newhospitals

ბენზილ-ბენზოატი(ბე-ბო)100მლ

ბენზილ-ბენზოატი(ბე-ბო)100მლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
19067ნახვა

მოქმედი ნივთიერება: 
ბენზილბენზოატი

 

პრეპარატის შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი შეიცავს:
ბენზილბენზოატი 20%

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
მუნის საწინააღმდეგო საშუალება
ჩვენება. მუნი.

 

უკუჩვენებები: 
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისის მიმართ.

 

სიფრთხილის ზომები: 
არ არის რეკომენდებული ხსნარის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ნივთიერებებთან ურთიერთქმედება: 
არ არის დადგენილი.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 
არ მოიპოვება ორსულობის დროს ბენზილბენზოატი-ს გამოყენების მონაცემები. საჭიროა მკურნალობის შესაძლებელი სარგებელისა და შესაძლებელი საფრთხის შეფასება. მკურნალობისას, ლაქტაციის პერიოდში, საჭიროა კვების შეწყვეტა.
ტრანსპორტის საშუალებებით და პოტენციურად საშიში მექანიზმებით მართვა. პრეპარატი არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე და ტექნიკური საშუალებებით მუშაობაზე.

 

დოზირება: 
მუნის მკურნალობა ტარდება 4 დღის განმავლობაში. I დღე - კანის დამუშავება ძილის წინ. II და III დღეს - შესვენება. პრეპარატის ნარჩენები არ ჩამოიბანება. IV დღე - ავადმყოფი ბანაობს საპნის გამოყენებით და შეიზელს დარჩენილ ემულსიას.

 

ჭარბი დოზირება: 
ჭარბი დოზირების ნიშნების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი.

 

გვერდითი ეფექტები:
ხსნარის კანზე შეზელვისას, შეიძლება აღმოჩნდეს წვის შეგრძნება და კანის გაღიზიანების ნიშნები. გვერდითი მოვლენების შენარჩუნებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და კანის გასუფთავება.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კანზე მალამოს მცირე ოდენობის წინასწარი დატანება.

 

შენახვის პირობები: 
ოთახის (15°C-25°C) ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

შენახვის ვადა: 
4 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემა:
რეცეპტის გარეშე

 

გამოშვების ფორმა: 
100მლ ფლაკონი.

 


მწარმოებელი:
ESCULAP` სომხეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.