newhospitals

ანაურანი

ანაურანი
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
20034ნახვა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Polymyxin B sulfate, lidocaine, neomycin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
მწარმოებელი კომპანია: PSP
გამოშვების ფორმა: 25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
ყურის წვეთები: 25 მლ ფლაკონი პიპეტით.
100 მლ ხსნარი შეიცავს: 1 000000 სე პოლიმიქსინ B სულფატს, 0.5 მგ ნეომიცინის სულფატს (375000სე-ის ექვივალენტი), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 4.0 გრ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.01 გ, პროპილენგლიკოლი 44 მლ, გლიცერინი 26.5 გ, გამოხდილი წყალი 100 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედების კომბინირებული პრეპარატი Yყურის ანთებითი დაავადებების დროს. ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია (Pseuvdomonas aeruginosa; Staphylococcus aureus; Proteus spp; Steptococcii; Escherichia coli). ლიდოკაინი, გააჩნია რა ადგილობრივი ტკივილსაწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ტკივილსა და ქავილს ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტი;
- შუა ოტიტი პერფორაციის სტადიამდე;
- სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ტიმპანოპლასტიკა, ანტროტომია, ფენესტრაცია)

მიღების წესები და დოზები:
- ბავშვები: 2-3 წვეთი Dდღეში 3-4 ჯერ.
- მოზრდილები: 4-5 წვეთი Dდღეში 2-4 ჯერ.
მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია , 1 წლამდე ასაკის ბავშვები

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან ნეტილმიცინთან.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.