newhospitals

აზოქსინი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ.

აზოქსინი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ.
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5303ნახვა

საერთაშორისო დასახელება - azithromycin

 

ACT. კლასიფიკაციის კოდი - J01FA10

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მაკროლიდები

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
თურქეთი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
200
მგ/5მლ 15მლ სუსპ
500
მგ 3 ტაბლეტი

 

სუსპენზია:
200
მგ/5მლ 15მლ სუსპ. მოსამზადებელი ფხვნილი
მზა სუსპენზიის ყოველი 5 მლ. შეიცავს 200 მგ. აზითრომიცინის დიჰიდრატს.
ტაბლეტები:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინის დიჰიდტრატს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების წარმომადგენლებს, რომლის მოლეკულის ლაქტონის მე-15 რგოლში, ნახშირბადის ატომის მაგივრად ჩანაცვლებულია მეთილის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია აზოტის ატომთან. აზითრომიცინი ქვემოთ მოყვანილი თვისებებით გამოირჩევა: ადვილად გადის ჰისტო-ჰემატოლოგიურ ბარიერს და აღწევს ქსოვილებში, მაკროფაგების და ნეიტროფილების საშუალებით ტანსპორტირდება ინფექციის კერამდე, გამოირჩევა მაღალი მჟავამედეგობით და ფართო ანტიბაქტერიული სპექტრით გამოირჩევა.
აზითრომიცინი, როგორც ყველა მაკროლიდური ანტიბიოტიკი, ბაქტერიის 50S რიბოსომის დონეზე თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილის ბიოსინთეზს. ნუკლეინური მჟავების სინთეზზე გავლენას არ ახდენს.
აზითრომიცინი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus
Streptococcus pyogenes
Streptococcus pneumonaie
streptococcus agalacticae
(Enterococcus faecalis
და მეთიცილინრეზისტენტული Staphylococcus -ის შტამები აზითრომიცინის მიმართ მდგრადია)
გრამუარყოფითი აერობები:
Haemophilus ducreyi
Haemophilus influenzae
Moraxella (Branhamella) catarrhalis
Neisseria gonorrhoeae
სხვა მიკროორგანიზმები:
Chlamydia pneumoniae
Chlamydia trachomatis
Mycoplasma pneumonia
ბეტა-ლაქტამაზები არ ამცირებენ აზითრომიცინის ეფეტურობას.
აზითრომიცინი ახდენს in vitro ზემოქმედებას ქვემოთ მოცემული მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობები:
სტრეპტოკოკები (C, F, G ჯგუფები)
Streptococus Viridans
გრამუარყოფითი აერობები:
Bordatella pertussis
Legionella pneumophilea
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Peptostreptococcus
შტამები
Prevotella bivia
სხვა მიკროორგანიზმები:
Ureaplasma urealiticum
Borrelia burgdorferi (
ლაიმის დაავადების გამომწვევი)
Mycobacterium avium intracellulare (MAC), Campylobacter and Listeria monocytogenes.

 

ფარმაკოკინეტიკა:
აზითრომიცინი სწრაფად იხსნება სისხლში და შემდეგ გადადის ქსოვილებში. ნივთიერების ბიოშეღწევადობის მაჩვენებელი ერთჯერადი მიღების შემთხვევაში შეადგენს 34%-. საკვებთან ერთად მიღებისას მაჩვენებელი Cmax მატულობს 23%-ით. ერთჯერადად მიღებული 500მგ-ის, ხოლო შემდგომში 250 მგ 2-5 დღეებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებია:


პირველი დღე მეხუთე დღე
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია
(Cmax mcg/ml)
0.41 0.24
მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის ხანგრძლივობა
(Tmax/საათში)
2.5 3.2
მრუდს ქვემოთ არსებული მაჩვენებელი
(AUC 0-24 ng/ml/h)
2.6 2.1
სისხლის პლაზმაში მინიმალური კონცენტრაცია
(Cmin mcg/ml)
0.05 0.05
შარდთან გამოყოფა (შეყვანილი დოზის %) 4.5 6.5

აზითრომოცინი ხანმოკლე დროში სისხლიდან გადადის ქსოვილში. ქსოვილში არსებული კონცენტრაცია უფრო მაღალია პლაზმაში არსებულთან შედარებით. აზითრომიცინი გროვდება ფაგოციტებში და ფიბრობლასტებში. გადანაწილების მოცულობა შეადგენს 31,1/კგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება სისხლში არსებული კონცენტრაციის უკუპროპორციულია - 0,02მკგ/მლ -ზე შეადგენს 51%, ხოლო 2მკგ/მლ - 7%. აზითრომიცინი უცვლელი სახით გამოიდევნება ნაღველთან ერთად. ერეთჯერადი დოზის მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 68 საათს. აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და ხანდაზმულებში არ იცვლება. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს მიმდინარე ფარმაკოკინეტიკა საკმარისად შესწავლილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში:
აზითრომიცინის სუსპენზიის მიღებისას პირველი დღის დოზა განისაზღვრება 10მკ/კგ. შემდგომი 2-5 დღეების განმავლობაში დოზა მცირდება 5მკ/კგ-მდე მისი კინეტიკური პარამეტრები არის შემდეგნაირი:

1-5წ.ბავშვთა ჯგუფში
5-15წ. ბავშვთა ჯგუფში
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია
(Cmax mcg/ml)
0.216 0.383
მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის ხანგრძლივობა
(Tmax/სთ-ში)
1-3 2-4
ზღვარს ქვემოთ არსებული მაჩვენებელი
(AUC 0-24 mkq X s/ml)
1.822 3.109


ჩვენებები:
ქვედა სასუნთქის გზების ინფექციები.
ზედა სასუნთქი გზის ინფექციები.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

 

მიღების წესები და დოზები:
აზოკსინი მიიღება კვებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.



