newhospitals

არტიზი

არტიზი
0
7
რეკომენდაცია
0შეფასება
4437ნახვა
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:      

                                                                                                                        
 გლუკოზამინის სულფატი  (Glucosamine Sulfate)- 500 მგ, ქონდროიტინის სულფატი- (Chondroitin Sulfate) -100მგ, კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa extract)- 50 მგ, ბოსველიის ექსტრაქტი (Boswellia serrata extract)- 50 მგ, მეთილსულფონილმეთანი (methylsulfonylmethane)-50მგ, კოლაგენი  ტიპი II (Undenatured type II Collagen)-40 მგ, ვიტამინი ჩ (Vitamin C)- 15მგ, მანგანუმის სულფატი (Manganese sulfate)- 1.7 მგ., 


დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ფორთოხლისფერი ოპადრაი 204A230000.
თვისებები: გლუკოზამინის სულფატი  მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის, მყესების, თმების, ფრჩხილების, გულის სარქვლების, სინოვიალური სითხის ფორმირებაში.თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელი ფერმენტების აქტივობას(კოლაგენაზა, ფოსფოლიპაზა) ქონდროიტინის სულფატი  უზრუნველყოფს ხრტილში წყლის რაოდენობის შენარჩუნებას(კარგი ამორტიზაციული უნარის უზრუნველყოფა).შთანთქავს სიარულის დროს დარტყმით ძალებს, აჩქარებს შეხორცების პროცესებს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.უკავშირდება გოგირდს და წარმოიქმნება ქონდროიტინ-გოგირდის მჟავა, რომლის დახმარებითაც კალციუმი შეითვისება ძვლების მიერ და არ ხდება მისი ჩალაგება სხვა ორგანოებში.ამცირებს ანთებასა და ტკივილს. კურკუმას ექსტაქტი  შეიცავს 95% კურკუმინოიდებს. აინჰიბირებს ცოგ-2-ს და 5-ლიპოოქსიგენაზას, აქვს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რეკომენდებულია ართრიტების დროს. იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაღიზიანებისაგან. ბოსველიის ექსტაქტი  შეიცავს არომატულ ფისებს, რომელთა შემადგენლობაში არსებულ მჟავებს აქვთ 5-ლიპოოქსიგენაზას და ლეიკოტრიენების სინთეზის  დამრთგუნველი  მოქმედება. ასას-თან შედარებით არ იწვევს გასტრიტს და სისხლდენას, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მეთილსულფონილმეთანი (მსმ)  ორგანული გოგირდის ბუნებრივი ფორმაა. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, ხელს უწყობს ხრტილისა და ძვლოვანი ქსოვილის სწორად  ფორმირებას. ვიტამინ C-თან კომბინაციაში ხსნის კუნთების სპაზმს და ამცირებს ტკივილს. კოლაგენს  გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას; ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს; ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას, ამცირებს ტკივილს. ვიტამინი C  ამცირებს სისხლძარღვის კედლის გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვის კედელს. ამცირებს შეშუპებას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. მანგანუმი აუცილებელია ორგანიზმისათვის ბიოტინის, ვიტ D-სა და ვიტ C-ს ბიოქიმიურ პროცესებში სწორად ჩასართავად, აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი  ქსოვილის სტრუქტურისათვის, აუმჯობესებს ნერვულ-კუნთოვან გადაცემას და რეფლექსებს, ახდენს ზრდის სტიმულაციას. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. მანგანუმი გლუკოზამინთან და ქონდროიტინთან კომპლექსში ამცირებს ართრიტის განვითარების რისკს.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აღადგენს დაზიანებულ ხრტილს,

ზრდის სახსრის მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს.

სრულფასოვნად კვებავს სახსარსა და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს.

 მთლიანად ხსნის ტკივილს, ანთებას. ეფექტით უტოლდება ასას-ს მოქმედებას, იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები.

მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომებზე!

იცავს სახსრებსა და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისაგან.

აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერებების „მიტანას“უშუალოდ დაზიანების  კერაში.    


 ჩვენებები:

*სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ. სახსრების)

*ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი

*ქონდრომალაცია

*მხრის სახსრის პერიართრიტი

*მყესების და იოგების გადატანილი ტრავმების, სახსრებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდი

*ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე პიროვნებები (სპორტსმენები) და 40 წელს ზევით ასაკი, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების საპროფილაქტიკოდ

*იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა)

*კარდიოლოგიაში: გულის სარქველების დაზიანება.

*ოფთალმოლოგიაში: კერატომალაცია, თვალის დამჭერი იოგების სისუსტე.


 დოზირება და გამოყენების წესი: 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 2-3 თვის განმავლობაში.    

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30                                                                                                                                      

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.                   

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.