newhospitals

ანტიფლუ (ტაბლეტები)

ანტიფლუ (ტაბლეტები)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
24643ნახვა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 12 ც.1 ტაბ.
აცეტამინოფენი. . . . . . . . . . . . .325 მგ
ქლორფენირამინის მალეატი. . . . . 2 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი . . . 5 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, კროსკარმელოზური ნატრიუმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი, DD&C ყვითელი # 10 ლაქი.

ფხვნილი: პაკეტში, შეფუთვაში 5 ც.1 პაკ.
აცეტამინოფენი. . . . . . . . . . 650 მგ
ქლორფენირამინის მალეატი. . . . 4 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი. . 10 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, შაქარი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, არომატიზატორი ლიმნის გემოთი, სამფუძიანი ნატრიუმისციტრატი, სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიკალციუმის ფოსფატი.კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი კომბინირებული პრეპარატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილს. ქლორფენირამინის მალეატს აქვს ანტიჰისტამინური ზემოქმედება: ხსნის ცხვირის, ცხვირ-ხახის და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ამცირებს თვალის ქავილს.ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს აქვსსისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება, ამცირებს რა ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, აიოლებსცხვირით სუნთქვას. ჩვენებებიზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომების (ჰიპერთერმია, თავის, კუნთების დასახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო) და გრიპის დროს.

 

დოზირების რეჟიმი ტაბლეტები: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: ინიშნება 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაშიგაიმეორეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტისა დღეღამეში. ერთჯერადი დოზები ბავშვებისათვის დამოკიდებულია სხეულისწონასა (10-15 მგ აცეტამინოფენი 1 კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით) და ბავშვის ასაკზე. საორიენტაციოდ შეადგენს: 6-12 წლამდე ბავშვებისათვისტაბლეტი 2-ჯერ დღეღამეში. მიღებებს შორის ინტერვალი არაუმცირეს 6 საათისა.ხსნადი ფხვნილი:მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა (175 მლ) ცხელ წყალში. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4-ჯერ მიღებისა 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია შაქრის ან თაფლის დამატება გემოვნებით. 1

 

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, პირღებინება. ალკოჰოლთან ერთად პრეპარატისხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰეპატოტოქსიური ზემოქმედება.ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, ძილის დარღვევა, მომატებულიაგზნებადობა (განსაკუთრებით ბავშვებში). ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება.სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

 

უკუჩვენებები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ღვიძლის და თირკმლების ფუნქციისგამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმეპათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლძარღვთა სპაზმისადმი მიდრეკილება,გლაუკომა, შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლისადენომის დროს, ფილტვების ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი. ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

 

განსაკუთრებული მითითებები მკურნალობის ხანგრძლივობა: - არაუმეტეს 3 დღე. სათანადო თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალიტემპერატურის, რომელიც 3 დღის მკურნალობის ფონზე მაინც შენარჩუნებულია, ასევე ახალი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სავარაუდოა უფროსერიოზული დაავადების არსებობა, რის გამოც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში.მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ პოტენციურად საშიშ საქმიანობებს, სატრანსპორტო საშუალებების მართვას დამუშაობას მექანიზმებთან. არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

 

ჭარბი დოზირება: შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. მკურნალობა სიმპტომურია. ამ ან ნებისმიერი სხვასამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ სამედიცინო დახმარება.სხვა წამლებთან ურთიერთქმედებაარ არისრეკომენდებული პრეპარატის ერთდროული მიღება საძილე, ფსიქოტროპულ და ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. ალკოჰოლთან დაბარბიტურატებთან კომბინაციაში აცეტამინოფენის ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობა ძლიერდება. საძილე და სედატიურ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან, ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას არსებითად ძლიერდება ქლორფენირამინის მალეატისდამთრგუნველი ზემოქმედება ცნს-ზე. აცეტამინოფენი ანელებს ანტიბიოტიკების გამოყოფას ორგანიზმიდან. ტეტრაციკლინებთან კომბინაციაშიიზრდება ანემიისა და მეთჰემოგლობინემიის განვითარების რისკი. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს რეზერპინისა და ოქტადინისჰიპოტენზიურ ეფექტს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოსჰიპერტონული კრიზი.

 

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება 15-30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.