სხეულის წონა (კგ.)
სამდღიანი
(დღეში
მკურანლობა
ერთხელ)
ხუთდღიანი
(დღეში
მკურნალობა
ერთხელ)
I დღე II – III დღე I დღე II – V დღეა
< 15 კგ 2.5 მლ (100 მგ) 2.5 მლ (100 მგ) 2.5 მლ (100 მგ) 1.25 მლ (50 მგ)
15 – 25 კგ 5 მლ (200 მგ) 5 მლ (200 მგ) 5 მლ (200 მგ) 2.5 მლ. (100 მგ)
26 – 35 კგ 7.5 მლ (300 მგ) 7.5 მლ (300 მგ) 7.5 მლ (300 მგ) 3.75 მლ (150 მ)
36 – 45 კგ 10 მლ (400 მგ) 10 მლ (400 მგ) 10 მლ (400 მგ) 5 მლ (200 მგ)
> 45 კგ. ისევე როგორც მოზრდილებში

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი იქნა მხოლოდ 0.7%-ში.
1%-
ზე მეტ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.
1%-
ზე ნაკლებ სიხშირით გამოვლენილ იქნა ქვემოთ მოცემული მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში;
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე, მელენა;
შარდ-სასქესო სისტემა: კანდიდოზი, ვაგინიტი, ნეფრიტი;
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა;
სხვა: დაღლილობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ფოტომგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები:
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულია 1-2%-ის სიხშირით პლაზმის კრეატინინის, ფოსფოკინაზების, კალიუმის, ALT, ACT დონის მომატება, მაგრამ ამ ცვლილებების აზითრომიცინთან კავშირი დადგენილი არ არის.
1%-
ზე ნაკლები სიხშირით - ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ფოსფოტაზების, ბილირუბინის, კრეატინინის, გლუკოზის და ფოსფატების დონის მომატება.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ. ზოგ შემთხვევებში, აზითრომიცინით მკურნალობის დროს. შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, აგრეთვე - ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ზოგ შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გრძელდება, რაც მოითხოვს ექიმის ხანგრძლივ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას. აღნიშნული გამოწვეულია აზითრომიცინის ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობობით.
ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, აზითრომიცინიც Clostridium difficile - ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია, დაინიშნოს Clostridium difficile - მიმართ აქტიური ანტიბიოტიკი, ელექტროლიტები და გამოხდილი წყალი. აზითრომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს QT - ინტერვალის გახანგრძლივება, რაც შეიძლება გახდეს არითმიის - Torsades de pointes -ის მიზეზი. აქედან გამომდინარე, QT -ის ინტერვალის გახანგრძლივება, ან მასზე ეჭვი მნიშვნელოვანია. ქალებში Torsades de pointes - ის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
სიფრთხილე:
1.
აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ აზოკსინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლა.
2.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში აზირთომიცინის მიღების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია.
3.
ზოგიერთი მაკროლიდი შეიძლება გახდეს QT ინტერვალის გახანგრძლივების, ვენტრიკულური ტაქიკარდიის და Torsades de pointes - ის მიზეზი.
4.
აზოქსინის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან კვების შუალედებში; აქვე საყურადღებოა რომ საკვებთან მიღების დროს აზითრომიცინი უფრო კარგი ამტანობით ხასიათდება.
5.
აზოქსინის მიღება არ უნდა ხდებოდეს მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან.
6.
ალერგიული რეაქციების პირველივე ნიშნის გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
მიეკუთვნება B-კატეგორიას. ექსპერიმენტული ცდების დროს, ტერატოგენური ან ემბრიოტოქსიური ეფექტი გამოვლენილი არ იქნა. ამასთან, ორსულ ქალებში დეტალური გამოკვლევა ჩატარებული არ არის, რის გამოც ორსულებში აზოქსინის გამოყენება მიზაშეწონილია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
აზითრომიცინის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
1.
მაგნიუმისა და ალუმინის შემცველ ანტაციდებთან აზითრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება, მაგრამ "კონცენტრაცია-დრო" მაჩვენებლის ქვედა ზღვარი არ იცვლება.
2.
თეოფილინისა და ვარფარინის პლაზმურ კონცენტრაციაზე აზითრომიცინის ეფექტის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაკროლიდების ზემოთაღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია პლაზმური კონცენტრაციის დონის მომატება, აუცილებელია თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლი.
3.
მაკროლიდები ხელს უწყობენ დიგოქსინის, ტრიაზოლამის, ერგოტამინის, ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ციკლოსპორინის და ჰექსობარბიტალის პლაზმური კონცენტრაციის დონის მომატებას.
4.
აზითრომიცინის რეკომენდებული დოზების მიღებისას, პაციენტისთვის ერთჯერადად გამოყენებული ვარფარინი პროთრომბინის დროზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მაკროლიდებთან ერთად მიღებისას, ვარფარინის ანტიკოაგულიანტური მოქმედება იზრდება, აზოქსინის და ვარფარინის ერთად მიღების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილე.
5.
აზითრომიცინის ზიდოვუდინთან და დიდანოზინთან ერთად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
6.
აზითრომიცინის და რიფამბუტინის ერთდროული მიღება მათ პლაზმურ კონცენტრაციებზე გავლენას არ ახდენს.
7.
ციმეტიდინის 2 საათით ადრე მიღება აზითრომიცინის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს.

 

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. სუსპენზიის დამზადების შემდეგ მისი შენახვა მიზანშეწონილია 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 5 დღე.
მშრალი ფხვნილი პერორალური სუსპენზიის დამზადებისათვის -2 წელი. შეფუთვაზე მითითებული თარიღის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.