ამოქსიკლავი 625მგ #10ტ
საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
- ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
- ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #10, #14 ან #20 ამოქსიკლავი® 2X 625 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ამოქსიკლავი® 2X 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თითოეული 625 მგ ტაბლეტი შეიცავს: 500 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
თითოეული 1000 მგ ტაბლეტი შეიცავს: 875 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: კოლოიდური უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: ჰიდროქსიპროპოლცელულოზა, ეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171. ჩვენებები:
რა არის და რისთვის გამოიყენება ამოქსიკლავი
ამოქსიკლავი არის ანტიობიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის სპობს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი ფლობს ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ფართო სპექტრის სამკურნალოდ, მათ შორის:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), ძირითადად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონია და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტის და მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ძირითადად, ცისტიტი (განსაკუთრებით რეციდიული ან გართულებული-გამონაკლისია პროსტატიტი), სეპტიური აბორტები, მენჯის ან მშობიარობის შემდგომი სეფსისი და ინტრააბდომინალური სეფსისი;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, რომელთა გამომწვევი შეიძლება იყოს ცხოველების ნაკბენი, და მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები. მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი მიიღება უშუალოდ კვების წინ, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
დოზა
ექიმი დაგინიშნავთ დოზას (ტაბლეტების რაოდენობა) და მკურნალობის კურსს. მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (12 წელზე უფროსი ასაკის და სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ) ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს: 1000 მგ 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 625 მგ 1 ტაბლეტი 2 ან 3-ჯერ დღეში (ინფექციის სიმძიმის მიხედვით).
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 625 მგ 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში და უფრო მძიმე ინფექციებისას 625 მგ 1 ტაბლეტი ყოველ 8 საათში. გამოყენების წესი:
ტაბლეტი ჩაიყლაპება მთლიანად დაღეჭვის გარეშე და 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. ეცადეთ ტაბლეტები მიიღოთ ერთი და იგივე დროს. საუკეთესო შედეგის მისარწევად მიიღეთ უშუალოდ ჭამის წინ. გამოყენების ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
როგორც წესი ამოქსიკლავი გამოიყენება კიდევ 3-4 დღის განმავლობაში სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, მაგრამ მისი გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს მკურნალობის სტანდარტულ რეკომენდებულ მინიმალურ პერიოდზე ნაკლები. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2 კვირაზე ხანგრძლივად ექიმის ხელახალი კონსულტაციის გარეშე.
ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას გვიანი გართულებების (მაგ.: რევმატიული ცხელების, გლომერულონეფრიტის) განვითარების პრევენციის მიზნით მკურნალობის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10 დღე.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის მიერ დანიშნულ დროზე ადრე არ შეიძლება. თუ ტაბლეტების მიღებას შეწყვიტავთ მკურნალობის კურსის დასრულებამდე ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს და თავიდან გამოიწვიოს ინფექცია.
მაგრამ, თუ მკურნალობის კურსის დასრულებისას თქვენ ისევ ცუდად გრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენები:
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამოქსიკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები უმნიშვნელო სიმძიმისაა და ატარებენ გარდამავალ ხასიათს.
ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, ამოქსიკლავი ძალიან იშვიათად ან იშვიათად იწვევს სერიოზულ უარყოფით რეაქციას. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას, თუ გაგინვითარდათ:
-სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გართულებული ყლაპვა და სუნთქვა;
-ქავილით, მაგალითად ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარით, მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები;
-სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება).
ასეთ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰისპიტალიზაცია. ასევე, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ გაგინვითარდათ შემდეგი ნიშნები:
-შარდის გამუქება და განავალის გაუფერულება
-კუჭ-ნაწლავის სისხლდენით მიმდინარე მძიმე დიარეა (არის ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა)
-ბუშტების განვითარება ან კანის აქერცვლა, ასევე, კანის სიწითლე ან კანზე სისხლჩაქცევების განვითარება
-თუ ბავშვი გამოყოფს ჩვეულებრივთან შედარებით შარდის მცირე რაოდენობას (არის თირკმელების ანთებითი დაავადების განვითარების შესაძლებლობა - ინტერსტიციალური ნეფრიტი ან შარდში კრისტალების ფორმირების გამო მილაკების ბლოკადა)
-რეაქციები სისხლის მხრიდან, რომლებიც იწვევენ სისხლჩაქცევებს, ხშირ ინფექციებს (მაგალითად, ფარინგიტი) ან ანემიას
-კრუნჩხვა.
