newhospitals

ასისტი 200მგ #30კაფს

ასისტი 200მგ #30კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8183ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
acetylcysteine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
 მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
200 მგ 30 ტაბ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აცეტილცისტეინი, ბუნებრივი ამინომჟავა L-ცისტეინის N-აცეტილირებული წარმოებულია.
აცეტილცისტეინი მუკოლიზური საშუალებაა.
აცეტილცისტეინს გააჩნია უნარი დაარღვიოს დისულფიდური ბმები ლორწოვანის გლიკოპროტეინებში თავის სულფჰიდრილურ ჯგუფებთან, და გამოიწვიოს მუკოლიზური ეფექტი მუკოიდურ და ლორწოვან ჩირქოვან სეკრეციებზე. ეს აქტივობა უფრო გამოხატულია PH 6-8-ზე. იგი მაღალ კონცენტრაციებს აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვის ქსოვილში. ის სწრაფად ამცირებს სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწოს წებოვნებასა და სიმკვრივეს, აწესრიგებს სუნთქვის ფუნქციას ამოხველების გაუმჯობესებით და ბრონქული სეკრეციის გამოყოფით.
აცეტილცისტეინი არ ახდენს ცილების დეპოლიმერიზაციას და არ გააჩნია ზემოქმედება ფიბრინსა თუ ცოცხალ ქსოვილებზე. მას არ გააჩნია აქტივობა დნმ-ზე.
აცეტილცისტეინი ანტიოქსიდანტური საშუალებაა.
ვინაიდან აცეტილცისტეინი, ცისტეინის დონორის სახით, ფილტვებისა და ღვიძლის უჯრედებში გლუტათიონის სინთეზში ღებულობს მონაწილეობას, ზრდის გლუტათიონის სინთეზს. აცეტილცისტეინი და გლუტათიონი მოქმედებენ ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებთან, რომლებიც ფილტვების ინფექციებისა და თამბაქოს ბოლისა თუ ტოქსიკური საშუალებების ინჰალაციის დროს ნეიტროფილებით წარმოიქმნებიან. ამრიგად აცეტილცისტეინს შეუძლია დაიცვას უჯრედი დაზიანებისაგან და ამჟღავნებს ციტოპროტექტორულ აქტივობას.
აცეტილცისტეინი ხელს უშლის და ამცირებს აცეტამინოფენით გამოწვეულ ჰეპატოტოქსიურობას. აცეტამინოფენის მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450 მიკროსომული ფერმენტების სისტემით რეაქტიულ შუალედურ მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდგომში გლუტათიონთან კონიუგირების გზით მეტაბოლიზდებიან და საბოლოოდ გამოიყოფიან შარდში. აცეტამინოფენის ამ მაღალ დოზებს შეუძლიათ გახლიჩონ გლუტათიონი, ისე რომ ტოქსიკური მეტბოლიტის ინაქტივაცია დაქვეითდეს და შუალედური მეტაბოლიტის დონე გაიზარდოს. აცეტილცისტეინს შეუძლია დაიცვას ღვიძლი, გლუტათიონის დონის შენარჩუნებით ან აღდგენით, ან ტოქსიკურ შუალედურ მეტაბოლიტებთან კონიუგირებით. აცეტილცისტეინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
აცეტილცისტეინი სტაბილურია კუჭისა და ნაწლავების წვენში და კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. ბიოშეღწევადობა 200 მგ, დღეში სამჯერ გამოყენებისას ისეთივეა, რაც 600 მგ დღეში ერთხელ გამოყენებისას. მისი ბიოშეღწევადობა არ იცვლება საკვების არსებობისას. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წუთში.
განაწილება:
განაწილების მოცულობა (Vd) არის 0.33-0.47 ლ/კგ., ვლინდება უჯრედგარეთა სითხეებში, განაწილების ძირითადი ადგილებია ფილტვები, თირკმელები და ღვიძლი. პერორალური მიღების შემდეგ 48% ვლინდება ფილტვის ქსოვილში. აცეტილცისტეინი არსებობს თავისუფალი სახით ან შეკავშირებულია პლაზმურ ცილებთან დისულფიდური ბმებით. მისი 50% შეკავშირებულია პლაზმურ ცილებთან.
მეტაბოლიზმი:
ღვიძლში დეაცეტილირების შემდეგ, იგი განიცდის ამინომჟავა ცისტეინის ჩვეულ მეტაბოლურ გარდაქმნებს.
გამოყოფა:
აცეტილცისტეინი ძირითადად შარდში გამოიყოფა ღვიძლის მეშვეობით ტაურინის სახით.

ჩვენებები:
აცეტილცისტეინი ნაჩვენებია ბლანტი ლორწოს შემცირებისა და გამოყოფის გასაადვილებლად, ამოხველების აუცილებლობის შემთხვევაში; ბრონქოპულმონური დარღვევების დროს.
იგი ასევე გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის დროს აცეტამინოფენით ჭარბი დოზირებისას.

მიღების წესები და დოზები:
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
მუკოლიზური გამოყენება
უფროსები და 7 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში სამჯერ (დილით, შუადღეს და საღამოს) ან 600 მგ (3 კაფსულა) ერთჯერადი დოზის სახით ძილის წინ.
ბავშვები: ბავშვებისათვის რეკომენდებულია ასისტი® სიროფი.
აცეტამინოფენით ჭარბი დოზირება
დარტყმითი დოზაა 140 მგ/კგ, ხოლო შემანარჩუნებელი - 70 მგ/კგ ყოველ 4 საათში ერთხელ (17 დოზა).

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (მაგ. გულისრევა და ღებინება). აცეტილცისტეინის პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სტომატიტი, რინორეა, ჭინჭრის ციება, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ლორწოს წარმოქმნას არ გამოიყენება ამოსახველებელ ანტისეკრეციულ საშუალებებთან ერთად.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება:
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში აცეტილცისტეინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

ორსულობა და ლაქტაცია:
B კატეგორიის პრეპარატი. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, გადადის თუ არა აცეტილცისტეინი დედის რძეში თუ ნაყოფში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს ის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
აცეტილცისტეინს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები:
აცეტილცისტეინის გამოყენების შემდეგ, ბრონქული სეკრეცია შეიძლება შესამჩნევად გაიზარდოს. ამიტომ, საჰაერო გზები თავისუფალი უნდა იყოს პაციენტებში ხველის რეფლექსის დეფიციტით ან ხველის უკმარისობით.

ჭარბი დოზირება:
აცეტილცისტეინის სპეციფიკური ანტიდოტი არ მოიპოვება. ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ცისტეინის წამლებთან ურთიერთქმედება იშვიათია.
გლუტათიონი: გლუტათიონი ტრიპეპტიდია, წარმოებული გლუტამატით, გლიცინითა და ცისტეინით. შემცირებული გლუტათიონი მონაწილეობას ღებულობს ჟანგბადის რადიკალებისა და ზოგიერთი ტოქსიკური საშუალების დეტოქსიკაციაში. აცეტილცისტეინი მოქმედებს ცისტეინის დონორის სახით და ზრდის გლუტათიონის სინთეზს. პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი): აცეტილცისტეინი ჩართულია გლუტათიონის სტრუქტურაში და პარაცეტამოლის რეაქტიული მეტაბოლიტის კონიუგირებაში და შეუძლია ჰეპატოტოქსიურობის პრევენცია. პარაცეტამოლის აცეტილცისტეინთან პირდაპირი ურთიერთქმედება არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ბილიმ ფარმასიუტიკალს
თურქეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.