newhospitals

ბერლიპრილი® პლუსი

ბერლიპრილი® პლუსი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12866ნახვა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): enalapril maleate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
მწარმოებელი კომპანია: BERLIN-CHEMIE AG
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების ფორმა: 10მგ/25მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. პრეპარატ ბერლიპრილი® პლუსის აღწერა და გამოყენება:
ბერლიპრილი® პლუსი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას (ჰიპოტენზიური პრეპარატი). ეს არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შედგება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორისა და შარდმდენი საშუალებისაგან (ჰიდროქლორთიაზიდი).
ბერლიპრილი® პლუსი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის დროს, როდესაც არ ხდება წნევის დაწევა მხოლოდ ენალაპრილის გამოყენებით, ასევე, ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ცალკეული პრეპარატების ნაცვლად, რომლებიც დანიშნული იყო კომბინირებული პრეპარატი ბერლიპრილი® პლუსის ანალოგიური დოზებით.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ბერლიპრილი® პლუსის მიღების დაწყებამდე:

ბერლიპრილი® პლუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია მოქმედი ნივთიერების ენალაპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების ჰიდროქლორთიაზიდის ან სხვა სულფონამიდების მიმართ;
• ანამნეზში კიდურების, სახის, ტუჩების, ყელის, პირისა და ენის შეშუპება
(ანგიონევროზული შეშუპება) აგფ ინჰიბიტორების მიღებისას;
• კიდურების, სახის, ტუჩების, ყელის, პირისა და ენის თანდაყოლილი მიდრეკილება
შეშუპებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება) ან გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული
შეშუპება (მემკვიდრეობითი ან თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება);
• თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები)
და/ან დიალიზის ჩატარებისას, შარდის გამომუშავების შემცირებისას;
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას;
• 3 თვიდან ორსულობის პერიოდში (აგრეთვე, ბერლიპრილი® პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი ორსულობის
შესახებ);
• ანამნეზში დიაბეტის არსებობისას ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას, აგრეთვე ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამწევი სამკურნალო საშუალებების მიღებისას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
ბერლიპრილი® პლუსის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

აცნობეთ თქვენს ექიმს, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ შემდეგი პრეპარატებიდან ნებისმიერის მიღების შემთხვევაში:
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (არბ) (აგრეთვე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს თირკმელების დაავადებებს დიაბეტთან დაკავშირებით;
- ალისკირენი.
მკურნალ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რეგულარულად ჩაატაროს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის კონტროლი და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის განსაზღვრა.

იხ. აგრეთვე ინფორმაცია პარ
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.