არლევერტი

არლევერტი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7274ნახვა
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): cinnarizine, dimenhydrinate
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → კალციუმის არხების ბლოკატორები → IV კლასის კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორები ცენტრალური ნერვული სისტემა → ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Hevert Arzneimittel
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 20მგ + 40მგ ტაბლეტი №20; №50
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
 

1. პრეპარატ არლევერტის® აღწერა და გამოყენება

პრეპარატ არლევერტის® შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი კომპონენტი: ცინარიზინი და დიმენჰიდრინატი. ეს ნივთიერებები მიეკუთვნებიან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების კლასს. ცინარიზინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების კლასს, დიმენჰიდრინატი კი ანტიჰისტამინური საშუალებების კლასს.

თითოეული ამ ნივთიერების მოქმედება მიმართულია თავბრუსხვევის (ცუდად ყოფნის ან ~ტრიალის~ შეგრძნება) და გულისრევის (ღებინების მოახლოვების შეგრძნება) სიმპტომების შესუსტებისკენ. ამ ნივთიერებების კომბინირებული მიღების შემთხვევაში ჯამური ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტურობას.

არლევერტი® გამოიყენება მოზრდილებში სხვადასხვა სახის თავბრუსხვევის სამკურნალოდ.

თავბრუსხვევა შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა მიზეზით. არლევერტი® დაგეხმარებათ ყოველდღიური მოვალეობების შესრულებაში, რასაც ხელს უშლის თავბრუსხვევა.
 

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ არლევერტის ® მიღებამდე

პრეპარატ არლევერტის® მიღება არ შეიძლება, თუ: - ხართ 18 წლამდე ასაკის პირი; - გაქვთ ალერგია ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენილდიჰიდრამინის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6); - გაქვთ ალერგია სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ (მაგალითად, ასტემიზოლზე, ქლორფენირამინზე ან ტერფენადინზე, რომლებიც გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების სახით). არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე; - გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის გარკვეული დაავადება); - დაავადებული ხართ ეპილეფსიით; - გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (მაგალითად, სიმსივნის გამო); - დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით; - გაქვთ დარღვევები პროსტატის მხრივ, რის შედეგადაც გაძნელებულია შარდვა; - გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.
 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ არლევერტის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ ადგილი აქვს: - დაბალ ან მაღალ არტერიულ წნევას; - მომატებულ თვალშიდა წნევას; - ნაწლავის გაუვალობას;

- პროსტატის გადიდებას; - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებას; - გულის მძიმე დაავადებას; - პარკინსონის დაავადებას.

პრეპარატ არლევერტის® მიღებამ შეიძლება გააღრმავოს აღნიშნული დაავადებები ან მდგომარეობები. მიუხედავად ამისა, ამ დაავადებებისა თუ მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი არლევერტის® მიღება შეიძლება თუ ექიმი მიიღებს მათ მხედველობაში.
 

სხვა სამკურნალო საშუალებები და არლევერტი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

არლევერტს® შეუძლია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც თქვენ ღებულობთ.

შემდეგ პრეპარატებთან მიღების შემთხვევაში, არლევერტს® შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა: - ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებების სახით); - მორფინის ტიპის ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები (მორფინის ტიპის ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები); - ტრანკვილიზატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ); - მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ).

არლევერტს® შეუძლია გააძლიეროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედება: - ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ); - ატროპინი (კუნთების მოსადუნებელი პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება თვალის გამოკვლევის ჩასატარებლად); - ეფედრინი (შეიძლება გამოიყენებოდეს ხველისა და ცხვირის “გაჭედვის” სამკურნალოდ); - პროკარბაზინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი სახის სიმსივნის სამკურნალოდ). - არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები.

ამინოგლიკოზიდებს (ანტიბიოტიკების კლასი) შეუძლია გამოიწვიოს შიდა ყურის დაზიანება. მაგრამ, არლევერტის® მიღების შემთხვევაში, ეს დამაზიანებელი მოქმედება შეიძლება თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს.

არ მიიღოთ არლევერტი® გულის რიტმის დარღვევის მოსახსნელ პრეპარატებთან (ანტიარითმიულ საშუალებებთან) ერთად.

გარდა ამისა, პრეპარატ არლევერტის® მიღებისას შეიძლება შეიცვალოს კანის რეაქცია ალერგიულ სინჯებზე.

