newhospitals

ასკორგემი ფასი - 5.20 ლარი

ასკორგემი ფასი - 5.20 ლარი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2979ნახვა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახლება:

Ascorbic acid


შემადგენლობა:

ასკორბინის მჟავა - 100 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: c ვიტამინი


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ასკორბინის მჟავას გააჩნია გამოხატული აღმდგენი თვისებები, მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლის, ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, სისხლის შედედების, კაპილარების გამტარობის, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირების, სტეროიდული ჰორმონების, კოლაგენის, პროკოლაგენის სინთეზში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციაში, ჭრილობების შეხორცებაში, რკინის ათვისების მექანიზმში. ასკორბინის მჟავა ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ვიტამინი c-ს ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმიდან სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით, შარდის pH-ის უმნიშვნელოდ დაქვეითებით.

 

ჩვენებები:

მისი გამოყენება რეკომენდებულია C ვიტამინის დამატებითი შეყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებულ ყველა კლინიკური სიტუაციის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში: რეკონვალესცენციის პერიოდში, დაბალკალორიული ან საკვები ნივთიერებებით ღარიბი დიეტის, ახალშობილების ხელოვნური კვების დროს. პრეპარატი განსაკუთრებით ნაჩვენებია ბავშვებისათვის.


დოზირების რეჟიმი:

პრეპარატის გამოყენება შეიძლება სუფთა სახით ან წვენთან, რძესთან და ერთად. ახალშობილი და ჩვილი ბავშვები: პედიატრის დანიშნულებით. 1 წელზე უფროსი და 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 10 წვეთი დღეში. 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15-20 წვეთი დღეში.

 

გვერდითი მოვლენები:

ვიტამინი C კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათ შემთხვევებში ასკორბინის მჟავის ხანგრძლივად დიდი დოზებით გამოყენებისას (დღეში 1 გრმაზე მეტი) შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭის მხრივ (გულძმარვა, ფაღარათი), შარდის მჟავე რეაქცია, რაც ხელს უწყობს კონკრემენტების წარმოქმნას, ასევე შეიძლება აღინიშნოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაზე მასტიმულირებელი მოქმედება.


უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ასკორბინის მჟავას მიმართ. არ შეიძლება დღეში 1 გ-ზე მაღალი დოზებით მიღება შარდკენჭოვანი დაავადების ან შარდში ოქსალატების მაღალი კონცენტრაციის დროს. არ შეიძლება შარდმჟავა დიათეზისა და ცისტინურიის დროს გამოყენება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასკორბინის მჟავა ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ზრდის კრისტალურიის წარმოქმნის რისკს სალიცილატებით მკურნალობისას. აძლიერებს რკინის შეწოვას. სინერგულად მოქმედებს ფლავონურ გლიკოზიდებთან. გამოშვების ფორმა: პეროული წვეთები წვეთსაზომით 20 მლ, №1 (1 წვ=5 მგ) მწარმოებელი: Gemi Pharmaceutical პოლონეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.