აქტოვეგინი 40მგ/მლ 2მლ #25ა
საერთაშორისო დასახელება - actovegin
ACT კლასიფიკაციის კოდი - B06AB
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი - ცნს-ზე მოქმედი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:2 მლ-იანი 25 ამპულა მუყაოს კოლოფში საინექციო ხსნარის 2მლ შეიცავს 80მგ. ხბოს სისხლის მშრალ დეპ - როტეინირებულ ჰემოდერივატს, ნატრიუმის ქლორიდსა და საინექციო წყალს. ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტოვეგინი® შეიცავს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს, რომელთა მოლეკულური მასა 5000 დალტონზე ნაკლებია. მოლეკულურ დონეზე ეს პრეპარატი ზრდის ჟანგბადის მოხმარებისა და უტილიზაციის უნარს (ზრდის ჰიპოქსიისადმი მდგრადობას), გლუკოზის მოხმარებასა და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ყველა ამ პროცესის ჯამური ეფექტი აძლიერებს უჯრედის ენერგეტიკულ მდგომარეობას, განსაკუთრებით იშემიისა და ჰიპოქსიის პირობებში. ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატ აქტოვეგინი® - ს ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების (აბსორბცია,განაწილება და აქტიური ინგრედიენტების ელიმინაცია)შესწავლა ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით შეუძლებელია,რადგან იგი მხოლოდ ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან შედგება. რაც შეეხება მოქმედების ხანგრძლივობას,ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და კლინიკური გამოკვლევების დროს შესწავლილმა სხვადასხვა პარამეტრებმა გვიჩვენა,რომ პრეპარატ აქტოვეგინის ეფექტი გამოვლინდება პარენტერული ან პერორალური მიღებიდან არა უგვიანეს 30 წთში და მაქსიმუმს 3სთში აღწევს. დღემდე არ არის აღმოჩენილი ჰემოდერივატების ფარმაკოლოგიური ეფექტის დაქვეითება შეცვლილი ფარმაკოკინეტიკის მქონე ავადმყოფებში (მაგ: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ასაკობრივი მეტაბოლური ცვლილებები, მეტაბოლიზმის თავისებურება ახალშობილებში).
აქტოვეგინი® არის ძლიერი ანტიჰიპოქსანტი, ააქტივებს გლუკოზისა და ჟანგბადის მეტაბოლიზმს. ჩვენებები:
- ცერებრული მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები (იშემიური ინსულტი, ქალატვინის ტრავმები).
- პერიფერიული (არტერიული და ვენური) სისხლის მიმოქცევის დარღვევები და მათი შედეგები (არტერიული ანგიოპათია, წვივის წყლულები), კანის საფარველის ტრანსპლანტაცია.
- დამწვრობები, მათ შორის ქიმიური და თერმული, კანის საფარველის დაწყლულება. გართულებები ჭრილობების შეხორცებისას: ჭრილობების ცუდი შეხორცება, ნაწოლები (დეკუბიტუს);
- კანისა და ლორწოვანი გარსების რადიაციული დაზიანება (პროფილაქტიკა და მკურნალობა). გართულებების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით! მიღების წესები და დოზები:
აქტოვეგინი® - ს 1020 მლ შეყავთ კუნთში,ვენაში ან არტერიაში ან გამოიყენება ინფუზიის სახით (იხ. აქტოვეგინი® 400 მგ/10 მლიან ამპულებში გამოყენების ინსტრუქცია). ამპულა ისე დაიკავეთ, რომ მონიშნული ადგილი ზევით მოექცეს, როგორც ეს ინსტრუქციაშია ნაჩვენები. ამპულა შეან ჯღრიეთ, რომ მისი ზედა ნაწილი ხსნარისგან განთავისუფლდეს, მოატეხეთ ამპულას ზედა ნაწილი, როგორც ეს ინსტრუქციაშია ნაჩვენები. სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიებები იმის გამო, რომ ხსნარი ჰიპერტონულია, კუნთებში სასურველია არა უმეტეს 5 მლს შეყვანა.ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობის გამო, მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდირებულია სინჯის ინექციის ჩატარება. საინექციო ხსნარი შეეთავსება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარსა და გლუკოზის 5%იან ხსნარს. არ არის რეკომენდირებული აქტოვეგინი® - ს შერევა სხვა პრეპარატებთან, გარდა ზემოთჩამოთვლილი ხსნარებისა. საინექციო ხსნარი მოყვითალო ფერისაა, ფერის ინტენსივობა დამოკიდებულია პარტიის ნომერსა და საწყის მასალაზე, ამავე დროს ხსნარის ფერი არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობასა და შეთვისებაზე. გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. ალერგიის მიმართ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სხეულის ტემპერატურის უეცარი მომატება, შოკი). ამ შემთხვევაში აქტოვეგინი®თ მკურნალობა უნდა შეწყდეს. აუცილებლობისას ტარდება ალერგიული რეაქციების სტანდარტული მკურნალობა. უკუჩვენება:
პრეპარატ აქტოვეგინი®- ს ან მისი ანალოგიური პრეპარატებისადმი ალერგიული წინასწარგანწყობა. ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატ აქტოვეგინი® - ს გამოყენება დასაშვებია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C! შენახვის ვადა - 5 წელი. აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
- მერკ KGaA ნიკომედისთვის
ავსტრია