newhospitals

ბაქტამედი 1.5გ #10ფლ

ბაქტამედი 1.5გ #10ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6482ნახვა

გამოშვების ფორმა, შეფუთვა:

1) საინექციო ხსნარის მოსამზადებლი ფხვნილი: ფლაკონში 0.75 გ გამხსნელთან ერთად კონტურული შეფუთვით მუყაოს კოლოფში 1 ც.
1 ფლ. შეიცავს 0.5 გ ამპიცილინის ნატრიუმის მარილს, 0.25 გ სულბაქტამის ნატრიუმის მარილს;
1 ამპ. შეიცავს 0.5% - 9.0 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, 10.8 მგ ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის კორექციისათვის
Q.S.
საინექციო წყალი - 1.8 მლ-მდე.
2) საინექციო ხსნარის მოსამზადებლი ფხვნილი: ფლაკონში 0.75 გ კონტურული შეფუთვით მუყაოს კოლოფში 10 ც.
1 ფლ. შეიცავს 0.5 გ ამპიცილინის ნატრიუმის მარილს, 0.25 გ სულბაქტამის ნატრიუმის მარილს;
3) საინექციო ხსნარის მოსამზადებლი ფხვნილი: ფლაკონში 1.5 გ გამხსნელთან ერთად კონტურული შეფუთვით მუყაოს კოლოფში 1 ც.
1 ფლ. შეიცავს 1 გ ამპიცილინის ნატრიუმის მარილს, 0.5 გ სულბაქტამის ნატრიუმის მარილს
გამხსნელი: ამპ. 3.5 მლ, 1 ც.
1 ამპ. შეიცავს 0.5% - 7.5 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, 21.0 მგ ნატრიუმის ქლორიდს. ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის კორექციისათვის
Q.S.
საინექციო წყალი - 3.5 მლ-მდე.
4) საინექციო ხსნარის მოსამზადებლი ფხვნილი: ფლაკონში 1.5 გ გამხსნელთან ერთად კონტურული შეფუთვით მუყაოს კოლოფში 10 ც.
1 ფლ. შეიცავს 1 გ ამპიცილინის ნატრიუმის მარილს, 0.5 გ სულბაქტამის ნატრიუმის მარილს.

 

მწარმოებელი:
დიდი ბრიტანეთი World Medicine

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული პრეპარატი. პენიცილინები კომბინაციაში ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბაქტამედი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი.
ამპიცილინი ანტიბიოტიკია, რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობების, ასევე ანაერობების მიმართ; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას იგი ახორციელებს უჯრედული მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირების გზით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ბეტალაქტამაზის მოქმედების მიმართ, ადვილად იშლება, ამიტომაც არაეფექტურია მკურნალობის დროს. სულბაქტამი არის პენიცილინური ბირთვის წარმოებული. იგი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზას, რომელსაც პენიცილინ-რეზისტენტული მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ, რაც ანიჭებს მათ მდგრადობას პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მოქმედების მიმართ. ანჰიბირებს რა ბეტა-ლაქტამაზას, რომელიც ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოიყოფა, სულბაქტამი ავლენს სინერგეტულ მოქმედებას.
ამპიცილინი/სულბაქტამი in vitro ზემოქმედებს გრამდადებით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ და არ გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას: Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumonia, Streptococcus pyogenes da Streptococcus viridans; გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ და არ გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას: Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Neiserria gonorrhoeae, Providencia rettgeri, Providencia stuarti, Morganella morganii.
ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (B. fragilis -ის ჩათვლით), Clostridium spp., Peptostreptococcus spp., Peptococcus spp. მაღალმგრძნობიარეა ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ.

 

ჩვენება:
ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ბაქტერიული ინფექციები:
- სასუნთქი ორგანოების ინფექციები (მათ შორის, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრის ემპიემა);
- ლორ-ორგანოების ინფექციები (მათ შორის, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი);
- შარდგამომყოფი სისტემის და სასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატიტები);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის, დიზენტერია, სალმონეზოლოზი, სალმონელამტარებლობა);
- სანაღვლე გზების ინფექციები (მათ შორის, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
- ბაქტერიული სეპტიცემია;
- მენინგიტი;
- პერიტონიტი;
- ქუნთრუშა;
- გონოკოკური ინფექცია.
გამოიყენება პოსტოეპორაციული გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

 

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
კუნთში შესაყვანად 0.75 გ ბაქტამედი იხსნება 1.8 მლ, ხოლო 1.5 გ ბაქტამედი - 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5% ხსნარში. კუნთში შესაყვანად გამხსნელის სახით დასაშვებია საინექციო წყლის (0.75გ-2 მლ; 1.5გ-4 მლ) ან ნოვოკაინის 0,5% ხსნარის, აგრეთვე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის გამოყენება.
ვენაში შესაყვანად 0.75 გ ბაქტამედი იხსნება 5-10 მლ, ხოლო 1.5 გ ბაქტამედი - 10-20 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
წვეთოვნად ვენაში შესაყვანად პრეპარატი ხსნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის 100-200 მლ-ში ან გლუკოზის 5-10% ხსნარში.

