newhospitals

ბაქტისუბტილი #20კაფს

ბაქტისუბტილი #20კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
5700ნახვა

ACT კლასიფიკაციის კოდი: A07FA

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
IP 5832 ბაქტერიის კულტურების
სპორები.......................................................................................35 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, თეთრი თიხა, ჟელატინი, ტიტანის მჟავა (E 171).

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი უნარჩუნებს ნაწლავის ფლორას ფიზიოლოგიურ წონასწორობას და უზრუნველყოფს მის კორეგირებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიის სპორები მდგრადნი არიან კუჭის წვენის მოქმედების მიმართ. მათი ზრდა ვეგეტატური ფორმის ბაქტერიებში ხორციელდება ნაწლავებში. ვეგეტატური ფორმის ბაქტერიები ანთავისუფლებენ ენზიმებს, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს, ცხიმებს და ცილებს, რაც იწვევს მჟავე არეს წარმოქმნას, რომელიც ხელს უშლის ლპობის პროცესების განვითარებას. პრეპარატი ხასიათდება პრევენციული მოქმედებით ნაწლავებში ვიტამინ P-ს და B-ს სინთეზის დარღვევის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
არ მოიპოვება მონაცემები.

 

ჩვენებები:
- სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა განსაკუთრებით ბავშვებში (კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის ხარისხის ცვლილებით გამოწვეული, საჭმლის მონელების დარღვევა, ალერგიული გენეზი);
- ნაწლავური დისბაქტერიოზი (განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული);
- ენტერიტი;
- ენტეროკოლიტი;
- ნაწლავების დარღვეული ფუნქციის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელიც გამოწვეულია ქიმიო ან რადიოთერაპიით;
- ინფექციური დიარეის სამკურნალოდ, როგორც დამხმარე საშუალება.

 

დოზირების რეჟიმი:
დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით. მწვავე დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება 3-6-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით. მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ ინიშნება 10 კაფსულა დღეში.
ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ 1 კაფსულა ინიშნება 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატს უნიშნავენ 1 სთ-ით ადრე ჭამის წინ. ჩვილ და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ კაფსულის გადაყლაპვა, საჭიროა კაფსულა გავხსნათ მცირე რაოდენობის წვენში, რძეში ან წყალში.

 

გვერდითი მოვლენები:
არ არის ცნობილი

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ უნდა მივიღოთ ცხელ წყალთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

 

ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი არ ხასიათდება ურთიერთქმედებით სხვადასხვა ანტიბიოტიკებთან და სულფანილამიდურ პრეპარატებთან, რის გამოც მათი კომბინაცია დასაშვებია.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25 С ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი

SANOFI AVENTIS PHARMA

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.