნელა ამოისუნთქეთ.
5. მოამაგრეთ დამცავი სახურავი.

თუ აეროზოლის ბალონი არ იყო გამოყენებული 3 დღეზე მეტხანს, გამოყენებამდე ბალონის ფსკერს ერთხელ უნდა დავაჭიროთ.

ბალონი გათვლილია 200 ინჰალაციაზე. ამის შემდეგ ბალონი უნდა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ბალონში შეიძლება ჩარჩეს პრეპარატის მცირე ნაწილი, ინჰალაციის დროს გამონთავისუფლებული სამკურნალო ნივთიერების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
ბალონი გაუმჭვირია, ამიტომ ბალონში პრეპარატის რაოდენობა მხოლოდ შემდეგი წესით შეიძლება დადგინდეს: მოხსენით დამცავი სახურავი, ბალონი მოათავსეთ სითხით ავსებულ ჭურჭელში. პრეპარატის რაოდენობას ადგენენ წყალში ბალონის პოზიციის მიხედვით (იხ. სურ. 2).
მუნდშტუკი უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, საჭიროების მიხედვით შეიძლება მისი გამორეცხვა თბილ წყალში. საპნის ან სარეცხი საშუალების გამოყენების შემდეგ, საჭიროა მუნდშტუკის სუფთა წყლით გამორეცხვა.

გაფრთხილება: პლასტმასის მუნდშტუკი პირისათვის განკუთვნილია სპეციალურად ბეროტეკ H-ისათვის და ემსახურება პრეპარატის ზუსტ დოზირებას. მუნდშტუკის გამოყენება სხვა დოზირებულ აეროზოლებთან ერთად არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ბეროტეკ H-ის გამოყენება სხვა ადაპტერებთან, გარდა იმისა, რომელიც პრეპარატს მოჰყვება.
ბალონის შემცველობა წნევის ქვეშ არის. ბალონის გახსნა და გათბობა 500ჩ-ზე ზემოთ არ შეიძლება.

 

გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ჩონჩხის კუნთების მსუბუქი ტრემორი, ნერვიულობა, თავის ტკივილი, ტავბრუ, ტაქიკარდია და გულისცემა.
შესაძლებელია სერიოზული ჰიპოკალიემიის განვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ხველის, ადგილობრივი გაღიზიანების, იშვიათად კი პარადოქსული ბრონქოსპასტიული რეაქციების განვითარება.
ბეროტეკ H-ს შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, ჰიპერგლიკემია.
იშვიათ შემთხვევებში, მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნება სტენოკარდია, დიასტოლური წნევის დაქვეითება, სისტოლური წნევის მომატება, არითმიები. იშვიათად ვითარდება ადგილობრივი ანთებითი და ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით.
ბეტა-ადრენომიმეტების ინჰალაციური თერაპიის ზეგავლენით არსებობს ფსიქიკის შეცვლის ერთეული შემთხვევები.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები
შესაძლებელია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც ბეტა-ადრენორეცეპტორების ჭარბ სტიმულაციასთან არის დაკავშირებული. ყველაზე ხშირად სავარაუდოა ტაქიკარდიის, გულისცემის, ტრემორის, ჰიპერტენზიის, ჰიპოტენზიის, პულსური წნევის გაზრდის, სტენოკარდიის, არითმიისა და სახის ჰიპერემიის განვითარება.

 

მკურნალობა:
სედატიური საშუალებების, ტრანკვილიზატორების დანიშვნა, მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ინტენსიური სიმპტომატური თერაპია.
სპეციფიკური ანტიდოტის სახით ნაჩვენებია β-ადრენობლოკატორები, განსაკუთრებით β1-სელექტიური (ათენოლოლი და სხვ.) თუმცა გასათვალისწინებელია ბრონქული ობსტრუქციის გაძლიერების შესაძლებლობა და ამიტომ ამ პრეპარატების დოზები ფრთხილად უნდა შეირჩეს პაციენტებისათვის ბრონქული ასთმით.

 

წამლებთან ურთიერთქმედება:
ბეტა-ადრენერგულ, ანტიქოლინერგულ საშუალებებს, ქსანტინის წარმოებულებს (მაგალითად, თეოფილინი), კრომოგლიცის მჟავას, გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ ფენოტეროლის მოქმედების გაძლიერება. სხვა ბეტა-ადრენომიმეტების, ანტიქოლინერგული საშუალებების, ქსანტინის წარმოებულების (მაგალითად, თეოფილინი), გლუკოკორტიკოიდების, შარდმდენების, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში ხვდებიან ბეროტეკ H-თან ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენები.

ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია ბეროტეკ H-ის ბრონქების გამაფართოებელი მოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება.

ბეტა-ადრენომიმეტების გამოყენებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემია, შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინის წარმოებულების, სტეროიდებისა და შარდმდენების ერთდროული დანიშვნით.

ბეტა-ადრენერგული საშუალებების დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ვინაიდან ამ პრეპარატებს შეუძლიათ ფენოტეროლის მოქმედების გაძლიერება.

ჰალოგენიზირებული ნახშირწალბადის ანესთეტიკების (გალოტანი, ფტოროტანი, ტრიქლორეთილენი ან ენფლურანი) ინჰალაცია ასენსიბილიზირებს მიოკარდიუმს ფენოტეროლის მოქმედების მიმართ, რაც არითმიის განვითარებას უწყობს ხელს.

 

განსაკუთრებული მითითებანი:
ბეროტეკ H-ის დოზირებული აეროზოლის პირველი გამოყენებისას პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ ახალ აეროზოლს წინასთან შედარებით, რომელიც ფრეონს შეიცავდა რაღაც განსხვავებული გემო აქვს. პრეპარატის ერთი ფორმულიდან მეორეზე გადასვლისას ამის შესახებ პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატის ორივე ფორმულა ერთმანეთთან სრულიად ცანაცვლებადი, და გემოს შეცვა არ მოქმედებს აეროზოლის ახალი ფორმულის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.

სხვა სიმპატომიმეტური ბრონქოდილატატორების დანიშვნა ერთდოულად ბეროტეკ H-თან შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შესაძლებელია ფენოტეროლისა და ანტიქოლინერგული ბრონქოდილატატორების ერთდროული დანიშვნა.
უეცრად განვითარებული და სწრაფად პროგრესირებადი ქოშინის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.

 

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება:
- საჭიროების მიხედვით მკურნალობა (სიმპტომებზე ორიენტირებული) სჯობს პრეპარატის რეგულარულ გამოყენებას;
- საჭიროა პაციენტების რეგულარული გამოკვლევების ჩატარება, დამატებითი ან უფრო ინტენსიური ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის საჭიროების დადგენის მიზნით (მაგალითად კორტიკოსტეროიდების ინჰალაცია).

ბრონქული ობსტრუქციის მოსახსნელად ბეტა2-ადრენომიმეტების შემცველი პრეპარატის, ისეთის როგორიცაა ბეროტეკ H, მზარდი დოზების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მიმდინარეობის უკონტროლო გაუარესება. ბრონქული ობსტრუქციის გაძლიერების შემთხვევაში ბეტა2-ადრენომიმეტების დოზის უბრალო მომატება რეკომენდებულზე უფრო მეტად ხანგრძლივი დროით, მათ შორის ბეროტეკ H-ისაც, გაუმართლებელი და სახიფათოა. დაავადების მიმდინარეობის სიცოცხლისათვის სახიფათო გაუარესების თავიდან ასაცილებლად უნდა განვიხილოთ საკითხი პაციენტის მკრნალობის გეგმის გადახედვის და ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით, ადექვატური ანთების საწინააღმდეგო თერაპიის დაწყების შესახებ.

ბეტა2-ადრენომიმეტების დანიშვნისას შესაძლებელია სერიოზული ჰიპოკალიემიის განვითარება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მძიმე ასთმის დროს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჰიპოკალიემია შეიძლება განვითარდეს ბეტა2-ადრენომიმეტების, ქსანტინის წარმოებულების, გლუკოკორტიკოიდებისა და შარდმდენების ერთდროული დანიშვნისას. გარდა ამისა, ჰიპოქსიის დროს შესაძლებელია ჰიპოკალიემიის მოქმედების გაძლიერება გულის რითმზე. რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი.

ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, მკურნალობის დროს აუცილებელია პლაზმაში გლუკოზის შემცველობის რეგულარული კონტროლი.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე
არ არის დადგენილი.

 

გამოშვების ფორმა:
უჟანგავი ფოლადის 10 მლ-იანი ბალონი დოზირებული სარქვლით.
ყოველ ბალონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტით

 

მწარმოებელი:
ბერინგერ ინგელხაიმი ფარმა გმბხ და კო., კგ. გერმანია
გერმანია, 55216 ინგელხაიმი-რაინზე, ბინგერშტრასე 173

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.