 

გამოყენების წესი:
ბაქტამედი შეიყვანება კუნთში ან ვენაში (წვეთოვნად სიჩქარით 60-80 წვეთი/წთ, ნაკადურად - ნელა, 3-5 წუთის განმავლობაში). ვენაში შეყავთ 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომ, მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
მოზრდილებში ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობისას ინიშნება 1.5-3 გ/დღე-ღამეში ორ მიღებად. საშუალო სიმძიმის დროს - 3-6 გ/დღე-ღამეში გაყოფილი 3-4 მიღებად; ინფექციის მძიმე მიმდინარეობისას - 12 გ/დღე-ღამეში 4 მიღებად.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 გ-ს შეადგენს.
გაურთულებელი გონორეის დროს 1.5 გ ერთჯერადად.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის 1.5-3 გ ანესთეზიის დროს, ხოლო ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში - იმავე დოზით ყოველ 6-8 საათში.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 150 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით (100 მგ/კგ ამპიცილინი და 50 მგ/კლ სუბლაქტამი) გაყოფილი 3-4 მიღებად.
1 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულებში პრეპარატი ინიშნება ყოველ 12 საათში. ბაქტამედით მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს (მძიმედ მიმდინარე პროცესების დროს მკურნალობის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს). ტემპერატურის ნორმალიზაციის და სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა კიდევ 48 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
თირკმლის ფუნქციების დარღვევისას ამპიცილინის და სულბაქტამის ელიმინაცია იცვლება, მათი თანაფარდობა პლაზმაში კი არა. ამ შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი სქემა:
კრეატინინის კლირენსი პრეპარატის დოზა ინტერვალი პრეპარატის შეყვანებს შორის
>30 1.5-3გ 6-8 სთ
15-29 1.5-3გ 12 სთ
5-14 1.5-3გ 24 სთ

 

გვერდითი მოვლენები:
ფაღარათი, ქავილი, გამონაყარი და კანის რეაქციები, იშვითად გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და პენიცილის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
ინფექციური მონონუკლეოზი.
გამხსნელი, რომელიც ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს შეიცავს, არ გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

განსაკუთრებული მითითებები:
იმ პაციენტებში, რომელთაც ჰიპერმგრძნობელობა აქვთ პენიცილინების მიმართ, შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინულ ანტიბიოტიკებზე.
ბაქტამედით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კონტროლი.
შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება ბაქტამედის მიმართ არამგრძნობიარე მიკროფლორის ზრდის ხარჯზე, რაც ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს.
სეფსისით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას შესაძლებელია ბაქტერიოლიზის რეაქციის განვითარება (იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია).

 

გაფრთხილება:
ბაქტამედი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა: პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

ჰიპერდოზირება:
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ცერებრალური კრუნჩხვების განვითარება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბაქტამედი ფარმაცევტულად შეუთავსებადია სისხლის პროდუქტებთან ან ცილოვან ჰიდროლიზატებთან.
არ შეიძლება ბაქტამედის შერევა ერთ ფლაკონში ან შპრიცში სხვა ანტიბიოტიკებთან.
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის, ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფაპიცინი) ბაქტამედთან ერთობლივი გამოყენებისას ავლენენ სინერგიზმს; ბაქტერიოსტატული სამკურნალო საშუალებები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) - ანტაგონიზმს.
ბაქტამედი ზრდის არაპირდაპირ ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (თრგუნავს რა ნაწლავურ მიკროფლორას, ამცირებს K ვიტამინისა და პროთრომბინის ინდექსის სინთეზს); ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივებისა და იმ სამკურნალო საშუალების ეფექტურობას, რომელთა მეტაბოლზმის პროცესში პარაამინობენზოის მჟავა წარმოიქმნება, ასევე ეთინილესტრადოლის ეფექტურობას (შესაძლებელია სისხლდენის განვითარება). შარდმდენები, ალოპურინოლი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან პლაზმაში ამპიცილინის კონცენტრაციას.
ალოპურინოლი კომბინაციაში ბაქტამედთან ზრდის კანზე გამონაყარის განვითარების რისკს.

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.