newhospitals

ანტიფლუ (ხსნადი ფხვნილი)

ანტიფლუ (ხსნადი ფხვნილი)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12621ნახვა
ანტიფლუ - (AntiFlu): ხსნადი ფხვნილი

 

გამოშვების ფორმა:ხსნადი ფხვნილი

 

ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:თეთრი ფერის ფხვნილი.

 

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: აცეტამინოფენი 650 მგ, ქლორფენირამინის მალეატი 4 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

 

დამხმარე ინგრედიენტები: ასკორბინის მჟავა, შაქარი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, არომატიზატორი ლიმნის გემოთი, სამფუძიანი ნატრიუმის ციტრატი, სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიკალციუმის ფოსფატი, საღებავები: D&C ყვითელი #10, FD&C ყვითელი #6.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილს. ქლორფენირამინის მალეატს აქვს ანტიჰისტამინური მოქმედება: ხსნის ცხვირის, ცხვირ-ხახის და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ამცირებს თვალის ქავილს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს აქვს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება, ამცირებს რა ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, აიოლებს ცხვირით სუნთქვას.

 

ჩვენება:ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომების (ჰიპერთერმია, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო) და გრიპის დროს.

 

 

მიღება და დოზირება:მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში (175 მლ), მიიღება ცხლად. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4-ჯერ მიღებისა 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია შაქრის ან თაფლის დამატება გემოვნებით.

 

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, პირღებინება. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს ჰეპატოტოქსიური ზემოქმედება. ცნს-ის მხრიდან: ძილიანობა, ძილის დარღვევა, მომატებული აგზნებადობა.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება. სისხწარმოქმნის სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

 

უკუჩვენება მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ღვიძლის დაან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლძარღვთა სპაზმისადმი მიდრეკილება, გლაუკომა, შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, ფილტვის ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი. ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

 

დოზის გადაჭარბება სიმპტომები: აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. მკურნალობა სიმპტომურია. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ სამედიცინო დახმარება.

 

განსაკუთრებული მითითებები მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. სათანადო თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც 3 დღის მკურნალობის ფონზე მაინც შენარჩუნელბულია, ასევე ახალი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სავარაუდოა უფრო სერიოზული დაავადების არსებობა, რის გამოც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში. მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ პოტენციურად საშიშ საქმიანობას, სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მუშაობას მექანიზმებთან. არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული მიღება საძილე, ფსიქოტროპულ და ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. ალკოჰოლთან და ბარბიტურებთან კომბინაციაში აცეტამინოფენის ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა ძლიერდება. ერთდროული მიღება საძილე და სედატიურ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან, ალკოჰოლთან ერთად არსებითად აძლიერებს ქლორფენირამინის მალეატის დამთრგუნველ ზემოქმედებას ცნს-ზე. აცეტამინოფენი ანელებს ანტიბიოტიკების გამოყოფას ორგანიზმიდან. აცეტამინოფენის გამოყენებისას ტეტრაციკლინები ზრდიან ანემიისა და მეთჰემოგლობინემიის განვითარების რისკს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს რეზერპინისა და ოქტადინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა მიღებამ მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.

 

შენახვის პირობები ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15-30˚C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემა ურეცეპტოდ შეფუთვა 5 პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი ფირმის, ქვეყნის დასახელება, მისამართი საგმელ, ინკ., 1580 S. Milwaukee Ave. Suite 415, Libertyville, IL 60048 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს: Bayer Consumer Care AG საქართველო ქ. თბილისი მისამართი: ზემო ვეძისის #69 ტელ: +995 32 30 80 87 +995 32 30 97 57

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.