პრეპარატ არლევერტის® მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად არლევერტს® შეუძლია გამოიწვიოს დისპეფსია (კუჭის მოუნელებლობა), რომლის გამოვლინების შემცირება შეიძლება ტაბლეტების მიღებით ჭამის შემდეგ. არლევერტის® გამოყენებისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა.
 

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არლევერტს® შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
 

3. პრეპარატ არლევერტის® მიღების წესი

მოცემული სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
 

რეკომენდებული დოზა: თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად, დაუღეჭავად.

ჩვეულებრივ, რეკომენდებულია არლევერტის® მიღება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში.

ექიმი გაცნობებთ, თუ საჭიროა არლევერტის® უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.
 

ზომები პრეპარატ არლევერტის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

შემთხვევით დიდი რაოდენობის ტაბლეტის მიღების ან ბავშვის მიერ ტაბლეტის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პრეპარატ არლევერტის® ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში თქვენ შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გუგების გაფართოვებას და შარდვის დარღვევას. შეიძლება გამოვლინდეს პირის სიმშრალე, სახის გაწითლება და გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ასევე ოფლიანობა და თავის ტკივილი.

პრეპარატ არლევერტის® ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეტევებს, ჰალუცინაციას, არტერიული წნევის მომატებას, კანკალს, მომატებულ აგზნებადობას, სუნთქვის გაძნელებას. შეიძლება დადგეს კომა.
 

თუ თქვენ დაგავიწყდათ არლევერტის® მიღება

თუUთქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ არლევერტის® მორიგი დოზის მიღება, უბრალოდ გამოტოვეთ ეს ტაბლეტი. მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
 

თუ თქვენ შეწყვიტეთ არლევერტის® მიღება

არ შეწყვიტოთ არლევერტის® მიღება ექიმის გარეშე. პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში თავბრუსხვევის სიმპტომები (ცუდად ყოფნა და ~ტრიალის~ შეგრძნება) შეიძლება ისევ გამოვლინდეს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდესგვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-ში): ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და ტკივილი მუცლის არეში. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, არლევერტის® მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში): ოფლიანობა, კანის გაწითლება, დისპეფსია, გულისრევა (ღებინების მოახლოვების შეგრძნება), ფაღარათი, ნერვოზულობა, კრუნჩხვა, გულმავიწყობა, ხმაური ან შუილი ყურებში, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ხელის მტევნებში ან ტერფებში), ტრემორი (კანკალი).
 

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ში): მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის რეაქციები), მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ და შარდვის გაძნელება.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ში): ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ასევე სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეიძლება იწვევდეს სისუსტეს და სილურჯის განვითარებას, ასევე ინფექციის რისკის გაზრდას. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარებისა და ზოგადი გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარებისა და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ მას რომ იღებთ ამ პრეპარატს.

ამ ტიპის პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ისეთი რეაქციები (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება), როგორიცაა: სხეულის მასის მომატება, ყაბზობა, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის ფუნქციის დარღვევით), დახურულკუთხოვანი გლაუკომის გაღრმავება (თვალის დაავადება, როდესაც იზრდება თვალშიდა წნევა), არაკონტროლირებადი მოძრაობები, უჩვეულო აგზნება და მოუსვენრობა (განსაკუთრებით ბავშვებში), მძიმე რეაქციები კანის მხრივ.
 

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
 

5. პრეპარატ არლევერტის® შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება.

პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
 

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ არლევერტის® კომპონენტები

- პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის: ცინარიზინი 20 მგ და დიმენჰიდრინატი 40 მგ. - დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჰიპრომელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის კროსკარმელოზა.
 

პრეპარატ არლევერტის® აღწერა და გამოშვების ფორმა

თეთრიდან მკრთალი-ყვითელი ფერის მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გრავირებით “A” ერთ მხარეს; დიამეტრი 8 მმ.

შეფუთვაში მოთავსებულია 20, 50 ან 100 ტაბლეტი. შესაძლოა, ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.


გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?

სულ 260 აფთიაქში

ავერსი

სტალინის ქ. №99

39.88

ავერსი

ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)

39.88

ავერსი

ალექსი გობრონიძის ქუჩა #2

39.88

ავერსი

აღმაშენებლის ქ. №16

39.88

ავერსი

ა.ყაზბეგის გამზ. №8

39.88
ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.