ბეპანთენი (კრემი)
სავაჭრო დასახელება:
ბეპანთენი პლიუსი. სამკურნალწამლო ფორმა:
კრემი. აღწერილობა:
ერთგვაროვანი, გაუმჭვირვალე, თითქმის თეთრი ფერის კრემი, სუსტი სუნით. შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: დექსპანთენოლი 50მგ/გ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5მგ/გ.
არააქტიური ინგრედიენტები: DL პანტოლაქტონი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), მაკროგოლის სტეარატი, გასუფთავებული წყალი. ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დექსპანთენოლი - ბეპანთენი პლიუსის აქტიური კომპონენტი, კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და მოქმედებს, როგორც ვიტამინი. ადგილობრივი გამოყენებისას დექსპანთენოლი აბსორბირდება უფრო სწრაფად, ვიდრე პანთოტენის მჟავა.
პანთოტენის მჟავა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კოენზიმ A-ს კომპონენტს, აცეტილკოენზიმ A-ს სახით ასრულებს ცენტრალურ როლს ყოველი უჯრედის მეტაბოლიზმში. პანთოტენის მჟავა აუცილებელია დაზიანებული კანის და ლორწოვანი გარსების ეპითელიუმის წარმოქმნის და შეხორცებისთვის.
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი - ანტისეპტიკური საშუალება რომელიც კარგად აიტანება და გააჩნია ბაქტერიოციდური მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, განსაკუთრებით Staphylococcus aureus მგძნობიარე შტამების მიმართ, რომლებიც არიან კანის ინფექციური დავადებების ყველაზე ხშირი გამომწვევები.
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი არის ნაკლები ხარისხით აქტიური გრამუარყოფით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.Pseudomonas და Proteus ზოგიერთი სახეობები მდგრადია ქლორჰექსიდინის მიმართ. მას გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო სუსტი მოქმედება და არ ავლენს ანტივირუსულ აქტივობას.
დექსპანთენოლი სწრაფად აბსორბირდება დაზიანებული კანიდან. კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და ავსებს პანთოტენის მჟავის ენდოგენურ რეზერვს. პანთოტენის მჟავა უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (β-გლობულინებს და ალბუმინს). ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანებში მისი კონცენტრაცია სისხლში შეადგენს დაახლოებით 500-1000მკგ/მლ, ხოლო შრატში - დაახლოებით 100მკგ/მლ შესაბამისად.
დაუზიანებელი კანიდან ქლორჰექსიდინის აბსორბცია მოზრდილებში აღნიშნული არ არის. გამოყენების ჩვენებები:
კანის ზედაპირული დაზიანებები, როდესაც არსებობს ინფიცირების რისკი: ნაკაწრები, ჭრილობები, დაბეჟილობა, კანის ნახეთქები, დამწვრობები, პიოდერმია, დერმატიტი.
კანის ქრონიკული დაზიანებები: ფეხების ტროფიკული წყლულები, ნაწოლები.
კანის დაავადებები ინფიცირებული დაზიანებების დროს, მაგალითად, მეორადად ინფიცირებული ეკზემა ან/და ნეიროდერმიტი.
კერტების ნახეთქები ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში.
მცირეინვაზიურ ქირურგიაში ტრავმების და ქირურგიული ჭრილობების სამკურნალოდ. მიღების წესი და დოზირება:
კრემი იდება წინასწარ გასუფთავებული ჭრილობის ზედაპირზე ან კანის ანთებით უბანზე, დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ, მოთხოვნილების შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სახვევის გამოყენება. გვერდითი მოველენები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის ალერგიული რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეკზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი შესაბამისი ლაბორატორიული გამოვლინებებით, ასთმის სიმპტომების, კანის სუსტიდან საშუალო დაზიანებამდე, სასუნთქი ტრაქტის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულსისხლძარღვთა სისტემის, (გულის და სუნთქვის უკმარისობის ჩათვლით) დაზიანებამდე. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის დექსპანთენოლზე, ქლორჰექსიდინზე ან პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე.
არ შეიძლება პერფორირებულ დაფის აფკზე დატანა. ჭარბი დოზირება:
ერთ დაზიანებულ უბანზე პრეპარატის ხშირმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის ვრცელ უბნებზე, ის განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებების სამკურნალოდ.
საჭიროა არ დავუშვათ კრემის მოხვედრა სასმენ მილში, თვალში და ლორწოვან გარსებზე.
ბეპანთენი პლიუსი რეკომენდებული არ არის გაღიზიანებული კანის დასამუშავებლად როდესაც დაინფიცირება ნაკლებსავარაუდოა (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს). ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ბეპანთენის კრემის გამოყენება.
თუ დროთა განმავლობაში სიმპტომები ნარჩუნდება ან დაზიანებული უბნის მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია გამსაპნებელ ნივთიერებებთან და სხვა ანიონურ შენაერთან. ბეპანთენი პლიუსის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან, მათი ურთიერთქმედების გამოსარიცხად (მოქმედების ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია). ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებში რეპროდუქციული ფუნქციის კვლევამ არ გამოავლინა ემბრიონის რაიმე რისკი. თუმცა ორსულებში პრეპარატის გამოყენებაზე კონტროლირებადი კვლევების მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში, მაგრამ დადება არ შეიძლება ჭამის დროს (ბავშვის ჭამის წინ აუცილებელი კრემის ნარჩენის მოშორება ხელსახოცით და კერტების დაბანა თბილი წყლით).
გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე:
არ მოქმედებს. შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა:
30გ ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად) ფირმა-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი:
ბაიერ კონსიუმერ ქეარ აგ
პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია GP გრენზაჩ პროდუქტიონს გმბჰ,
ემილ-ბარელლ-შტრასსე 7, დ-79639, გრენცახ-ვილენ, გერმანია