newhospitals

ბენფოგამა 150მგ #30დრ

ბენფოგამა 150მგ #30დრ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3265ნახვა
საერთაშორისო დასახელება - benfotiamine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ვიტამინური პრეპარატები; B ჯგუფის ვიტამინები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე 150მგ #30
დრაჟე 150მგ #60

ერთი დრაჟე შეიცავს: აქტიური ნივთიერება -ბენფოთიამინი 150მგ
დამხმარე ნივთიერებები - მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვოდპნი (კ30), ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, აეროსილი,ნატრიუმის კარმელოზა, ტალკი, შელაკი, სახაროზა, კალციუმის კარბონატი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი უწყლო, მაკროგოლ 6000, გლიცეროლი 85%, პოლისორბატ-80, გლიკოლის ცვილი,

აღწერა:
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული,პრიალა თეთრი დრაჟე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენფოთიამინს გააჩნია B 1 ვიტამინის აქტიურობა. მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში(კოფერმენტის სახით) ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას.

ჩვენებები:
B 1 ვიტამინის დეფიციტ დამტკიცებული კლინიკური და ბიოქიმიური კვლევებით, რომელიც განვითარებულია შემდეგი შემთხვევების ფონზე:
- არასაკმარისი და არასრულფასოვანი კვება(ბერი-ბერი)
- პარენტერალური კვება ხანგრძლივი დროის განმავლობაში
- ჰენოდიალიზი
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი(ალკოჰოლური კარდიომიოპათია,ბერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი)
- B 1 ვიტამინზე გაზრდილი მოთხოვნა
- პოლინევროპათია, გამოწვეული B 1 ვიტამინის ნაკლებობით

მიღების წესები და დოზები:
ვიტამინი B 1 დეფიციტის მკურნალობა: 1 დრაჟე დღეში ერთჯერ, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა.
ნევრალგია: საწყისი დოზაა 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში,შემდგომ ერთი დრაჟე ყოველდღიურად. დრაჟე მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლო ალერგიული რეაქციები(ჯინჭრის ციება,კანის ქავლი)

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ბენფოგამა 150- ს ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში ნიშნავენ იმ შემთხვევაში როდესაც ლაბორატორიული კვლევების ფაეგლებში დადასტურებულია B 1 ვიტამინის მნიშვნელოვანი ნაკლებობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ხანმოკლე დროის განმავლობაში მიღება, რადგანაც არ არსებობს საკმარისი გამოცდილება დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო.კგ.
გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.