newhospitals

არიფამი 1,5 მგ / 5მგ

არიფამი 1,5 მგ / 5მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
4
რეკომენდაცია
0შეფასება
9838ნახვა
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი ბოლომდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 


•   შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება ის კიდევ დაგჭირდეთ. 
•  თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
•  ეს პრეპარატი მისაღებად დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს. 
•  თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდით ეფექტები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. განყოფილება 4.

 

 

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. რა არის არიფამი და რა შემთხვევებში გამოიყენება
2. რისი ცოდნაა აუცილებელი არიფამის მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება არიფამი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება არიფამი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 

 

1. რა არის არიფამი და რა შემთხვევაში გამოიყენება
არიფამი ინიშნება ჩანაცვლებითი პრეპარატის სახით მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისას (ჰიპერტენზია) პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით, იმავე დოზებით. 
არიფამი შეიცავს ორ მოქმედ ნივთირებას: ინდაპამიდი და ამლოდიპინი. 
ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი გამოირჩევა სხვებისგან, რადგან ის იწვევს თირკმელებით შარდის გამოყოფის მხოლოდ უმნიშვნელო გაძლიერებას. ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების მაბლოკირებელს (მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რის შედეგედაც მათში სისხლი ადვილად გადის. ორივე მოქმედი ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას. 

 


2. რა უნდა ვიცოდეთ არიფამის მიღების დაწყებამდე
არიფამი არ უნდა მიიღოთ:
•  თუ თქვენ გაქვთ ალერგია ინდაპამიდზე ან ნებისმიერ სხვა სულფანილამიდურ პრეპარატზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი), ამლოდიპინზე ან კალციუმის არხების ნებისმიერ სხვა მაბლოკირებელზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე. (ჩამოთვლილია განყოფილებაში) 

 

6). ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, კანის გაწითლებით და სუნთქვის გაძნელებით. 
•  თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), 
•  თუ აღგენიშნებათ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან   კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული წყვეტს ორგანიზმის სისხლით საკმარისად მომარაგებას), 
•  თუ გულის შეტევის შედეგად აღგენიშნებათ გულის უკმარისობა,
•  თუ აღგენიშნებათ თირკმელების სერიოზული დაავადება, 
•  თუ აღგენიშნებათ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
•  თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დონე დაბალი, 
•  თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

 


განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები გამოყენებისას:
არიფამის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თუ ადრე გადატანილი გაქვთ ან ამჟამად აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები:
•  ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა,
•  თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება (გულის დაავადება გამოწვეული სისხლძარღვებში სისხლის არასაკმარისი ნაკადით),
•  თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
•  არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტენზული კრიზი),
•  თქვენ მიეკუთვნებით ხანდაზმული პაციენტების ჯგუფს და გჭირდებათ დოზის მომატება,
•  თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
•  თუ იკვებებით არასრულფასოვნად, 
•  თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, 
•  თუ აღგენიშნებათ დიაბეტი,
•  თუ აღგენიშნებათ პოდაგრა,
•  თუ უნდა ჩაიტაროთ ანალიზი პარათიროიდის ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად
•  თუ აღგენიშნებათ სინათლეზე მგრძნობელობის რეაქციები.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონის ან კალციუმის მაღალი დონის გამოსავლენად. 
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მდგომარეობა შეიძლება თქვენ გეხებოდეთ, თუ გაგიჩნდათ კითხვები და ეჭვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 


ბავშვები და მოზარდები
არიფამი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში და მოზარდებში. 

 


სხვა სამკურნალო პრეპარატები და არიფამი
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
თქვენ არ უნდა მიიღოთ არიფამი:
•  ლითიუმთან ერთად: (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის, როგორიც არის მანია, ბიპოლარული დარღვევა და რეკურენტული დეპრესია) სისხლში ლითიუმის დონის გაზრდის რისკის გამო, 
•  დანტროლენთან ერთად (ინფუზია, გამოყენებული სხეულის ტემპერატურის მწვავე დარღვევებისას)
თუ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილე:
•   სხვა სამკურნალო საშუალებები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, 
•  გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი),
•  პრეპარატები ფსიქიკური დარაღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები),
•  ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, მდგომარეობის, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
•  ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან),
•  სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, საინექციო გამოყენების ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები, გამოყენებული ინფექციების სამკურნალოდ),
•  ვინკამინი ი/ვ (გამოიყენება კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ კლინიკური გამოვლინებებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით ხანდაზმულ პაციენტებში),
•  ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
•  პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
•  მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ როგორიც არის თივის ცხელება),
•  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ტკივილის მოსახსნელად (მაგ., იბუპროფენი) ან ასპირინის მაღალი დოზები, 
•   ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
•  პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
•  პრეპარატები ფუტკარას ბაზაზე (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
•  მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები
•  ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),
•  კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერინი),
•  მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
•  იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),
•  კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის სხვა დანამატები
•  იმუნოდეპრესიული პრეპარატები (თრგუნავენ ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას), რომელიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრასნპლანტაციის შემდგომ (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)
•  ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
•  კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინ B (ინექცია) (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი),
•  რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოყენებული აივ-ის სამკურნალოდ),
•  რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საინექციო ანტიბიოტიკები),
•  ჰყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა),
•  ვერაპამილი, დილთიაზემი (გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები),
•  სიმვასტატინი, პრეპარატი, ქოლესტერინის დონის დაქვეითებისთვის  
•  ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ).

 

 

არიფამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ არიფამს არ უნდა მიიღონ გრეიფრუტი ან გრეიფფრუტის წვენი, რადგან მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების - ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება განაპირობოს არიფამის ჰიპოტენზური ეფექტის არაპროგნოზირებადი მომატება. 

