ბელადონას სანთლები15მგ#10
წამლის ფორმა:
რექტალური სუპოზიტორია 0,015 გ
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 0,015 გ შმაგას ექსტრაქტს, 0,014 გ ფენოლს და სანთლის ფუძეს, რომელიც საკმარისია 1,6 გ 5% წონის სუპოზიტორიის მისაღებად. აღწერილობა:
თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, ღია ყავისფერი ექსტრაქტი, რომლის ზედაპირზე ბზინვარება დასაშვებია. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰემოროიდული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების სამკურნალოდ. მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება რექტალურად 1 სუპოზიტორიის ოდენობით 2-3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 სუპოზიტორიას. გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მომატებული მგრძნობელობისა და მისი ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, არითმია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. იშვიათად-ფსიქომოტორული აგზნებადობა, კრუნჩხვები, შარდვის გაძნელება. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. განსაკურებული მითითებები:
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა). გამოშვების ფორმა:
N5 სუპოზიტორია კონტურულ შეფუთვაში; 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. გაიცემა ურეცეპტოდ. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან ადგილას. მწარმოებელი:
"ბიოსინთეზი"