newhospitals

ანუზოლის სანთლები #10(ნიჟფ.)

ანუზოლის სანთლები #10(ნიჟფ.)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7967ნახვა

 

შემადგენლობა:

1 სანთელი შეიცავს:
ქსეროფორმი 0,1გ
შმაგას (ბელადონას) ექსტრაქტი 0,02გ
თუთიის სულფატი 0,05გ
გლიცერინი გამოხდილი 0,12გ
სანთლის ფუძე 2,14-დან 2,36გ სანთლის მიღებამდე

 

აღწერილობა:
სანთლები მომწვანო-მოყვითალო ფერის ან მომწვანო-მოყვითალო ფერის წაბლისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი ქსეროფორმის სუნით, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰემოროიდალური საშუალება

 

ფორმა:
რექტალური სანთლები

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემომგარსველი და გამშრობი მოქმედება.

 

ჩვენება:
ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს.

 

დოზირება და მიღების წესი:
სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.
ინიშნება 1 სანთელი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა - 7 სანთელი.

 

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
გლაუკომა;
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

 

გაფრთხილება:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქიურ რეაქციებს (მათ შორის ავტომობილის მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).

 

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ტაქიკარდია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში - ფსიქომოტორული აგზნება, შარდვის შეკავება. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

 

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

 

შეფუთვა:
10 ცალი სანთელი

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.