newhospitals

აქტისომი

აქტისომი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4689ნახვა

ნატურალური სედატიური სიროფი ბავშვებისთვის

 

შემადგენლობა:

5 მლ-ში შედის აგავის ორგანული სიროფი - 2500 მგ ხილის ოლიგოსაქარიდები - 710 მგ კუნელის თხევადი ექსტრაქტი - 200 მგ ფორთოხლის (ყვავილის) ექსტრაქტი - 10 მგ გვირილის ექსტრაქტი - 10მგ ბარამბოს ექსტრაქტი - 10მგ მაგნიუმის გლიცეროფოსფატი და მარგანეცი აქტისომის კომბინირებული შემადგენლობა ავლენს სედატიურ მოქმედებას, ხელს უწყობს რელაქსაციას და უზრუნველყოფს ბუნებრივ, ღრმა და ნორმალურ ძილს ღამის განმავლობაში, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ და ქალასშიდა წნევას, თრგუნავს კუნთების კრუნჩხვით რეაქციებს, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. აქტისომი აგრეთვე ავლენს ანტიარითმიულ, კარდიოტონურ, ანტიანგინურ, ანტიჰიპოქსიურ, სპაზმოლიზურ, ნაღვლმდენ მოქმედებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების გამკვრივებას, ფსიქიკის სტაბილიზაციას და გუნება-განწყობილების ამაღლებას.

 

ჩვენებები:

ძილის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, ღამის გამოღვიძებები, მოუსვენრობა, შფოთვა სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, დაძაბულობა, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა ფსიქო-ემოციური ლაბილურობა, კონცენტრაციის დაქვეითება, გადაღლა, მსუბუქი დეპრესია, მოუსვენრობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (დისპეპსიური სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) ჰიპერთირეოზი, ქავანა დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება).

 

მიღების წესი და დოზირება:

აქტისომი მიიღება დღეში ერთხელ ძილის წინ 30 წუთით ადრე 0-5 წლამდე - 5 მლ 5 წლის ზემოთ - 10 მლ მკურნალობის კურსი - მინიმუმ 10 დღე, მაქსიმალური კურსი 1-2 თვე საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება წელიწადში რამდენიმეჯერ. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. გამოიყენება გახსნიდან 20 დღის განმავლობაში.


გამოშვების ფორმა და რაოდენობა:

სიროპი, 100 მლ, №1 (ალუბლის გემო) მწარმოებელი: Vitarmonyl საფრანგეთი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.