newhospitals

აქვა მარის 10მლ ცხ/წვ საბავშვო

აქვა მარის 10მლ ცხ/წვ საბავშვო
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
17376ნახვა

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: აქვა მარის

 

წამლის ფორმა: ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის 10 მლ ფლაკონში.

 

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე, უსუნო, ადრიატიკის ზღვის წყლის სტერილურ ხსნარს ნატურალური მარილებითა და მიკროელემენტებით.

 

შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს 30მლ ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მარილებითა და მიკროელემენტებით. არ შეიცავს კონსერვანტებს.
შეიცავს შემდეგ იონებს: Na+-მინ. 2,50 მგმლ; Ca2+-მინ. 0,08 მგმლ; Mg2+-მინ. 0,35 მგმლ; Cl2-5,50 მგმლ; SO4-მინ. 0,60 მგ/მლ; HCO3-მინ. 0,03 მგ/მლ

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიკონგესტური საშუალება; ათქ კოდი R01AX10

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: სტერილური იზოტონური ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და მისი გამომუშავების ნორმალიზაციის პროცესს ლორწოვანი გარსის კოლბისებრ უჯრედებში. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ მოციმციმე ეპითელის ფუნქციას, რაც აძლიერებს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების და ვირუსების მიმართ ცხვირის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობას და ასუფთავებს მას დაბინძურებული მინარევებისაგან.

 

ჩვენება: ცხვირის ღრუს და მისი დანამატების, ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს.
ექიმის რეკომენდაციით ენიშნებათ ბავშვებს ცხვირის ღრუს ჰიგიენის და ცხვირით სუნთქვითი პროცესების გასაუმჯობესებლად, ადენოიდიტებით დაავადებულ ბავშვებს, როგორც სიმპტომატური საშუალება მწვავე რინიტების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში, ცხვირის და ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებების, ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებების და მათი გამწვავების, ბავშვებში და მოზრდილებში ალერგიული ვაზომოტორული რინიტების დროს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც ახასიათებთ სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ცხვირის ღრუს ინფექციების დროს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ცხვირის ღრუს ლორწოვანი ანთების დროს, რომელიც ვლინდება მისი სიმშრალით (როგორც წესი ხანდაზმულებში), შეცვლილ მიკროკლიმატურ პირობებში ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიციონირებული ჰაერით დაან ცენტრალური გათბობით. იმ პირებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი მუდმივად განიცდის არასასურველ ზემოქმედებას (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ცხელ და დამტვერილ ცეხებში და სხვ.).

წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის მიზნით: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეში 4-ჯერ 2 წვეთის ოდენობით ცხვირის თითოეულ ნესტოში. ჰიგიენის მიზნით: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 2-3 დღეში 2-3 წვეთის ოდენობით თითოეულ ნესტოში.

დაბინძურებული გროვების დარბილების და ცხვირში წარმოქმნილი გამონადების მოშორების მიზნით:
პრეპარატი მიიღება ცხვირის თვითოეულ ნესტოში იმ რაოდენობით, რამდენსაც მოითხოვს წარმოქმნილი ვითარება, გამოყოფილი ჭარბი სითხის მოშორება ხდება ბამბის ან ცხირსახოცის საშუალებით. პროცედურას იმეორებენ მრავალჯერ, სანამ მთლიანად არ იქნება დარბილებული და მოშორებული დაბინძურებული ნაწილაკების გროვები. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია ლარინგოლოგთან კონსულტაციის შემდგომ.

 

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: რადგანაც პრეპარატს არ ახასიათებს ორგანიზმზე სისტემური მოქმედება, ამიტომ მისი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ აღინიშნება.
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც იყენებენ სურდოს დროს.

 

 

დოზის გადაჭარბება: არ აღინიშნება

 

შენახვის ვადა: 2 წელი

 

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ფლაკონს იყენებენ მისი გახსნიდან 45 დღის განმავლობაში.

 

შეფუთვა: 10 მლ ფლაკონი, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი: "JADRAN" ხორვატია

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.