newhospitals

არიფონ რეტარდი

არიფონ რეტარდი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6440ნახვა
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი ბოლომდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.


•  შეინახეთ ეს ფურჩელ-ჩანართი, ის შეიძლება თქვენ კიდევ დაგჭირდეთ.
•  თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს.
•  ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისთვის. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათი სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს თქვენსას.
თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე გვერდითი ეფექტები, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერლი ამ ფურცელ-ჩანართში (იხილეთ განყოფილება 4).

 

 

ეს ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის არიფონ რეტარდი და რა შემთხვევებში გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო არიფონ რეტარდის მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება არიფონ რეტარდი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. როგორ ინახება არიფონ რეტარდი 
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა მონაცემები 

 

 

1. რა არის არიფონ რეტარდი და რა შემთხვევებში გამოიყენება
არიფონ რეტარდი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომლებშიც აქტიური ნივთიერებაა ინდაპამიდი.
ინდაპამიდი – ეს არის დიურეზული საშუალება. დიურეზულების უმეტესობა ზრდის გამომუშავებული შარდის მოცულობას. 
ეს პრეპარატი განკუთვნილია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) შესამცირებლად მოზრდილებში. 

 

 

2.  რისი ცოდნაა საჭირო არიფონ რეტარდის მიღების დაწყებამდე 

რა შემთხვევებში არ შეიძლება არიფონ რეტარდის მიღება:
•  თუ თქვენ გაქვთ ალერგია ინდაპამიდზე, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე და აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6). 
•  თუ თქვენ გაწუხებთ თირკმლის სერიოზული დაავადება
•  თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
•  თუ გაქვთ სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი დონე.

 

 

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები: 
გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან სანამ დაიწყებთ არიფონ რეტარდის მიღებას:
•  თუ თქვენ გაგაჩნიათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
•  თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტი,
•  თუ თქვენ გაწუხებთ პოდაგრა,
•  თუ თქვენ გაგაჩნიათ გულისცემის რითმის დარღვევა ან თირკმლის დაავადებები,
•  თუ თქვენ გჭირდებათ პარათირეოიდული ჯირკვლის გამოკვლევა.

თქვენ უნდა გააფრთხილოთ ექიმი თუ მიდრეკილი ხართ ფოტომგრძნობელობის რეაქციებისკენ. 
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დონეების შესაფასებლად.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული თქვენ გეხებათ, მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ ეჭვი ან კითხვები კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სპორტსმენებმა უნდა იცოდენ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელიც იძლევა დადებით რეაქციას დოპინგ-კონტროლზე.  

 

 

სხვა პრეპარატები და არიფონ რეტარდი
აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ, ღებულობდით უახლოეს წარსულში ან შეიძლება მიიღოთ.
არ შეიძლება არიფონ რეტარდის ერთდროული მიღება ლითიუმთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ერთად, რადგანაც ამან შეიძლება გამოწვიოს სისხლში ლითიუმის შემცველობის რისკის გაზრდა. 
აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი, თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, რადგანაც მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
•  გულისცემის დარღვეული რითმის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუთილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისი),
•  მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ისეთების როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია, და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები),
•  ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
•  ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებისას), 
•  სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, საინექციო ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
•  საინექციო ვინკამინი (გამოიყენება სიმპტომური კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ ხანდზმულ პაციენტებში, მეხსიერების დაქვეითების ჩათვლით),
•  ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი სახეობის მალარიის სამკურნალოდ),
•  პენტამიდინი (გამოიყენება ზოგიერთი სახეობის პნევმონიის დროს),
•  მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, მაგალითად, თივის ცხელების დროს),
•  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ტკივილის მოსახსნელად (მაგალითად, იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები,
•  ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები) (გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
•  საინექციო ამფოტერიცინ B, (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),
•  პერორალური კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით. 
•  მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები,
•  ბაკლოფენი (ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გაფანტული სკლეროზის დროს განვითარებული კუნთების რიგიდობის დროს),
•  ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
•  კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი),
•  მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
•  იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები (გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევისას) 
•  კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის შემავსებელი სხვა პრეპარატები,
•  ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, რომლებიც ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ, აუტოიმუნური, მწვავე რევმატიული და კანის  დაავადებების სამკურნალოდ. 
•  ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ).

 

 

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ დაგეგმილია ორსულობა ან დადასტურდა ორსულობის ფაქტი, საჭიროა დაუყოვნებლივ გადასვლა მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე. ასევე საჭიროა ორსულობის დაგეგმვისას მკურნალი ექიმის საქმის კურსში ჩაყენება. 
აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა ლაქტატში. მოცემული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. 

 

 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა       
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული წნევის დაწევასთან, როგორიც არის თავბრუსხვევა და დაღლილობა (იხილეთ განყოფილება 4). ამ გვერდითი ეფექტების განვითარება უფრო მეტად შესაძლებელია მკურნალობის დასწყისში და დოზირების გაზრდის შემდეგ. ამ შემთხვევაში საჭიროა ავტომობილის მართვისგან და ან ისეთი ქმედებისგან თავის შეკავება რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. თუმცა, პრეპარატის სწორი გამოყენებისას ასეთი გვერდითი ეფექტების განვითარება ნალკებსავარაუდოა.

