newhospitals

აქტოვეგინი 40მგ/მლ 5მლ #5ა

აქტოვეგინი 40მგ/მლ 5მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
4648ნახვა
საერთაშორისო დასახელება - actovegin
 

ACT კლასიფიკაციის კოდი - B06AB

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატები

 

ნოზოლოგიური ჯგუფი - ცნს-ზე მოქმედი საშუალებები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
5 მლ-იანი 5 ამპულა მუყაოს კოლოფში

პრეპარატის 5 მლ შეიცავს ხბოს სისხლის მშრალ დეპროტეინირებულ ჰემოდერივატს,რომელიც შეესაბამება მშრალი წონის 200 მგს,ა გრეთვე, ნატრიუმის ქლორიდსა და საინექციო წყალს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტოვეგინი® არის ძლიერი ანტიჰიპოქსანტი, ააქტივებს გლუკოზისა და ჟანგბადის მეტაბოლიზმს.
აქტოვეგინი® შეიცავს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს, რომელთა მოლეკულური მასა 5000 დალტონზე ნაკლებია. მოლეკულურ დონეზე ეს პრეპარატი ზრდის ჟანგბადის მოხმარებისა და უტილიზაციის უნარს (ზრდის ჰიპოქსიისადმი მდგრადობას),გლუკოზის მოხმარებასა და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ყველა ამ პროცესის ჯამური ეფექტი აძლიერებს უჯრედის ენერგეტიკულ მდგომარეობას, განსაკუთრებით იშემიისა და ჰიპოქსიის პირობებში.

 

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატ აქტოვეგინი®-ს ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების (აბსორბცია,განაწილება და აქტიური ინგრედიენტების ელიმინაცია) შესწავლა ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით შეუძლებელია, რადგან იგი მხო ლოდ ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან შედგება. რაც შეეხება მოქმედების ხანგრძლივობას, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და კლინიკური გამოკვლევების დროს შესწავლილმა სხვადასხვა პარამეტრებმა გვიჩვენა, რომ პრეპარატ აქტოვეგინის ეფექტი გამოვლინდება პარენტერული ან პერორალური მიღებიდან არა უგვიანეს 30 წთში და მაქსიმუმს 3სთში აღწევს. დღემდე არ არის აღმოჩენილი ჰემოდერივატების ფარმაკოლოგიური ეფექტის დაქვეითება შეცვლილი ფარმაკოკინეტიკის მქონე ავადმყოფებში (მაგ: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ასაკობრივი მეტაბოლური ცვლილებები, მეტაბოლიზმის თავისებურება ახალშობილებში).

 

ჩვენებები:
ცერებრული მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა (იშემიური ინსულტი,ქალატვინის ტრავმები). პერიფერიული (არტერიული და ვენური) სისხლის მიმოქცევის დარღვევები და მათი შედეგები (არტერიული ანგიოპათია, წვივის წყლულები), კანის საფარველის ტრანსპლანტაცია.
- დამწვრობები, მათ შორის ქიმიური და თერმული, კანის საფარველის დაწყლულება.
- გართულებები ჭრილობების შეხორცებისას: ჭრილობების ცუდი შეხორცება, ნაწოლები (დეკუბიტუს);
- კანისა და ლორწოვანი გარსების რადიაციული დაზიანება (პროფილაქტიკა და მკურნალობა). გართულებების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!

 

მიღების წესები და დოზები:
აქტოვეგინი® 200მგ/5მლ შეყავთ კუნთში,ვენაში ან არტერიაში ან გამოიყენება ინფუზიის სახით. აქტოვეგინი®-ს საინექციო ხსნარი შეეთავსება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარს ან გლუკოზის 5%-იან ხსნარს. ამპულა ისე დაიკავეთ,რომ მონიშნული ადგილი ზევით მოექცეს,როგორც ეს ინსტრუქციაში ნაჩვენები. ამპულა შეანჯღრიეთ, რომ მისი ბოლო ხსნარისგან განთავისუფლდეს, მოატეხეთ ამპულას ზედა ნაწილი, როგორც ეს ინსტრუქციაშია ნაჩვენები.
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა კლინიკური სიმპტომების გამოხატვის გათვალისწინებით,ჯერ შეყავთ - 10-20 მლ ვენაში ან არტერიაში, შემდგომ 5 მლ ვენაში ან ნელა კუნთში ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე. 200 მგ/5 მლ აქტოვეგინის საინფუზიოდ გამოყენებისას 10-50 მლ იხსნება 200-300 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ან 5%იან გლუკოზის ხსნარში (ძირითადი ხსნარები), ინფუზიის სიჩქარეა დაახლოებით 2 მლ/წთში.
დოზირება გარკვეული ჩვენებების მიხედვით
- ცერებრული მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა: ჯერ შეჰყავთ 10 მლ ვენაში, ყოველდღე ორი კვირის განმავლობაში,შემდეგ 510მლ ვენაში კვირაში რამდენჯერმე, 4 კვირის განმავლობაში.
- იშემიური ინსულტი: 20-50 მლ იხსნება 200300მლ ძირითად ხსნარში და შეჰყავთ ვენაში ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე, 23 კვირის განმავლობაში.
- არტერიული ანგიოპათია: 20-50 მლ იხსნება 200300 მლ ძირითად ხსნარში და შეჰყავთ არტერიაში ან ვენაში ყოველდღე ან კვირაში რამ დენჯერმე, მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 კვირაა.
- კანის საფარველის დაწყლულებები და სხვა სახის ტორპიდული წყლულები. დამწვრობები: 10 მლ ვენაში ან 5 მლ კუნთებში ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, აქტოვეგინით ადგილობრივ მკურნალობასთან კომბინაციაში.
- კანისა და ლორწოვანი გარსების სხივური დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა: საშუალოდ 5მლ ვენაში ყოველდღე,რადიაციულ ზემოქმედებებს შორის ინტერვალებში.
- რადიაციის მოქმედებით განპირობებული ცისტიტი: 400 მგ/10მლ აქტოვეგინის 10 მლის ყოველდღიური ტრანსურეთრული შეყვანა ანტი ბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში.
სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიებები
იმის გამო, რომ ხსნარი ჰიპერტონულია, კუნთებში სასურველია არა უმეტეს 5 მლ შეყვანა. ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობის გამო, მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდირებულია სინჯის ინექციის ჩატარება. საინექციო ხსნარი შეეთავსება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარსა და გლუკოზის 5%იან ხსნარს.
არ არის რეკომენდირებული აქტოვეგინი®ს შერევა სხვა პრეპარატებთან გარდა ზემოთჩამოთვლილი ხსნარებისა.
საინექციო ხსნარი მოყვითალო ფერისაა, ფერის ინტენსივობა და მოკიდებულია პარტიის ნომერსა და საწყის მასალაზე, ამავე დროს ხსნარის ფერი არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობასა და შეთვისებაზე.

 

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. ალერგიის მიმართ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სხეულის ტემპერატურის უეცარი მომატება, შოკი). ამ შემთხვევაში აქტოვეგინი®-თ მკურნალობა უნდა შეწყდეს. აუცილებლობისას ტარდება ალერგიული რეაქციების სტანდარტული მკურნალობა.

 

უკუჩვენება:
პრეპარატ აქტოვეგინი®ს ან მისი ანალოგიური პრეპარატებისადმი ალერგიული განწყობა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატ აქტოვეგინი®ს ხმარება დასაშვებია.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C! შენახვის ვადა - 5 წელი.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა - მერკ KGaA ნიკომედისთვის
გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.