ანტისოლი (ANTISOL)
საერთაშორისო დასახელება:
ANTISOL
მწარმოებელი:
P.P.E. "GEMI", პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რეპელენტური საშუალება
გამოშვების ფორმა:
ემულსია: ტუბში 50 გ
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან სხეულის ღია ადგილებში გარეგანად წასასმელად მწერების (კოღო, ტკიპა, კრაზანა, ფუტკარი, ქინქლი) ნაკბენებისაგან თავის დასაცავად.
პრეპარატის გამოყენება არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, იგი კარგი ამტანობით ხასიათდება ყველა სახის კანისათვის.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი დაიტანება შეზელვის გარეშე სხეულის ღია ნაწილებზე: სახეზე, ხელებზე, კისერზე, ქვედა კიდურებზე. მწერებისაგან დაცვის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ-ზე მეტს. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურას იმეორებენ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება დღე-ღამეში 4-ჯერ უფრო მეტად (ბავშვებისათვის 2-ჯერ უფრო მეტად) დაუშვებელია. პრეპარატის გამოყენება თვალსა და კანის დაზიანებულ უბანზე დაუშვებელია. ანტისოლის თვალში მოხვედრისას რეკომენდებულია მისი წყლით გასუფთავება.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, საკვები პროდუქტებისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.