 


ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აგრეთვე გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის მიღებამდე გაიარეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.  
მოცემული პრეპარტი ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ იგეგმება ორსულობა ან დგინდება ორსულობის ფაქტი, რაც შეიძლება ადრე უნდა განხორციელდეს ალტერნატულ თერაპიაზე გადასვლა. 
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არიფამი არ უნდა მიიღოთ. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

 


ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
არიფამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, აღგენიშნებათ თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ დაჯდეთ საჭესთან, არ მართოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მოცემულ შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ავტომობილის მართვას და მომატებული ყურადღების მომთხოვნ სხვა ქმედებებს. 
არიფამი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს. 

 


3. როგორ გამოიყენება არიფამი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
პრეპარტის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით. 
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით. 

 


თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი არიფამი
ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული, სახიფათოდ დაბალი წნევაც. შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე ან დაკარგოთ გონება. შეიძლება გაგინვითარდეთ გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობის შეცვლა. წნევის მნიშვნელოვანმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. კანი შეიძლება გახდეს ცივი და ნოტიო, თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ. თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის არიფამი დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. 

 


თუ დაგავიწყდათ არიფამის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. 

 


თუ წყვეტთ არიფამის მიღებას
რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეგტამდე მიმართეთ თქვეს ექიმს. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 


4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 
დაუყოვნებლივ Dშეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან  რომელიმე:
•  ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
•  ენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
•  კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
•   გულის შეტევა, (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
•  გულისცემის რითმის დარღვევა (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
•  სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პოლიმორფული  ტაქიკარდია), (სიხშირე უცნობია),
•  კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში). 
აღწერილია შემდეგი გავრცელებული გვერდითი მოქმედება. თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომები ან ისინი გრძელდება კვირაზე დიდხანს, უნდა მიმართოთ ექიმს. 
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტში:
•  შეშუპება (სითხის შეკავება). 
გავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
•  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში),
•  მხედველობის დარღვევა, თვალებში გაორება
•  გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია,
•  ქოშინი,
•  მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ნაწლავების მუშაობის შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, საკვების მოუნელებლობა,
•  კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება, დაღლილობა, სისუსტე, კუნთური სპაზმები,
•  სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე,
•  კანის გამონაყარი.
სხვა გვერდითი ეფექტების აღწერას მოიცავს ქვემოთ მოცემული სია. თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები იღებს სერიოზულ სახეს ან აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში
•   ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა,
•   ტრემორი, 
•   გემოვნების ცვლილება, 
•   კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა,
•   ყურებში შუილი,
•   დაბალი არტერიული წნევა,
•  გულის წასვლა,
•  ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი),
•  ხველა,
•  პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება
•  თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება, ჭინჭრის ციება,
•  შარდის გამოყოფის დარღვევა, ღამით მოშარდვის ხშირი სურვილები, ხშირი შარდვა,
•  ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; მამაკაცებში დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან სარძევე ჯირკვლების გადიდება,  
•  ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა,
•  სახსრების და კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, 
•  სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება. 
იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში 
•  ცნობიერების დაბინდვა,
•  თავბრუსხვევის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში. 
•   სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები - ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება),
•   სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),
•   სისხლში კალციუმის დონის მომატება,
•   ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას,
•   ღრძილების შეშუპება,
•   მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
•   ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
•   თირკმლის დაავადებები,
•   კუნთების მომატებული დაჭიმულობა,
•   სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი,
•   სინათლისადმი მგრძნობელობა,

 

 

უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
•  შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, თქვენი მდგომარეობის შემოწმების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები:
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება.
- შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში),
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, 
•  ანომალიები ეკგ-ზე,
•  ახლომხედველობა (მიოპია),
•  არამკაფიო მხედველობა,
•  ტრემორი, რიგიდული პოზა, ნიღბისებური სახე, შენელებული მოძრაობები,  
სიარულის რწევითი, არაბალანსირებული სტილი.
თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. 

 


შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ გაგიჩნდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. 
გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით სამკურნალო პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში. 

 


5. როგორ ინახება არიფამი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. 
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე ან კონტეინერზე. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე. 
წამლები არ გადააგდოთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 

 


6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს არიფამი:
•  მოქმედი ნივთიერებები – ინდაპამიდი და ამლოდიპინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1.5მგ ინდაპამიდს და 6,935მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5მგ ამლოდიპინს. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს და 13.87მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10მგ ამლოდიპინს. 
•  სხვა ინგრედიენტები:
- არიფამი 1,5მგ/5მგ და 1,5მგ/10მგ ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი,   
  ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი (E1201), სილიციუმის  
  კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, დიკალციუმის დიჰიდროფოსფატი, 
  მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), 
  პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, 
- არიფამი 1,5მგ/5მგ აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), 
  მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171). 
- არიფამი 1,5მგ/10მგ აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), 
 რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), 
 ტიტანის დიოქსიდი (E171). 

 


როგორ გამოიყურება არიფამი და შეფუთვის შემადგენლობა
არიფამი 1,5მგ/5მგ – მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით   ერთ მხარეს. 
არიფამი 1,5მგ/10მგ - მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით   ერთ მხარეს. 
ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედული შეფუთვებში, 30 ტაბლეტი 

 


სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი. 
Les Laboratoires Servier
(le laboratuar servie)
50, rue Carnot 
92284 Suresnes cedex-France (საფრანგეთი)
 

მწარმოებელი

Les Laboratoires Servier Industrie
(le laboratuar servie industri)
905 route de Saran
45520 Gidy - France (საფრანგეთი)


 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.