newhospitals

ბაკლოსანი - მედიკამენტი

ბაკლოსანი - მედიკამენტი
0
5
რეკომენდაცია
0შეფასება
40011ნახვა
აღწერა:
ტაბლეტები - შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ. შედგება 10 მგ - 25 მგ ბაკლოფენისა და დამხმარე ნივთიერებების ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელის, ჟელატინის, ტალკის, მაგნიუმის სტეარატისა და ეთილცელულოზასგან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

  • ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი, გამა-ამინოერბოს მჟავის წარმოებული;
  • აფერენტული მგრძნობიარე ბოჭკოების დაბოლოებების აგზნებადობას ამცირებს;
  • შუალედურ ნეირონებს თრგუნავს;
  • ნერვული იმპულსების მონო და პოლისინაფტურ გადაცემას თრგუნავს;
  • კუნთოვან დაძაბულობას ამცირებს;
  • გავლენას არ ახდენს ნერვულ-კუნთოვან გადაცემაზე;
  • ნევრალგიური დაავადებების დროს თან ახლავს ჩონჩხის კუნთების სპასტიკურობა, ასუსტებს ტკივილს, სპაზმებსა და კლონურ კრუნჩხვას;
  • სახსრის მოძრაობის არეალს აუმჯობესებს, ასევე აიოლებს პასიური და აქტიური კინეზოთერაპიის ჩატარებას.   
ფარმაკოკინეტიკა:

  • მაღალი აბსორბცია;
  • სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 2-3 საათში მიიღწევა;
  • 30%-იანი კავშირი ცილებთან;
  • აღწევს - პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა - დედის რძეში, მეტაბოლიზდება -ღვიძლში და გამოიყოფა - თირკმელების მეშვეობით.
ჩვენება:

  • გაფანტული სკლეროზის დროს კუნთების ტონუსის მომატება;
  • ინფექციური, დეგენერაციული და ტრავმული გენეზის ზურგის ტვინის დაავადება;
  • ინსულტი, ბავშვის ცერებრალური დამბლა, მენინგიტის, ქალა-ტვინის ტრავმა, ალკოჰოლიზმი.
 დოზირება და რეჟიმი:

  • შინაგანად, ჭამის დროს;
  • მოზრდილებში საწყისი დოზაა 5 მგ (1/2 ტაბლეტი, თითო 10 მგ), დღეში 3-ჯერ. დოზა იზრდება ყოველ მესამე დღეს თანდათანობით თერაპიული ეფექტის მიღებამდე (30-75 მგ დღეი);
  • მათთვის, ვისაც სჭირდება ბაკლოსანის დიდი დოზის მიღება (75 მგ-დან 100 მგ-მდე), სასურველია 25 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება;
  • 65 წლის ასაკის ზევით პაციენტთათვის მაქსიმალური დღე-ღამის დოზაა 100 მგ.
  • ბავშვებიში საწყისი დოზაა 5 მგ (1/2 ტაბლეტი, თითო 10 მგ), 3-ჯერ დღეში. დოზა იზრდება ყოველ მესამე დღეს თანდათანობით. რეკომენდებული დოზებია 1-2 წლის ასაკის ბავშვებში დღე-ღამეში 10-20 მგ, 2-6 წლის ასაკის ბავშვებში - 20-30 მგ, 6-10 წლის ასაკის ბავშვებში -  30-60 მგ., ხოლო 10 წლის ასაკის ზევით მაქსიმალური დოზას წარმოადგენს სხეულის მასის 1.5-2.0 მგ/კგ.
 გვერდითი მოვლენები:

  • გულისრევა და ღებინება;
  • ძილიანობა და მომატებული დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • სიმშრალე პირის ღრუში;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • შარდის შეკავება;
  • ყაბზობა ან დიარეა;
  • არტერიული წნევის დაცემა;
  • აპათია;
  • ეიფორია, დეპრესია;
  • პარესთეზიები;
  • მიალგია;
  • კუნთების სისუსტე;
  • ატაქსია;
  • ტრემორი;
  • ნისტაგმი;
  • აკომოდაციის პარეზი;
  • ჰალუცინაციები;
  • დიზურია;
  • ენურეზი;
  • კრუნჩხვები; (ხანგრძლივი კრუჩხვების დროს შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის მოშლაც კი).
უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა;
  • ეპილეფსია;
  • კრუნჩხვა;
  • ფსიქოზები;
  • პარკინსონის დაავადება;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება.
გოზის გადაჭარბებისას განვითარებული სიმპტომები:

  • კუნთების ჰიპოტონია;
  • სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • კომა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

  • აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ჰიპოტენზიურ საშუალებებსა და ეთანოლზე;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ კუნთების ტონუსის დაწევას;
  • ლევოპადასა და კარდიდოპასთან ერთად იზრდება ჰალუცინაციების გაჩენის, ცნობიერების დარღვევისა და აგზნებადობის რისკი;
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

მწარმოებელი:
POLPHARMA, პოლონეთი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.