newhospitals

არტიზი კრემი

არტიზი კრემი
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
2237ნახვა
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები:

√ გლუკოზამინის სულფატი 2KCL √ ქონდროიტინის სულფატი √ ტიპი II კოლაგენი √ მეთილსულფონილმეთანი √ მენთოლი √ ჯინჯერის ზეთი √ ლავანდას ზეთი √ ცერეცოს ზეთი √ ევკალიპტის ზეთი √ მიხაკის ზეთი √ ტკბილი ფორთოხლის ზეთი.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი; რბილი პარაფინი; ცეტეარილ ალკოჰოლი; ცეტეარეს-20; ბეჰენტრიმონიუმის ქლორიდი; ლეციტინი; დიმეთიკონი; სორბიტან კაპრილატი; პროპანედიოლი; ბენზოის მჟავა; პოლიაკრილატის მარილი; ტრიეთანოლამინი; აკრილატი/c10-30 ალკილ აკრილატის კროსპოლიმერი; დისოდიუმ E.D.T.A; dl-α- ტოკოფეროლის აცეტატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიალური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი ხვდება ხრტილოვან ქსოვილში სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მეთილსულფონილმეთანია - მსმ ) და შესაბამისად აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილების და ძვლების აღდგენას. მეთილსულფონილმეთანს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს ტრავმის შემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას, აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს ძვლის და კუნთის სტრუქტურის აღდგენას. ქონდროიტინის სულფატი ხრტილოვანი ქსოვილის და იოგების მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტია, აძლევს მათ სიმტკიცეს და ქსოვილში სითხის შეკავების ხარჯზე ამორტიზაციულ თვისებას, ახდენს შმაერთებელი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების ინჰიბირებას,ზრდის სასახსრე სითხის პროდუქციას, აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას და აუმჯობესებს მოძრაობას დაზიანებულ სახსარში. კოლაგენი ტიპი II ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, წარმოადგენს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურის საფუძველს, ამცირებს შეშუპებასა, ტკივილს სახსარში და დილის შებოჭილობას. მენთოლი ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებაა, კანის ზედაპირზე წასმისას ახასიათებს ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და ამცირებს ტკივილის სინდრომს. ლავანდას ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ჭრილობის შეხორცებას და ხელს უშლის ნაწიბურების განვითარებას. ევკალიპტის ზეთს ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. მიხაკის ზეთი და მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტი ევგენოლი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ჯინჯერის ზეთი ხასითდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯინჯერის ზეთის მოქმედება ძლიერდება ტკბილი ფორთოხლის ზეთთან კომბინაციაში. ტკბილი ფორთოხლის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით B1, B და C ვიტამინებს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და შესაბამისად შეშუპებას, ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით. ცერეცოს ზეთს ახასიათებს ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება. არტიზი პლიუს კრემი კვებავს სახსარს, ხელს უწყობს ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, აღადგენს დაზიანებულ ხრტილს, უზრუნველყოფს სახსრის მექანიკურ მდგრადობას, აღადგენს მის რეზისტენტობას, ამცირებს და საბოლოოდ ხსნის ტკივილს. არტიზი პლიუს კრემი ახდენს სახსრებისა და ხერხემლის ნაადრევი ცვეთის პროფილაქტიკას. არტიზი პლიუს კრემი ამცირებს მოთხოვნილებას ასას-ზე ! არტიზი პლუს კრემის გამოყენება არტიზი ტაბლეტთან გვაძლევს 100%-იან შედეგს !

ჩვენება:

* სახსრებისა და კუნთების დავადებები, მათშორის მიოზიტი, მიალგია, ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი

* ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

* გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით სპორტსმენებში

* ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

უკუჩვენება: არ გამოიყენება ორსულებში

დოზირება და მიღების წესი: კრემი გარეგანი გამოყენებისათვის. შეიზილეთ დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამოდენიმე წუთის განმავლობაში, დღეში რამოდენიმეჯერ.

უსაფრთხოების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: კრემი 50მლ, ტუბში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.