newhospitals

ბატრაფენი კრემი 1% 15გ ტუბ

ბატრაფენი კრემი 1% 15გ ტუბ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4875ნახვა
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება (INN):
ციკლოპიროქსი / Cikloprox

წამლის ფორმა:
1%-იანი კრემი.

 

ქიმიური სახელწოდება:
6 ციკლოჰექსილ-1-ჰიდროქსი-4-მეთილ-2-(1H)პირიდონ, 2-ამინოეთანოლის მარილი

 

შემადგენლობა:
ბატრაფენის კრემის გ შეიცავს შეიცავს აქტიური ნივთიერება - ციკლოპიროქს ოლამინის 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, თხევადი პარაფინი, სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, მირისტილის სპირტი, პოლისორბატ 60, სორბიტან მონოსტეარატი, რძის მჟავა, გასუფთავებული წყალი.

 

აღწერილობა:
კრემი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
კოდი АТС [D01AE14]

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბატრაფენი წარმოადგენს ფართე სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, კარგად გამოხატული შეღწევადობის უნარით. მოქმედი ნივთიერება - ციკლოპიროქს ოლამინი ეფექტურია დერმატომიცეტების, საფუარის, ობის და სხვა სახის სოკოს წინააღმდეგ; გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება ბაქტერიათა გრამდადებითი შტამების, ასევე გრამუარყოფითი გამომწვევების უმრავლესობის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ფართე ზედაპირზე (750 კვ. სმ) წასმისას ხანგრძლივი დროის (6 საათი და მეტი) განმავლობაში შესაძლებელია აღმოჩნდეს სისხლში (დოზის 1,3%), ამასთან 94 - 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს 1,7 საათს და გამოიყოფა თირკმელებით.

 

ჩვენებები გამოყენებისათვის:
კანის სოკოვანი დაზიანება.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი; ბავშვები 10 წლამდე. კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, ბატრაფენის მიღება ძუძუთა და უმცროსი ასაკის ბავშვებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის ნაჩვენები.

 

მიღების წესები და დოზები:
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, ბატრაფენის კრემი უნდა წაესვას კანის დაზიანებულ ადგილს შემდგომი შეშრობით. მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე (ჩვეულებრივ, ორი კვირა). დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, ყველა კლინიკური სიმპტომის სრული გაქრობიდან კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ქავილი ან წვის შეგრძნება. პრეპარატის ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას შესაძლებელია სენსიბილიზაცია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
სისტემური ანტიმიკოზური საშუალებები ზრდის ეფექტს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
სახიფათოა პრეპარატის მოხვედრა თვალში.

 

გამოშვების ფორმა:
კრემი - ტუბში 15გ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს +25 C ტემპერატურისა ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.

 

შენახვის ვადა:
ინახება 2 წელი.
შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
შპს ავენტის ფარმა - მუმბაი, ინდოეთი.
ავენტის ჰაუსი, 54/A
სერ მატურადას ვასანჯი როუდ, ანდჰერი (E),
მუმბაი - 400093.

AVENTIS PHARMA LIMITED INDIA
Aventis House
54/A, Sir Mathuradas Vasanji Road,
Andheri (E), Mumbai - 400 093, India

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.