newhospitals

ბათფერონი 12.5% 2მლ #5ა (ბათფ)

ბათფერონი 12.5% 2მლ #5ა (ბათფ)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2978ნახვა
გამოშვების ფორმა:
საინიექციო ხსნარი 2 მლ ამპულებში №5.

შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს:
აკრიდონძმარმჟავა - 0,25გ,
N-მეთილგლუკამინი - 0,193გ,
საინიექციო წყალი - 2მლ-მდე.
ათქ კოდი: L03AA.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი, ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედებები:
ბათფერონი წარმოადგენს ინტერფერონის დაბალმოლეკულურ ინდუქტორს, რაც განსაზღვრავს მისი ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს (ვირუსსაწინააღმდეგო, იმუნომოდულატორულ, ანთების საწინააღმდეგო და სხვა).
პრეპარატის შეყვანის შემდეგ, ინტერფერონის ძირითად უჯრედ-პროდუცენტებს წარმოადგენენ მაკროფაგები, T- და B- ლიმფოციტები. ინფექციის ტიპის მიხედვით ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის გადაჭარბებულ აქტიურობას. პრეპარატი ახდენს ლიმფოიდური ელემენტების შემცველ ქსოვილებსა და ორგანოებში (ელენთა, ღვიძლი, ფილტვები) ინტერფერონის მაღალი ტიტრების ინდუცირებას, ააქტიურებს ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს, სტიმულირებს რა გრანულოციტების წარმოქმნას. ბათფერონი ააქტიურებს Т-ლიმფოციტებსა და ბუნებრივ ქილერ უჯრედებს, ანორმალიზებს ბალანსს Т-ჰელპერებსა და Т-სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
პრეპარატი ეფექტურია ტკიპისმიერი ენცეფალიტის, გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის ვირუსების, ციტომეგალოვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), პაპილომა ვირუსის და სხვა ვირუსების მიმართ. დადგენილია პრეპარატის მაღალი ეფექტურობა მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების (ნეიროინფექციები, ქლამიდიოზები, ბრონქიტები, პნევმონიები, ოპერაციის შემდგომი გართულებები, უროგენიტალური ინფექციები და სხვა) კომპლექსურ თერაპიაში იმუნოთერაპიის კომპონენტის სახით.
ბათფერონი ავლენს მაღალეფექტურობას შემაერთებელი ქსოვილების რევმატული და სისტემური დაავადებისას, თრგუნავს რა აუტოიმუნურ რეაქციებს და ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

ჩვენებები:
ბათფერონი გამოიყენება მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში:
- აივ ინფექციები (სტადია 2А-3В);
- ნეიროინფექციები: სეროზული მენინგიტები და ენცეფალიტები, ლაიმას დაავადება.
- А, В, С, D ვირუსული ჰეპატიტები;
- ჰერპესი და ციტომეგალოვირუსული ინფექციები;
- მწვავე და ქრონიკულ ბაქტერიალურ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტები;
- ქლამიდიური ინფექციები;
- შემაერთებელი ქსოვილის რევმატული და სისტემური დაავადებები;
- სახსრების დეგენერაციულ- დისტროფული დაავადებები.
4 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში კომპლექსურ თერაპიაში:
- А, В, С, D, GP ვირუსული ჰეპატიტები;
- ჰერპეტული ინფექციები;
- აივ ინფექციები (სტადია 2А-3В).