არიფონ რეტარდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს: 
თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა თქვენი ექიმის კონსულტაცია.

 

 

3.  როგორ მიიღება არიფონ რეტარდი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მკაცრი დაცვით. შეკითხვების გაჩენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 1 ტაბლეტს, სასურველია დილით.
პრეპარატის მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი იყლაპება მთლიანად,  ჭიქა წყლის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის დაფხვნა და დაღეჭვა. 
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების მიღება ჩვეულებრივ, გრძელდება მთელი სიცოცხლე.

 

 

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით არიფონ რეტარდი:
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
არიფონ რეტარდის ძალიან დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების გამომუშავებული შარდის მოცულობის შეცვლა.

 

თუ თქვენ დაგავიწყდათ არიფონ რეტარდის მიღება:
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის რიგითი დოზის მიღება, მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს, არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. 

 

 

თუ თქვენ წყვეტთ არიფონ რეტარდის მიღებას:
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივ, ჰიპოტენზიური მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლე, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია

თუ თქვენ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატმა, არიფონ რეტარდმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. 
შეწყვითეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში:
•  ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის საფარველების შეშუპებით,  ტუჩების, ენის შეშუპებით, ხორხის და სასუნთქი გზების ლორწოვნების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ძალიან იშვიათი) განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).
•  კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, მთელი სხეულის ზედაპირის კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).
•  სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. (სიხშირე უცნობია).
•  კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში ინტენსიური ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის თანხლებით. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).
•  თავის ტვინის დაავადებები, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). (სიხშირე უცნობია).
•  ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (სიხშირე უცნობია).

 

 

განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ხშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10-დან 1 პაციენტს):
•  კანის წითელი გამონაყარი;
•  ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ  წინასწარგანწყობით.
არახშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 100-დან 1 პაციენტს):
•  ღებინება;
•  კანზე წითელი, წერტილოვანი ლაქები (პურპურა).
იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 1000-დან 1 პაციენტს):
-  დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), თავბრუსხვევა;
-  დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (როგორიც არის გულისრევა, ყაბზობა), პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10000-დან 1 პაციენტს):
-  სისხლის უჯრედების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ადვილად განვითარებად სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენებს), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს – მათი გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება);
-  სისხლში კალციუმის მაღალი დონე;
-   გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა;
-   თირკმელების დაავადება;
-   ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
სიხშირე უცნობია:
•   გულის წასვლა;
•   თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), შესაძლებელია გაუარესება;
•   არის ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური უტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ;
•   ახლომხედველობა (მიოპია);
•   არამკაფიო მხედველობა;
•   მხედველობის დარღვევა;
•   შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), ამიტომ მდგომარეობის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული მონაცემების შემდეგი ცვლილებები:
-   სისხლში კალიუმის დაბალი დონე.
-   სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება,
-   შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების),
-   დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა,
-   ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება,
-   ელექტროკარდიოგრამაში (ეკგ) ნორმიდან გადახრა.  

 


 
შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ აღნიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩნართში. არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პეეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.  

 

 

5. როგორ ინახება არიფონ რეტარდი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე  მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას, იგულისხმება მითითებული თვის უკანასკნელი რიცხვი. 

 

 

ვარგისობის ვადა: 2 წელი    
ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.
არ ჩააგდოთ წამლები კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ მოახდინოთ იმ წამლების უტილიზაცია რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 

 

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა მონაცემები
რას შეიცავს არიფონ რეტარდი
აქტიური კომპონენტია ინდაპამიდი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს.
სხვა კომპონენტები: 
•   ტაბლეტის ცენტრალური ნაწილი: სილიციუმის კოლიდური გაუწყლოებული დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი;
•   აპკიანი გარსი: გლიცერინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

 

 

როგორ გამოიყურება არიფონ რეტარდი და შეფუთვის შიგთავსი:
ეს პრეპარატი წარმოადგენს აპკიანი გარსით დაფარულ, თეთრ, მრგვალ, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტს. 
კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი კონტურულ-უჯრედულ (პვქ/ალუმინი) შეფუთვაში:
2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა, თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული, პროლონგირებული მოქმედების 15 ტაბლეტი, ასევე ფურცელ-ჩანართი, პაციენტის ინფორმაციით, მუყაოს კოლოფში.  

 

 

გაცემის პირობები
სამედიცინო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი 
Les Laboratoires Servier
“le laboratua servie”
50, rue Carnot 
92284 Suresnes cedex France - საფრანგეთი 
 

მწარმოებელი
Les Laboratoires Servier Industries <>
905, route de Saran
45520 Gidy 
საფრანგეთი 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.