newhospitals

ატიფინი

ატიფინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5397ნახვა
სარეგისტრაციო ნომერი:
# ЛСР - 00179/07 30.07.2007წ.

 

სავაჭრო დასახელება:
ატიფინი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ტერბინაფინი

 

სამკურნალო ფორმა:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის.

 

შემადგენლობა:
1გ კრემი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს 10მგ; დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ბენზილის სპირტს, სორბინატის სტეარატს, ცეტილის პალმიტატს, ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს, პოლისორბატ 60, იზოპროპილის მირისტატს, დისტილირებულ წყალს.

 

აღწერილობა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჰომოგენური კრემი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. ათქ კოდი: D01AE15.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. დაბალი კონცენტრაციით ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans, Trichophyton violaceum, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), obis sokos (ZiriTadad Candida albikans), ობის სოკოს (ძირითადად Candida albikans) და გარკვეული დიმორფული სოკოების ((Pityrosporum orbiculare) მიმართ. აქტივობა საფუარა სოკოების მიმართ, მათი სახეობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური. ტერბინაფინი სპეციფიური გზით ახდენს სოკოში მიმდინარე სტეროლების ბიოსინთეზის ცვლილებას ადრეულ ეტაპზე. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის დაღუპვას. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოს უჯრედის მემბრანაზე განლაგებული სკვალენეპოქსიდაზას ფერმენტის ინჰიბირების გზით. ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ციტოქრომ 450 სისტემაზე ადამიანებში და, შესაბამისად, ჰორმონების და სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე. ფარმაკოკინეტიკა: გარეგანი გამოყენებისას აბსორბცია - 5%-ზე ნაკლები, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

 

გამოყენების ჩვენება:
კანის სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის ტერფის მიკოზების ("ტერფის" სოკო), საზარდულის ეპიდერმოფიტიის (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებების (tinea corporis), რომლებიც გამოწვეულები არიან ისეთი დერმატოფიტებით, როგორც Trichophyton (მათ შორის, Trichophyton rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum canis da Epidermophyton floccosum. . საფუარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს გვარით (მაგალითად, Candida albicans), კერძოდ, გამოყელვა, ფერადი ლიქენი (Pityriasis versicolor), რომელიც გამოწვეულია Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილია Malassezia furfur სახელწოდებით).

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ. [u]სიფრთხილით:[/u] ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის პროცესის დათრგუნვა, სიმსივნეები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები, 12 წლამდე საბავშვო ასაკი (არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო).

 

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს:
ექსპერიმენტულ კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენური თვისებები არ გამოვლენილა. დღემდე არ ყოფილა შეტყობინებები რაიმე მანკის განვითარების შესახებ ატიფინის გამოყენების დროს. მიუხედავად ამისა, ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არასაკმარისობის გამო, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით. ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძით. მაგრამ, მეძუძური დედის მიერ ატიფინის კრემის გამოყენების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერების შეწოვა იმდენად მცირეა, რომ ახალშობილზე მისი არასასურველი ზემოქმედება ნაკლაბად სავარაუდოა.

 

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან. კრემის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული უბნების გასუფთავება და გამშრალება. კრემი დღეში ერთხელ ან ორჯერ თხელი ფენით დაიტანება დაზიანებულ კანზე და მიმდებარე მონაკვეთებზე, მსუბუქი შეზელვით. გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში), კრემის დატანების ადგილები შეიძლება დაიფაროს დოლბანდის ნაჭრით, განსაკუთრებით ღამე. დაავადება,დოზირება,მკურნალობის ხანგრძლივობა:

კანის დაავადებები 1.გლუვი კანის დერმატომიკოზი და საზარდულის დერმატომიკოზი (მათ შორის, სხეულის დერმატომიკოზი, წვივის დერმატომიკოზი) - დღეში ორჯერ (დილით და საღამოს),1 კვირა 2.ტერფის დერმატომიკოზი -დღეში ორჯერ თითებს შორის (დილით და საღამოს);1 კვირა ტერფის ზედა და გვერდითი ნაწილები, დღეში ერთხელ. 2 კვირა 3.საფუარა სოკოთი გამოწვეული კანის ინფექციები (კანის კანდიდოზი) - დღეში ერთხელ, 1 კვირა 4.ფერადი ლიქენი - დღეში ერთხელ, 2 კვირა იმ შემთხვევაში, თუ 1-2- კვირიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაციის ჩატარება. ხანდაზმულებისათვის ატიფინის კრემის დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება ზემოთ აღწერილისაგან.

 

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის დატანების ადგილას შეიძლება აღინიშნოს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. ალერგიული რეაქციები.

 

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ თუკი შემთხვევით ატიფინის კრემი შინაგანად იქნა მიღებული, მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: თავის ტკივილი, გულის რევა, ტკივილები ეპიგასტრიუმში და თავბრუსხვევა. მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, აუცილებლობის შემთხვევაში - სიმპტომატური შემანარჩუნებელი თერაპია.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ტერბინაფინის კრემის რაიმე სახის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან ცნობილი არ არის. კლინიკური გამოვლინებების გამოხატულების შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემათხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. ატიფინის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. თავი უნდა ავარიდოთ მის მოხვედრას თვალებში, ვინაიდან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას საჭიროა დაუყოვნებლივ გამდინარე წყლით ჩამობანა, ხოლო სერიოზული გაღიზიანების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ალერგიული რეაქციების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

 

გამოშვების ფორმა:
1% გარეგანი გამოყენების კრემი. 15 გ კრემი ალუმინის ტუბში, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

 

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.


მწარმოებელი:
კრკა, ახალი ადგილი, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ახალი ადგილი, სლოვენია.

ნებისმიერი საკითხის თაობაზე მიმართეთ წარმომადგენლობას რუსეთის ფედერაციაში: 123022, მოსკოვი, მე-2 ზვენიგოროდსკის ქ. 13, შენ. 41. ტელ.: (495) 739-66-00, ფაქსი: 739-66-01.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.