მიღების წესი და დოზები:
1. მოზრდილებში:
პრეპარატი შეყავთ კუნთებში ან ვენაში, ერთხელ დღე-ღამეში საბაზო სქემის მიხედვით: 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23, 26, 29 დღეზე, დაავადების მიხედვით.
1.1. ვირუსული ჰეპატიტების დროს პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადი დოზით 0,25-0,5გ. მკურნალობის კურსი - 10 ინიექცია საბაზო სქემის მიხედვით. განმეორებითი კურსი 10-14 დღის შემდეგ.
1.2. ჰერპესისა და ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს 10 ინიექცია 0,25-0,25გ საბაზო სქემის მიხედვით. მკურნალობა უფრო ეფექტურია დაავადების გამწვავების დასაწყისში.
1.3. ნეიროინფექციების დროს პრეპარატი შეყავთ საბაზო სქემის მიხედვით. მკურნალობის კურსი - 12 ინიექცია ერთჯერადი დოზით 0,25-0,5გ ეთიოტროფულ თერაპიასთან შეთავსებით. განმეორებითი კურსი საჭიროების შემთხვევაში.
1.4. ქლამიდიური ინფექციებისას დოზით-0,25გ. მკურნალობის კურსი - 10 ინიექცია. განმეორებითი კურსი 10-14 დღის შემდეგ. მიზანშეწონილია პრეპარატის შეთავსება ანტიბიოტიკებთან.
1.5. აივ ინფექციების (სტადია 2А-3В) დროს ერთჯერადი დოზა - 0,5გ. მკურნალობის კურსი - 10 ინიექცია კუნთებში საბაზო სქემის მიხედვით. შემდეგ ტარდება შემანარჩუნებელი კურსი: ხუთ დღეში ერთხელ ორნახევარი თვის განმავლობაში. განმეორებითი კურსი ტარდება ერთი თვის შემდეგ.
1.6. იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას მკურნალობის კურსი - 10 ინიექცია კუნთებში საბაზო სქემის მიხედვით, ერთჯერადი დოზით 0,25გ. განმეორებითი კურსი ტარდება 6-12 თვის შემდეგ.
1.7. შემაერთებელი ქსოვილის რევმატული და სისტემური დაავადებებისას- 4 კურსი 5-5 ინიექცია საბაზო სქემის მიხედვით, 0,25გ დოზით, 10-14 დღის შესვენებით. განმეორებითი კურსი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
1.8. სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს - 2 კურსი 5-5 ინიექცია 0,25გ დოზით, 10-14 დღის შესვენებით საბაზო სქემის მიხედვით. განმეორებითი კურსი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
2. ბავშვებში:
პრეპარატი შეყავთ კუნთებში ან ვენაში ერთხელ დღე-ღამეში. სადღეღამისო თერაპიული დოზა შეადგენს 6-10 მგ/კგ.
2.1. მწვავე ვირუსული ჰეპატიტის დროს А, В, С, D, GP და შერეული ფორმებისას პრეპარატი შეყავთ 1, 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 28 დღეზე. ინფექციის გაჭიანურებლად მიმდინარეობისას განმეორებითი კურსები - 10-14 დღის შემდეგ.
2.2. ქრონიკული В, С, D, GP ვირუსული ჰეპატიტების დროს პრეპარატი შეყავთ მკურნალობის კურსის 1, 2, 4, 6, 10, 12, 14, 16, 18 დღეზე და შემდგომ შემანარჩუნებელი სქემის მიხედვით სამ დღეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში, პათოლოგიური პროცესის რეპლიკაციური და ციტოლიზური აქტიურობის შენარჩუნებით.
2.3. აივ ინფექციების დროს პრეპარატი შეყავთ მკურნალობის კურსის 1, 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18 დღეზე და შემდგომი შემანარჩუნებელი სქემის მიხედვით ხუთ დღეში ერთხელ, სამი თვის განმავლობაში პათოლოგიური პროცესის რეპლიკატიური აქტიურობის შენარჩუნებით. ქრონიკული С ჰეპატიტის, ჰეპატიტის შერეული ფორმებისა და აივ ინფექციების დროს შემანარჩუნებელი კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვემდე.
2.4. ჰერპესული ინფექციების დროს პრეპარატი შეყავთ 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეზე. ვირუსის რეპლიკაციური აქტიურობის შენარჩუნებისას მკურნალობის კურსს აგრძელებენ შემანარჩუნებელი სქემის მიხედვით, ხუთ დღეში ერთხელ შეყვანით ოთხი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:
არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის დროს. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს პრეპარატის მიღება უნდა ჩატარდეს ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი კარგადაა შეთავსებული ყველა იმ პრეპარატთან, რომლებსაც ტრადიციულად იყენებენ მითითებული დაავადებების დროს (ინტერფერონები, ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალებები და სხვა).

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის გაყინვა ტრანსპორტირების პროცესში არ იწვევს პრეპარატის თვისებების შეცვლას. ოთახის ტემპერატურაზე გალღობილი პრეპარატი ინარჩუნებს თავის ბიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. ხსნარის ფერის შეცვლის ან ნალექის წარმოქმნისას პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.