ასკორუტინი 50მგ/50მგ#10ტ
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:ასკორბინის მჟავა 0,05გ;
რუტინი 0,05გ.
დამხმარე საშუალებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი. ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
ღია მომწვანო-მოყვითალო ფერის ტაბლეტები ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინები და მათი ანალოგები ფორმა:
ტაბლეტები ფარმაკოლოგიური თვისებები:
რუტინს ასკორბინის მჟავასთან ერთად გააჩნია უნარი შეამციროს კაპილარების გამტარობა და მტვრევადობა. რუტინი გიალურონიდაზას აქტივობის დათრგინვის ხარჯზე ასკორბინის მჟავასთან ერთად მონაწილეობას იღებს ჟანგვით-აღდგენით პროცესებში. ორივე ვიტამინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ყოველი ვიტამინი განიცდის მისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს. ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება 12-გოჯა და წვრილ ნაწლავებში. მიღებიდან 30 წუთის შემდეგ სისხლში ასკორბინის მჟავას შემცვლებობა საგრძნობლად მატულობს, ნაწილდება ქსოვილებში. ამ დროს იგი გარდაიქმნება დეჰიდროასკორბინის მჟავაში, რომელიც გაივლის უჯრედულ მემბრანებს ენერგეტიუკული ხარჯვის გარეშე და სწრაფად აღდგება უჯრედებში. ასკორბინის მჟავა ქსოვილებში იმყოფება მხოლოდ უჯრედშიდა მდგომარეობაში 3 ფორმის სახით: ასკორბინის, დეჰიდროასკორბინის მჟავას და ასკორბიგენის (შეკავშირებული ასკორბინის მჟავა). იგი ორგანოებს შორის ნაწილდება არათანაბრად. ასკორბინის მჟავა დიდი რაოდენობით Aაღინიშნება შიდა სეკრეციის ჯირკვლებში, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვალში, ნაკლები რაოდენობით - თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, გულის კუნთში და ჩონჩხის კუნთებში.
ასკორბინის მჟავას შემცველობა ლეიკოციტებში და თრომბოციტებში მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იგი განიცდის მეტაბოლიზმს და 90%-მდე ელიმინიდება თირკმელებით ოქსალატის სახით, ნაწილობრივ - თავისუფალი ფორმით.
რუტინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ხელს უწყობს ასკორბატის ტრანსპორტს და დეპონირებას. იგი ელიმინირდება უცვლელი და მეტაბოლიტების სახით უპირატესად ნაღველით და ნაკლებად - შარდით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს. ჩვენება:
ჰიპო-ავიტამინოზი P;
დაავადებები, როდესაც აღინიშნება სისხლძარღვების გამტარობის მომატება:
ჰემორაგიული დიათეზი, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, კაპილაროტოქსიკოზი, სხივური დაავადება, სეფტიური ენდოკარდიტი, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი, ჰიპერტონული დაავადება, არაქნოიდიტი, ალერგიული დაავადებები, ინფექციური დაავადებები (პარტახიანი ტიფი, წითელა, ქუნთრუშა), ასევე პროფილაქტიკის და სამკურნალო მიზნით კაპილარების დაზიანებისას, რომელიც გამოწვეულია ანტიკოაგულანტების (ნეოდიკუმარინი, ფენილინი და მათი ანალოგები) და სალიცილატების მიღებით. წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
მომატებული სისხლის შედედება;
თრომბოფლებიტი;
მიდრეკილება თრომბოზების მიმართ;
შაქრიანი დიაბეტი. გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დოზით 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და თერაპიის ეფექტურობაზე. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დადგენილი არ არის. ჭარბი დოზირება:
მწვავე მოწამვლა აღწერილი არ არის. გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. შეფუთვა:
10 ცალი ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. მწარმოებელი და მისი მისამართი:
ბორშაგოვკის ქფქ
უკრაინა