ბათაფლუ #10პაკ (ბათფ)
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10. შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ქლორფენირამინის მალეატი 4,0მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10,0მგ, პარაცეტამოლი 600,0მგ, ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა 50,0მგ.
დამხმარე კომპონენტები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი 6, ყვითელი საღებავი 10, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ლომონმჟავა. ფხვნილის (საშე) საერთო წონა 15გ.
ათქ კოდი. RO5X. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაცივებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება ვიტამინი C-თი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს;
სიცხეს;
ყელის ტკივილის;
სურდოს. ჩვენებები:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერტერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შეციება და ციებ-ცხელება, ცხვირის ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად. მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, მაგრამ არა უმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება ცხელ, ადუღებულ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, შეიძლება მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით. სიფრთხილის ზომები:
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატის გამოყენებით.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდირებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამრთგუნველი საშუალებების მიღება. განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ხანგრძლივობა - არა უმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არ არსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე სხვა სიმპტომების გამოვლინებისას, საჭიროა სასწრაფოდ მივმართოდ ექიმს. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარტის ცალკეული კომპონენტების მიმართ, ორსულობისა და ძუძუთა კვების პერიოდი. 15 წლამდე ბავშვები. ფრთხილად გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუნთოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქიალური ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეგიდროგენაზას დეფიციტის დროს. შენახვის პირობები:
ტემპერატურა არა უმეტეს 30°C, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. გაცემის წესი:
ურეცეპტოდ. მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა".
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.