ასერტინი
სავაჭრო სახელწოდება: ასერტინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): SERTRALINE კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტი-სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI) მწარმოებელი: ბიოფარმი (BIOFARM Sp. z o.o.) მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი გამოშვების ფორმა: 50მგ შემოგარსული ტაბლეტი №30 გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით ინსტრუქცია: ათქ კლასიფიკაციის კოდი: N06AB06 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ.
სერტრალინი (ჰიდროქლორიდის სახით). . . . . . . . . 50 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 6, ტალკი, პროპილენის გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტი-სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI). ჩვენებები:
- დეპრესია და დეპრესიის რეციდივების პროფილაქტიკა (უფროსებში);
- სოციალური შიშის სინდრომი (უფროსებში);
- პოსტტრავმული სტრესის სინდრომი (PTSD) (უფროსებში);
- პანიკური აშლილობანი თანმხლები აგორაფობიით ან მის გარეშე;
- ობსესიურ-კომპულსური აშლილობანი (ZO-K) (ბავშვებში 6-დან და უფროსებში). დოზირების რეჟიმი:
ასერტინი მიიღება დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. მოზრდილები:
დეპრესია და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა: ZO-K და დეპრესიის მკურნალობაში ეფექტური სტანდარტული დოზა შეადგენს 50 მგ/დღეში. დღიური დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს (რამდენიმე კვირის განმავლობაში) 50 მგ-ით სულ მცირე ერთი კვირის ინტერვალით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 200 მგ დღეში.
პანიკური აშლილობა, სოციალური შიშისა და პოსტტრავმული სტრესის (PTSD) სინდრომები: პანიკური აშლილობის, სოციალური შიშის და პოსტტრავმული სტრესის (PTSD) სინდრომების მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ/დღეში დოზით (ასერტინ 50-ის ნახევარი ტაბლეტი), მისი გაზრდით დღეში 50 მგ-მდე ერთ კვირაში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში. ბავშვები და მოზარდები:
ასერტინის მიღება შეიძლება 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობების დროს.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობანი:
6-დან 12 წლამდე ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში (ასერტინ 50-ის ნახევარი ტაბლეტი). ერთი კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება ურჩიოს დოზის მომატება 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზას შეადგენს 200 მგ-ს დღეში.
13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზას შეადგენს 50 მგ-ს დღეში. მაქსიმალური დოზა არის 200 მგ დღეში.
პაციენტებმა თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით უნდა აცნობონ ექიმს მათ შესახებ და შემდგომში მოიქცნენ მისი რეკომენდაციების შესაბამისად.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და მკურნალობაზე, პაციენტის საპასუხო რეაქციის ხარისხზე. სიმპტომატიკის შემცირება შეიძლება დაიწყოს მკურნალობის მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ. ასერტინის მიღების გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტი. აუცილებლად უნდა მიიღოთ მორიგი ტაბლეტი თავის დროზე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. ასერტინის მიღების შეწყვეტა: პრეპარატის მოხსნა არ შეიძლება მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ექიმმა თანდათანობით უნდა შეამციროს პრეპარატის დოზა რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე. პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგ. თავბრუ, გაშეშება, ძილის დარღვევა, აღგზნება ან შიშები, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კუნთების ტრემორი. იმ შემთხვევაში, თუ ასერტინის მოხსნისას გამოვლინდა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი რეაქცია ან ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენა, აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის გულისრევა. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და ხშირად ქრებიან შემდგომი მკურნალობისას.
აუცილებელია სასწრაფოდ ექიმის ინფორმირება თუ პრეპარატის მიღების პროცესში გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოცემულ სიმპტომთაგანი (ეს სიმპტომები შეიძლება მძიმე იყოს):
- ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევს ბუშტუკების წარმოქმნას (მრავალფორმული ერითემა); ბუშტუკები შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუში და ენაზე. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია, როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TNN). ასეთ შემთხვევაში ექიმი მკურნალობის შეწყვეტას ურჩევს;
- ალერგიული რეაქციები ან ალერგიები, რომლებიც იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა კანზე გამონაყარი ქავილით, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქუთუთოების, სახისა და ტუჩების შეშუპება;
- აღგზნება, ცნობიერების დაბინდვა, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა და მომატებული არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, ტაქიკარდია. ყველაფერი ეს სეროტონინული სინდრომის ნიშნებია. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს ღებულობენ ერთდროულად სერტრალინთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს მკურნალობის შეწყვეტას;
- კანის საფარისა და თვალების გაყვითლება, რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანებას ნიშნავდეს;
- დეპრესიის ნიშნები თანმხლები ფიქრებით თვითმკვლელობაზე;
- მოძრაობითი შფოთვა და ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა ასერტინის მიღების შემდეგ. აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება მოძრაობითი მოუსვენრობის პირველი ნიშნების შესახებ. უფროსი პაციენტების კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ქვემოთ აღწერილი სიხშირით ვლინდებოდა: ძალიან ხშირად - აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე 10 პაციენტიდან 1-ში; ხშირად - აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე 1-ში, თუმცა უფრო იშვიათად, ვიდრე 10-ში 100 პაციენტიდან; არც ისე ხშრად - აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე 1-ში, თუმცა უფრო იშვიათად, ვიდრე 10-ში 1000 პაციენტიდან; იშვიათად - აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე 1-ში, თუმცა უფრო იშვიათად, ვიდრე 10-ში 10000 პაციენტიდან; ძალიან იშვიათად, ერთე¬უ¬ლი შემთხვევების ჩათვლით - აღინიშნებოდა უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 10 000-დან.
ძალიან ხშირად: უძილობა, თავბრუ, ძილიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის დარღვევა, დაღლილობა.
ხშირად: ყელის ტკივილი, ანორექსია, მომატებული მადა, დეპრესია, უცნაური თვითშეგრძნება, ღამის კოშმარები, შიში, აღგზნება, ნერვიულობა, დაქვეითებული ლიბიდო, კბილების კრაჭუნი, გახევება და ჟრუანტელი, კუნთების ტრემორი, კუნთების მომატებული დაძაბულობა, გემოს დარღვევა, კონცენტრაციის დაქვეითება, მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, გულისცემის აჩქარება, ცხელი ალები. მთქნარება, ტკივილი მუცელში, შეკრულობა, დარღვევები კუჭის მხრიდან, მეტეორიზმი, გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი კუნთებში, სექსუალური ფუნქციების დარღვევა, ერექტილური დისფუნქცია, ტკივილი გულმკერდში. არც ისე ხშირად: გაციება, კატარი, ჰალუცინაციები, ეიფორიის შეგრძნება, გულგრილობა, აზროვნების დარღვევა, კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კოორდინაციის დარღვევა, მომატებული მოძრაობები, მეხსიერების დარღვევა, ჰიპოესთეზიები, მეტყველების დარღვევა, თავბრუ ადგომისას, ყურების ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, ცხელი ალები, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ზედაპირული სუნთქვა, ცხვირიდან სისხლდენა, საყლაპავთან დაკავშირებული პრობლემები, ყლაპვის გაძნელება, ბუასილი, მომატებული ნერწყვდენა, ენის დაზიანება, ბოყინი, თვალების შეშუპება, კანზე იისფერი ლაქები, თმების ცვენა, ცივი ოფლი, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ჰიპოდინამია, წელის ტკივილი, კუნთების ტიკები, შარდვა ღამით, შარდვის გართულება, გაძლიერებული შარდვა, ხშირი შარდვა, დარღვეული შარდვა, სისხლდენა საშოდან, ქალებში სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ცუდი თვითშეგრძნება, შემცივნება, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, მომატებული წყურვილი, სხეულის მასის შემცირება, სხეულის მასის მომატება....... იშვიათად: ნაწლავის მხრიდან დარღვევა, ყურის ინფექცია, სიმსივნური წარმონაქმნი, ჯირკვლების შესიება, ქოლესტერინის მომატებული კონცენტრაცია, სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია, სტრესი ან ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, პრეპარატზე დამოკიდებულება, ფსიქოზური დარღვევები, აგრესია, პარანოა, თვითმკვლელობაზე ფიქრები, ლუნატიზმი, ნაადრევი ეაკულაცია, კომა, ანომალური მოძრაობები, გადაადგილების გაძნელება, სენსორული მგრძნობელობის მომატება, მგრძნობელობის დარღვევა, გლაუკომა, ცრემლდენის დარღვევა, ბალიშები თვალის ქვეშ, გაორება თვალებში, სისხლჩაქცევა თვალის მიდამოში, გუგის გაფართოება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია, დარღვევები გულის მხრიდან, ქვედა და ზედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სასუნთქი გზების შევიწროება, გახშირებული სუნთქვა, შენელებული სუნთქვა, მეტყველების დარღვევა, სლოკინი, სისხლიანი განავალი, ტკივილი პირის ღრუში, ენის დაწყლულება, დარღვებები კბილების მხრივ, ენასთან დაკავშირებული პრობლემები, დაწყლულება პირის ღრუში, ღვიძლის მხრივ დარღვევები, კანის დაზიანება, მათ შორის ბუშტუკების წარმოქმნით, კანის თმიან ნაწილზე გამონაყარი, თმის ანომალური სტრუქტურა, კანის ანომალური სუნი, ძვლების დაავადებები, გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, შარდის შეუკავლობა, შარდვის შეკავება, საშოდან ჭარბი სისხლდენა, საშოს სიმშრალე, მტკივნეული წითელი სასქესო ორგანო, ხანგრძლივი ერექცია, გამონადენი დვრილიდან, თიაქარი, ნაწიბურების წარმოქმნა ინიექციის ადგილას, პრეპარატის ტოლერანტობის დაქვეითება, სიარულის პრობლემები, ლაბორატორიული კვლევების შედეგების გადახრები, სპერმის ანომალია, ტრავმები, სისხლძარღვების ატონია.
სერტრალინის ბაზარზე ჩაშვების შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის შემცირება, ენდოკრინული დარღვევები, სისხლში მარილის კონცენტრაციის შემცირება, ღამის კოშმარები, სუიციდუალური ქცევა, ანომალური მოძრაობები (მაგ. მომატებული მოძრაობითი აქტივობა, კუნთების მომატებული ტონუსი და სიარულის გაძნელება), გონების დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, ჰემორაგიული დარღვევები (ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან ჰემატურია), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, სიყვითლე, კანის შეშუპება, კანის რეაქცია მზეზე, ქავილი, სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, მკერდის გადიდება, არარეგულარული მენსტრუაციები, ქვედა კიდურების შეშუპება, სისხლის შედედების პრობლემები და მძიმე ალერგიული რეაქციები.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ამ ჯგუფის პრეპარატებს (სეროტონინის მეორადი უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), აღინიშნებოდა ძვლების მოტეხილობების მომატებული რისკი. გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში: კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით გვერდითი მოვლენები პრინციპში ისეთი იყო, რაც უფროსებში (იხ. ზემოთ). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ბავშევბსა და მოზარდებში იყო: თავის ტკივილი, უძილობა, ფაღარათი და გულისრევა. უკუჩვენებები:
ასერტინის მიღება არ შეიძლება:
- თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა (სენსიბილიზაცია) სერტრალინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
- თუ პაციენტი ღებულობს ან ღებულობდა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატს (ნაო ინჰიბიტორები, მაგ. სელეგილინი, მოკლობემიდი) ან მაო მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მსგავს პრეპარატებს (მაგ. ლინეზოლიდი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა სულ მცირე ერთი კვირის ლოდინი მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე. მაო ინჰიბიტორბით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა სულ მცირე 2 კვირის ლოდინი სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე;
- თუ პაციენტი ღებულობს პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება).
პრეპარატ ასერტინის მიღების წინ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების შესახებ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში იყო ან ამჟამად აღინიშნება:
- სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც სერტრალნთან ერთად გარკვეულ პრეპარატებს ღებულობდნენ (ნიშნები იხ. "გვერდითი მოვლენები"). პაციენტმა უნდა უთხრას ექიმს, თუ წარსულში ჰქონდა სეროტონინის სინდრომი;
- სისხლში ნატრიუმის დაქვეითებული კონცენტრაცია, ვინაიდან შეიძლება ეს განვითარდეს ასერტინის მიღების შედეგად. აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს განსაზღვრული პრეპარატების მიღების შესახებ, რომლებიც ინიშნება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს, ვინაიდან ამ დროს შეიძლება შეიცვალოს ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლში;
- ხანდაზმული ასაკის პირები; სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითების რისკი (იხ. ზემოთ) ასეთ პირებში უფრო გამოხატულია;
- ღვიძლის დაავადება; ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ ასერტინის დოზის შემცირების შესახებ;
- შაქრიანი დიაბეტი; პრეპარატმა ასერტინმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შეცვლაზე, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის შეცვლა;
- ეპილეფსია ან კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში. შეტევის (ეპილეფსიური) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს;
- წარსულში არსებული მანიაკალურ-დეპრესიული (ბიპოლარული) ფსიქოზი ან შიზოფრენია. მანიაკალური ეპიზოდის გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს;
- ამჟამად ან წარსულში თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები (იხ. თვითმკვლელობაზე ფიქრები და შიშების ან დეპრესიული დარღვევების გაძლიერება);
- ჰემორაგიული აშლილობანი ან წარსულში ანტიჰემორაგიული პრეპარატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ვარფარინი) ან სისხლდენების რისკის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება;
- ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები. პრეპარატი ასერტინი შეიძლება დაინიშნოს ბავშვებისა და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ მხოლოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობების დროს. ამ დაავადების გამო ნამკურნალევი პაციენტები, ექვემდებარებიან ექიმის მკაცრ მეთვალყურეობას (იხ. გამოყენება ბავშევსა და მოზარდებში:
- ელექტროშოკით მკურნალობა.
შფოთვა/აქატიზია: სერტრალინის გამოყენება დაკავშირებულია აქატიზიის გამოვლენასთან (შემაწუხებელი მდგომარეობა, რომელსაც ახასიატებს მოძრაობითი შფოთვა და იძულებითი მოძრაობები - ხშირად ადგილზე ჯდომის და დგომის შეუძლებლობა). ამ სიმპტომების გამოვლენა ყველაზე მეტად შესაძლებელია მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში. პაციენტებში, ასეთი სიმპტომების არსებობისას, პრეპარატის დოზის მომატებამ შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს.
მოხსნის სინდრომი: ხშირად აღინიშნება მოხსნის სინდრომი, განსაკუთრებით პრეპარატის უეცარი შეწყვეტის დროს (იხ. "გვერდითი მოვლენები"). მოხსნის სინდრომის გამოვლენა დაკავშირებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზასა და დოზის შემცირების სიჩქარეზე. ხშირად ზემოთ აღწერილი სიმპტომები ძლიერდებიან სუსტად ან ზომიერად, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოხატულობის მძიმე ხარისხსაც მიაღწიონ. ჩვეულებრივ ისინი გამოვლინდებიან მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ სახის ნიშნები, როგორც წესი, დამოუკიდებლად ქრებიან 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება უფრო დიდ ხანს შენარჩუნდენ (2-3 თვე ან მეტი). ამასთან დაკავშირებით, პრეპარატ ასერტინის სრულის მოხსნის წინ რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში - პაციენტის მოთხოვნილებების შესაბამისად.
თვითმკვლელობაზე ფიქრები, დეპრესიის ან მშფოთვარე აშლილობები გაძლიერება: პირებს დეპრესიით ან მშფოთვარე აშლილობებით, შეიძლება ჰქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები. ასეთი სიმპტომები ან ასეთი ქცევა შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დასაწყისში, ვინაიდან ასეთი პრეპარატები მოქმედებას 2 კვირის შემდეგ, ზოგჯერ კი უფრო გვიანაც იწყებენ. თვითმკვლელობაზე, თვითდაზიანებაზე ფიქრების გამოვლენა ან თვითმკვლელობის მცდელობები ყველაზე მეტად შესაძლებელია, თუ:
- პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა თვითმკლელობაზე ფიქრები ან თვითდაზიანების სურვილი;
- პაციენტი - ახალგაზრდა ადამიანია; კლინიკური კვლევების მონაცემები უჩვენებენ, რომ თვითმკვლელობის ტენდენციების გამოვლენის
რისკი მომატებულია 25 წლამდე პირებში ფსიქიკური დარღვევებით, რომლებიც ანტიდეპრესანტებით მკურნალობდნენ.
თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე ფიქრები, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართოთ საავადმყოფოს.
კარგი დახმარება იქნება ახლობლებისა და მეგობრების ინფორმირება დეპრესიისა თუ მშფოთვარე აშლილობების შესახებ და თხოვნა, წაიკითხონ ეს ინსტრუქცია. პაციენტს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ახლობლებსა და მეგობრებს და სთხოვოს უთხრან მას, თუ შეამჩნევენ, რომ დეპრესია ან შფოთვა ძლიერდება ან მის ქცევაში ჩნდება შემაშფოთებელი ცვლილებები.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება: სერტრალინის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, გარდა პაციენტებისა ობსესიურ-კომპულსური აშლილობებით. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში აღწერილი ჯგუფიდან პრეპარატების გამოყენებისას, აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენის მომატებული რისკი, როგორებიცაა თვითმკვლელობაზე ფიქრები და მტრული განწყობილება (უმთავრესად აგრესიული ქცევა, ბუნტი და სიბრაზე). მიუხედავად ამისა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ასერტინის დანიშვნის შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტში, იმ შემთხვევაში თუ ეს პაციენტის ინტერესში იქნება. თუ ექიმი გამოუწერს ასერტინს 18 წლამდე ასაკის პაციენტს, ხოლო ბავშვის მეურვეს მოუნდება ამის განხილვა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გარდა ამისა, თუ ასერტინის მიღების დროს 18 წლამდე ასაკის პაციენტში გამოვლინდა ან გაძლიერდა რომელიმე ზემოთ აღწერილი ნიშანთაგანი, აუცილებლად საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
არ არის დამტკიცებული ასერტინის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება, მისი ზეგავლენა ზრდაზე, მომწიფებაზე, ქცევასა და შემეცნებით ფუნქციებზე. ორსულობა და ლაქტაცია:
აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ მეანმა და (ან) ექიმმა იცის, რომ პაციენტი ღებულობს ასერტინს. ორსულობის დროს ისეთი პრეპარატების მიღებამ, როგორიცაა ასერტინი, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, შეიძლება გაზარდოს ბავშვში მძიმე დარღვევის, ე.წ. ახალშობილებში პერსისტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი (PPHN), რომელიც გამოვლინდება გახშირებული სუნთქვით და ახალშობილის კანის შეფერადებით. ეს ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებინან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ახალშობილს გამოუვლინდა, რომელიმე ზემოთ აღწერილი ნიშანთაგანი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ მეანს და/ან ექიმს.
სერტრალინის გამოყენების უსაფრთხოება ქალებში ორსულობის დროს არ არის ბოლომდე დადასტურებული. ასერტინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ექიმის შეფასებით მისი სარგებელი ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისათვის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, სერტრალინის მიღების დროს, უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სერტრალინი გადადის დედის რძეში. სერტრალინის გამოყენება მეძუძურ დედებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის. განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ასერტინი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს ადრე გამოუვლინდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. სატრანსპორტო საშუალებების და მოძრავი მექნიზმების მართვა: ფსიქოტროპულმა საშუალებებმა, რასაც სერტრალინი განეკუთვნება, შეიძლება ზეგავლენა იქონიონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა, არც მოძრავ მექნიზმებთან მუშაობა, თუ ცნობილი იქნება, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს პრეპარატი ამ ქმედებების შესრულების უნარზე. ჭარბი დოზირება:
ასერტინის ძალიან დიდი რაოდენობის შემთხვევით მიღების შესახებ აუცილელად უნდა აცნობოთ ექიმს ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს. აუცილებლად თან უნდა წაიღოთ პრეპარატის შეფუთვა ეტიკეტთან ერთად, მიუხედავად იმისა არის მასში პრეპარატი თუ არა.
უფროსებში ჭარბი დოზირების ნიშნებია: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, გულისცემა, ტრემორი, აღგზნება, თავბრუ, იშვიათ შემთხვევებში გონების დაკარგვა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ბოლო დროს გამოყენებული ყველა პრეპარატის შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ასერტინის აქტივობაზე; ან პირიქით შეიძლება შეამციროს ერთდროულად მიღებული პრეპარატების ეფექტურობა.
ასერტინის ერთდროულმა მიღებამ შემდეგ პრეპარატებთან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები:
- მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) ჯგუფის პრეპარატები, მაგ. მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების მკურნალობაში) და ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი. ასერტინი არ გამოიყენება მაო ინჰიბიტორებთან ერთად.
- ფსიქოზური დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები (პიმოზიდი). არ შეიძლება ასერტინის გამოყენება პიმოზიდთან ერთად. მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
- კრაზანას (Hypericum perforatum) ფოთლებისა და ყვავილების შემცველი მცენარეული პრეპარატები. კრაზანას ფოთლებისა და ყვავილების მოქმედება ნარჩუნდება 1-2 კვირის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
- ტრიფტოფანის ამინომჟავას შემცველი პრეპარატები;
- გამოხატული ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგ. ტრამადოლი);
- შაკიკის მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები (მაგ. სუმატრიპტანი);
- შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ვარფარინი);
- სახსრების ტკივილის/ანთების მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები), მაგ. იბუპროფენი, სალიცილის მჟავა;
- დამამშვიდებელი პრეპარატები (დიაზეპამი);
- შარდმდენი პრეპარატები;
- ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი);
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ტოლბუტამიდი);
- კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციისა და წყლულოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატები (ციმეტიდინი);
- მანიისა და დეპრესიის მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები (ლითიუმი);
- სხვა ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი);
- შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური დარღვევების მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები (მაგ. პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი).
ასერტინით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ასერტინის მიღება შეიძლება საკვების გარეშე ან საკვებთან ერთად. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.