newhospitals

ბებინოსის წვეთები 30მლ ფლ

ბებინოსის წვეთები 30მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9427ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: წვეთები შიგნით მისაღებად, ბავშვებისათვის, მუქ ფლაკონში, 30 მლ. 1გ (=24 წვეთს) შეიცავს ცერეცოს თესლების (320 მგ), გვირილას ყვავილების (200მგ) და კორიანდრის თესლების (200მგ) თხევად ექსტრაქტს.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფები: ა) მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალებები; ბ) სპაზმოლიზური საშუალებები;

 

ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები და მეტეორიზმი (მათ შორის, ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებული) ჩვილ ბავშვებში, ასევე მცირე და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ხსნის და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის სპაზმებისა და ტკივილის განვითარებას, რაც დაკავშირებულია მეტეორიზმთან. ეფექტი განპირობებულია კორიანდრის, ცერეცოს თესლებსა და გვირილის ყვავილებში არსებული ეთეროვანი ზეთებით, აზულენით, ანტემისის მჟავით, გლიკოზიდებით, ტერპენებით.

 

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის სორბიტის აუტანლობა).

 

გვერდითი ეფექტები: კანისა და რესპირაციულ-ალერგიული რეაქციები.

 

დოზირება: ინიშნება დასალევად. წყალში გაუზავებლად ან მცირე რაოდენობით ფაფასთან ან სითხესთან ერთად. ჩვილ ბავშვებში - 3-6 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 6-10 წვეთი 3-ჯერ დღეში, სასკოლო ასაკის ბავშვებში - 10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში.

 

განსაკუთრებული მითითებები: მიღების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.

 

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2-20°С ტემპერატურაზე.

 

მწარმოებელი: DENTINOX, გერმანია.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.