ესენი არიან სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდებიან ძალიან იშვიათად, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-რძიანა (საფუარის სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს, საშოს და კანის ნაკეცების ინფექცია); რძიანას სამკურნალოდ დახმარების აღმოსაჩენად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;
-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ღებინების, გულისრევის ან დიარეის ჩათვლით;
-პერიანალური მიდამოს კანის ქავილი.
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
-მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
- შესაძლოა კბილების ფერის შეცვლა, რომელიც გადის კბილების გამოხეხვისთანავე.
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-ენამ შეიძლება მიიღოს ყავისფერი ან შავი შეფერილობა;
-კრისტალები შარდში, რომლებიც, როგორ წესი, ვლინდებიან მხოლოდ მიკროსკოპში; შარდის შემღვრევა, მძიმე და მტკივნეული შარდვა;
-ჰიპერაქტიურობა, შიშის გრძნობა, ძილიანობა, გონების არევა, აგრესია;
-ცხელება.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ ამოქსიკლავი 2X
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის ან მოცემული პრეპარატის სხვა ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ტერმინი ალერგია ნიშნავს, რომ ადრე, პრეპარატის გამოყენებისას, თქვენ გივითარდებოდათ რეაქციები კანის გამონაყარის, სახის, კისრის ან სხეულის შეშუპების, ასევე სუნთქვის გართულების სახით.
-ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას, ან, თუ ადრე, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას გივითარდებოდათ ქოლესტატური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქია;
-თუ თქვენ დაავადებული ხართ მონოციტარული ანგინით (ინფექციური მონონუკლეოზი) ან ლიმფოლეიკოზით. ამოქსიკლავით მკურნალობისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე:
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები; ასეთ შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი გააკორექტირებს პრეპარატის დოზას ან გაზრდის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს;
-თუ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული დაავადებები ან ბრონქიალური ასთმა.
მძიმე დიარეის და/ან გულისრევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
პრაქტიკულად ნებისმიერი ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას არსებობს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში, ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება. თუ ადრე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენ გივითარდებოდათ მძიმე დიარეა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ თქვენ იყენებდით მოცემულ პრეპარატს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არსებობს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით განვითარებული ინფექციების წარმოშობის საშიშროება.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის (შარდში კრისტალების წარმოშობა) განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ორსულობა და ლაქტაცია:
შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად (ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად) ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, არ არის რეკომენდებული ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს. მოცემული პრეპარატის გამოყენების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დასაშვებია ამოქსიკლავის გამოყენება ლაქტაციის დროს. დედის რძეში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარებული სენსიბილიზაციის (ჰიპერმგრძნობელობა) საშიშროების გარდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე სხვა უარყოფითი ზემოქმედების განვითარება არ აღმოჩენილა. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. განსაკუთრებული მითითებები:
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავი პრაქტიკულად არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე; თუმცა, იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, ცნობიერების არევა. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა და აჩვენეთ ტაბლეტების თქვენი შეფუთვა.
ჭარბი დოზის მიღებისას პაციენტთა უმეტესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნა, ან იყო უმნიშვნელო გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ღებინების, მუცლის ტკივილის, გულისრევისა და დიარეის ჩათვლით. ძალიან იშვიათად აღინიშნა გამონაყარი კანზე, ჰიპერაქტიურობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, თირკმელების ანთებითი დაავადებები (ინტერსტიციური ნეფრიტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა შარდში კრისტალების წარმოქმნის გამო). თუ თქვენ დაგავიწყდათ ამოქსიკლავი 2X მიღება:
თუ თქვენ დაგავიწყდათ გამოწერილი პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის პირველივე შესაძლებლობისთანავე. შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა არსებული სქემის თანახმად. ამასთანავე შეეცადეთ, რომ პრეპარატის დოზის შემდეგ მიღებამდე გავიდეს არანაკლებ 4 საათი. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული კომპენსაციისათვის. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენი იყენებდით რომელიმე სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატს:
-ნებისმიერი ბაქტერიოსტატიკული ქიმიოთერაპევტული/ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქლორამფენიკოლი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან სულფანილამიდები);
-მეტოტრექსატი;
-ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ);
-ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი);
-პრობენეციდი;
-სულფასალაზინი;
-დიგოქსინი (საგულე საშუალება);
-დისულფირამი
-ორალური კონტრაცეპტივები: ვინაიდან ანტიბიოტიკმა შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა, დაორსულების პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივი.
მკურნალობის დროს შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზის შედეგი ან განვითარდეს შარდში გლუკოზაზე ცრუდადებითი რეაქცია. ამიტომ, სისხლის ანალიზის ჩატარებამდე შეატყობინეთ თქვენ ექიმს ან მედ.დას, რომ თქვენ იღებდით ამოქსიკლავს. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით