newhospitals

ასერტა

ასერტა
ანოტაციის მომწოდებელია
5
1
რეკომენდაცია
1შეფასება
18010ნახვა
სერტრალინა ასერტა 50 მგ შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს: 50 მგ სერტრალინი. დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი და ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ჩვენებები:
დეპრესია და მისი რეციდივის პრევენცია მოზრდილებში. სოციალური შფოთვითი, ტრავმის შემდგომი სტრესული, პანიკური, აშლილობა მოზრდილებში, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მოზრდილებში, ბავშვებსა და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.

დოზირება და მიღების წესი:
სერტრალინა ასერტა ყველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. სერტრალინა ასერტას ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. მედიკამენტი მიიღება დღეში ერთხელ, დილას ან საღამოს. დეპრესია და ობსესიურ-

კომპულსიური აშლილობა მოზრდილებში:
არის 50 მგ დღეში. შესაძლებელია დღიური დოზის თანდათანობით გაზრდა 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში, არანაკლებ ერთი კვირის ინტერვალით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში. პანიკური, სოციალური შფოთვითი და

ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა:
მკურნალობა იწყება დოზით 25 მგ დღეში და იზრდება 50 მგ-მდე დღეში ერთი კვირის შემდეგ. შესაძლებელია დღიური დოზის თანდათანობით გაზრდა 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.

ბავშვები და მოზარდები:
სერტრალინა ასერტა გამოიყენება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებულ 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ბავშვები 6-დან 12 წლამდე: რეკომენდებული საწყისი დოზა არის 25 მგ ყოველდღიურად. ერთი კვირის შემდეგ ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზა არის 200 მგ ყოველდღიურად. მოზარდები 13-დან 17 წლამდე: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 200 მგ ყოველდღიურად.

გვერდითი მოვლენები:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს თუ პაციენტს განუვითარდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: მძიმე გამონაყარი ბუშტუკებით. მან შესაძლოა დააზიანოს პირი და ენა. ასეთ შემთხვევებში, ექიმი წყვეტს მკურნალობას. ალერგიული რეაქცია, რომელიც მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი და კანზე გამონაყარი, სუნთქვის პრობლემები, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება. თუ პაციენტს აღენიშნება აჟიტიცია, ცნობიერების დაბინდვა, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, ჭარბოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა. ეს წარმოადგენს სეროტონინის სინდრომის ნიშნებს. თუ პაციენტს აღენიშნება კანისა და სკლერების სიყვითლე, რაც შესაძლოა ღვიძლის დაზიანებაზე მეტყველებდეს. თუ პაციენტს აქვს დეპრესიის ნიშნები სუიციდური აზრებით. თუ სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტს განუვითარდება მოუსვენრობის შეგრძნება და ხანგრძლივად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ამასთან, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის დარღვევა, დაღლილობა. ყელის ტკივილი, უმადობა ან გაძლიერებული მადა, დეპრესია, უცნაური შეგრძნებები, კოშმარები, შფოთვა, აჟიტიცია, ნევროზულობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება, კბილების კრაჭუნი, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, უჩვეულო გემო, ყურადღების დეფიციტი, მხედველობის დარღვევები, ყურებში ხმაური, გულის ფრიალი, ალები, მთქნარება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, აირები, გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, სექსუალური დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია, ტკივილი გულმკერდის არეში. გულმკერდის არეში სიცივის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ჰალუცინაციები, ბედნიერების შეგრძნება, მზრუნველობის დეფიციტი, არანორმალური ფიქრები, გულყრები, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, ხშირი მოძრაობა, მეხსიერების დაქვეითება, მგრძნობელობის მოშლა, მეტყველების დარღვევები, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, შაკიკი, ყურის ტკივილი, აჩქარებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, წამოხურება, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხიხინი, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, საყლაპავის პრობლემები, ყლაპვის გაძნელება, ჰემოროიდები, გაძლიერებული ნერწყვდენა, ბოყინი, თვალების შეშუპება, მუქი წითელი ფერის ლაქები კანზე, თმის ცვენა, ცივი ოფლი, მშრალი კანი, ჭინჭრის ციება, ოსტეოართრიტი, კუნთოვანი სისუსტე, წელის ტკივილი, შარდვა ღამის განმავლობაში, შარდვის შეუძლებლობა, შარდვის მომატება, შარდვის სიხშირის გაზრდა, პრობლემური შარდვა, სისხლდენა საშოდან, ქალების სექსუალური დისფუნქცია, საერთო სისუსტე, შემცივნება, ცხელება, სისუსტე, წყურვილი, წონის დაკლება, წონის მატება. ყურის ინფექცია, ჯირკვლების შეშუპება, ქოლესტერინის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება, სტრესითა და ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, მედიკამენტებზე დამოკიდებულება, ფსიქოტური დარღვევები, აგრესია, პარანოია, სუიციდური აზრები, ძილში სიარული, კომა, გაძნელებული მოძრაობა, მგრძნობელობის მომატება, გლაუკომა, ცრემლის გამოყოფის პრობლემები, მხედველობის დარღვევები, სინათლეზე თვალების ტკივილი, სისხლჩაქცევა თვალებში, გაფართოებული გუგები, მიოკარდიუმის ინფარქტი, ნელი გულისცემა, გულის პრობლემები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურებში, ლარინგოსპაზმი, სუნთქვის, საუბრის გაძნელება, სისხლის გაჩენა განავალში, კბილების დაავადებები, პირის დაწყლულება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევები, კანის პრობლემები ბუშტუკების გაჩენით, ფოლიკულური გამონაყარი, თმის ხარისხის ცვლილება, კანის უჩვეულო სუნი, ძვლების დაავადებები, შარდვის შემცირება, შეუკავებლობა ან შეკავება, ჭარბი სისხლდენა საშოდან, საშოს სიმშრალე, სასქესო ასოსა და მისი თავის სიწითლე და მტკივნეულობა, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან, თიაქარი, ნაწიბური ინექციის ადგილას, წამლის მიმართ ამტანობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება, ცვლილებები ლაბორატორიულ ტესტებში. ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, თიროიდული ჰორმონების შემცველობის დაქვეითება, ენდოკრინული პრობლემები, ელექტროლიტური დარღვევები, გულის წასვლა, პანკრეატიტი, კანის შეშუპება, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, ქავილი, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ფეხების შეშუპება, სისხლის შედედების პრობლემები და მძიმე ალერგიული რეაქციები. ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სერტრალინის ან სერტრალინი ასერტას შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, მაო-ნიჰიბიტორებთან კომბინირებული მკურნალობა, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი. სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არანაკლებ ერთი კვირიანი შუალედი ამ სამკურნალო საშუელებებით მკურნალობის დაწყებამდე. სერტრალინათი მკურნალობა იწყება მაო-ინჰიბიტორებით მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ. პიმოზიდინთან კომბინირებული მიღება. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა ნებისმიერ პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, განსაკუთრებით შემდეგ სამკურნალო საშუალებებს: მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს კრაზანას. ამინომჟავა ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები. მძიმე ტკივილის მოსახსნელი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრამადოლი. შაკიკის სამკურნალო საშუალებები. სისხლის გამათხელებელი პრეპარატები. ტკივილის ან ართრიტის სამკურნალო საშუალებები როგორიცაა იბუპროფენი, ასპირინი. დიაზეპამი. შარდმდენები. ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები. დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. კუჭის მომატებული მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებები. ლითიუმი. ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი. პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი.

განსაკუთრებული მითითებები:
სერტრალინა ასერტას მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აწუხებს ან ანამნეზში აღნიშნება ნებისმიერი შემდეგი დაავადება: სეროტონინის სინდრომი. სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, თუ პაციენტი ღებულობს ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებებს - მათ ასევე შეუძლიათ სისხლში ნატრიუმის შემცველობის შეცვლა გამოიწვიონ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ისინი იმყოფებიან ნატრიუმის დონის დაქვეითების რისკის ქვეშ. ღვიძლის დაავადებები; დიაბეტი; ეპილეფსია ან გულყრები ანამნეზში. თუ პაციენტს აქვს მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება ან შიზოფრენია. თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა სუიციდური აზრები, აღენიშნება ჰემორაგიული დაავადებები ან ღებულობს სისხლის გამათხიერებელ საშუალებებს ან მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს. პაციენტი არის ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდი. 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში სერტრალინა ასერტა გამოიყენება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ. თუ პაციენტს უტარდება ელქტრო-კონვულსიური თერაპია. დოზის გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება. მომდევნო დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დაუშვებელია სერტრალინა ასერტას მიღების შეწყვეტა ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმმა უნდა აკონტროლოს, რომ სერტრალინა ასერტათი მკურნალობა შეწყდეს თანდათანობით რამდენიმე კვირის განმავლობაში. აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილის დარღვევები, აჟიტირება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან კანკალი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულ ან მეძუძურ ქალებში სერტრალინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის ან ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს. რეპროდუქციული ასაკის ქალებში სერტრალინის მიღების დროს აუცილებელია უსაფრთხო კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ფსიქოტროპულმა მედიკამენტებმა, როგორიცაა სერტრალინი, შესაძლოა დააქვეითოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარი. დაუშვებელია მანქანის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, თუ პაციენტმა იცის, რომ ეს მედიკამენტი ახდენს ზეგავლენას აღნიშნული მოქმედებების შესრულების უნარზე.

ჭარბი დოზირება:
დიდი რაოდენობით სერტრალინა ასერტას შემთხვევით მიღებისას, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან მიემართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს. პაციენტმა მუდმივად თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, მიუხედავად იმისა, არის მასში სამკურნალო საშუალება თუ არა. დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია ძილიანობა, გულისრევა და ღებინება, აჩქარებული გულისცემა, კანკალი, აჟიტიცია, თავბრუსხვევა და იშვიათად გონების დაკარგვა.

გარეგნული სახე და შეფუთვა:
სერტრალინა ასერტა წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების სახით და მოთავსებულია ბლისტერზე. სერტრალინა ასერტას 50 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 60 ტაბლეტიან შეფუთვაში.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში.

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
პენტაფარმა-სოსიედადე ტექნიკო მედიცინალ, ს.ა. რუა და ტაპადა გრანდე, nრ2, აბრინჰეირა, 2710-089 სინტრა, პორტუგალია

მწარმოებელი:
ვესტ ფარმა-პროდუცოეს ესპეციალიდადეს ფარმაცევტიკას, ს.ა. რუა ხოაო დე დეუს, #11, ვენდა ნოვა, 2700-486 ამადორა, პორტუგალია.
ატლანტიკ ფარმა-პროდუცოეს ფარმაცეუტიკას, ს.ა. რუა და ტაპადა გრანდე, n.რ 2, აბრუნეირა, 2710-089 სინტრა, პორტუგალია

მიშკა
2014-12-08
მაგარია ძალიან
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.